კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ახალციხე
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Akhaltsikhe
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
უნიკალური ციფრული მუზეუმი უკვე ჩვენს ქალაქშიც
გსმენიათ რამე ციფრულ მუზეუმზე? ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ დღევანდელ, ციფრულ სამყაროში, უკვე მუზეუმიც კი გაციფრულდა.
საუბარი მაქვს თბილისის ციფრულ სივრცეზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო შედევრების ციფრული ვარიანტები, ფუნჯების მაგივრად ნეონის ნათურებით განათებული, საღებავების ნაცვლად ლაზერებით გაფერადებული და ტილოს ნაცვლად ჰოლოგრამაში გაცოცხლებული.
შეიძლება იფიქროთ, რომ ციფრულ მუზეუმში ნამდვილი ნახატები თავიანთ ავთენტურ ფორმებს კარგავენ, მაგრამ მათ სრულად არ აქვთ იმის პრეტენზია, რომ დუბლიკატები იყვნენ თავიანთი ნამდვილი ორეულებისა, არამედ პირიქით, ციფრული მუზეუმში ახალი სიცოცხლე ენიჭება მათ. თუ მუზეუმში ვან გოგის მზესუმზირები სტატიკურ მდგომარეობაში არიან ტილოზე დახატულები, თბილისის ციფრულ სივრცეში ისინი ქართან ერთად შრიალებენ, ხედავთ მათ რხევას და თითქოს ყვავილების თანამონაწილე თავადვე ხართ ამ კაშკაშა ხორუმში. ციფრულ მუზეუმში სურათი აღარაა მხოლოდ ტილოზე, არამედ ერთი საერთო სივრცის ნაწილი ხდება, რომლის ცენტრში თქვენ იმყოფებით და ამ მრავალფეროვანი ნათებებისა და გამჭოლი ლაზერების თაიგულში, შეიძლება იმაშიც კი დაეჭვდეთ, ვან გოგის მზესუმზირა გააციფრულეს თუ თავად - თქვენ?
მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ვაჟა ფშაველას ხმელი წიფელის ციფრული ვარინტი და თუ ოდესმე გიფიქრიათ, როგორ ახერხებდა ვაჟა ბუნებასთან ასე დაახლოებას და ასეთი ნაწარმოებების წერას, გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ მისი ბუნებისა და სივრცის თანამონაწილე გამხდარიყავით, რაც მისი ასეთი უშრეტი ინსპირაციის წყარო იყო, ამის საშუალებას თბილისის ციფრული მუზეუმი გაძლევთ, მხოლოდ ძალიან განსხვავებული და ტექნოლოგიური ილუზიების საშუალებით. არ გამიკვირდება თუ ციფრულ წიფელებთან დროის გატარების შემდეგ, თქვენც ვაჟასავით ლექსების წერის სურვილი გაგიჩნდებათ.
ციფრული მუზეუმი ულამაზესი კონტრასტების სამყაროა, სადაც ერთმანეთს ხვდება ძველი და ახალი. ამ საოცარი კომბინაციისგან მიღებული შთაბეჭდილებები აუცილებლად ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.
ეწვიეთ თბილისის ციფრულ მუზეუმს მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კილომეტრი, სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლის მე-3 სართული. ამასთან, არ დაგავიწყდეთ #დაზოგვაჭკვიანურია და საუკეთესო შეთავაზებები #ჯერჰოთსეილზენახე
სხვა სტატიები
4 სპორტული აქტივობა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად
ჯანსაღი ცხოვრების წესი თავის თავში აერთიანებს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას, რაც ყველა ასაკის ადამიანისთვისაა აუცილებელი. სპორტულ აქტივობებში ჩართვა ერთ-ერთი გზაა ადამიანის საერთო კეთილდღეობის მისაღწევად და ცხოვრების აქტიური წესის შესანარჩუნებლად.&...
განაგრძე კითხვა
24417
3 best hotels in Adjara for family vacations
adjara is one of the most beautiful and diverse regions of georgia , located in the southwestern part of the country along the black sea coast. adjara offers visitors everything for relaxing coastal resorts to lush mountains , waterfalls and national...
განაგრძე კითხვა
2352
ლამპრობა სვანეთში
მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენე...
განაგრძე კითხვა
24295