გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

განტვირთვა და დასვენება - უალტერნატივო წამალი ჯანმრთელობისთვის

განტვირთვა და დასვენება - უალტერნატივო წამალი ჯანმრთელობისთვის

9740

არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის რა დროა. ფაქტია, დასვენება და ყოველდღიური რუტინისდან რამდენიმე დღით გათავისუფლება ყველა ადამიანს სჭირდება. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ოჯახური საქმეები, სწავლა და ცხოვრებისეული პრობლემები ადამიანის გონებას ამძიმებს და ქრონიკულად დაღლილობის შეგრძნებას ჰგვრის.

სამწურხაროდ ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები შვებულებასაც არ იყენებენ სრულად. პრიორიტეტები ქაოტურად აქვთ დალაგებული და, რატომღაც, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა სულ უკანა რიგებშია. დამეთანხმებით, სამსახური და ნებისმიერი სხვა საქმე ბევრად პროდუქტიული და სასიამოვნოა განტვირთული, დასვენებული გონებით, გაჯანსახებული და ენერგიული ფიზიკურობით.

 

 

დასვენება და გარემოს შეცვლა ადამიანს ათავისუფლებს სტრესისგან, ეხმარება კონცენტრაციაში, სასარგებლოდ მოქმედებს როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, აწესრიგებს ძილის რეჟიმს. ამ დროს ადამიანს შეუძლია სრულად დაცარიელდეს ნეგატიური ენერგიისა და სხვა მრავალი უარყოფითი ემოციისგან. ახალი ადგილების აღმოჩენა და მონახულება, თავგადასავლები, ახალი ადამიანების გაცნობა, ისტორიის შეგრძნება.. ეს უამრავი დადებითი ემოცია დაუვიწყარი იქნება თქვენთვის და შესაძლოა მოტივაციადაც კი იქცეს.

 #!#

ცნობილია, 8 მარტიდან იხსნება სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი) დაწესებული შეზღუდვები, შესაბამისად შეგიძლიათ შეიგრძნოთ ზამთრის სუსხი, ისრიალოთ თხილამურებზე ან სნოუბორდზე, ისეირნოთ თოვლით გადათეთრებულ ქუჩებში და დატკბეთ მთიდან თვალწარმტაცი ხედებით.

 

 

თბილისი ქალაქია, რომელიც ყველას უყვარს და გვაერთიანებს. მისი ღირსშესანიშნაობები, ესთეტიკა, მრავალფეროვნება, ქალაქის აქტიური მუხტი ყოველთვის ენერგიას აძლევს ადამიანს. თუ ქალაქ გარეთ გასვლას ვერ ახერხებთ უქმეებზე, შეგიძლიათ ქალაქის ცენტრშივე მოიწყოთ თქვენთვის სასურველი დასვენება საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან ან  ოჯახის წევრებთან ერთად.

მცხეთა ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პინქტია, რომელისაც ძალიან დიდი და უნიკალური ისტორია აქვს. ინახავს შეუდარებელ ისტორიის ძეგლებს, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგან აღმოჩენილ უძველეს ნივთებს. თუ დასვენებას გეგმავთ, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი დრო, რომ ქალაქიდან შორს წახვიდეთ, მცხეთა გთავაზობთ იდეალურ პირობებს სასიამოვნო დასვენებისთვის.

კახეთი რეგიონია, რომელიც ოთხივე სენონზე მზადაა გულღიად უმასპინძლოს ღვინისა და მშვიდი დასვენების მოყვარულ დამსვენებელს. კახეთი გამორჩეულია ბუნების განსაკუთრებულობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ფორკლორითა და, რა თქმა უნდა, სამზარეულოთი. სამეგრელო გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით.

ყაზბეგის ბუნება გამოირჩევა ენით აღუწერელი სილამაზით, მთის განსაკუთრებული ენერგიის შეგრძნებითა და ეშხით. ყაზბეგი იზიდავს როგორც ექსტრემალური სპორტის მოყვარულ ადამიანებს, ისე მშვიდი, ბუნებაში დასვენების მოყვარულებს. ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხე, ყაზბეგი მრავლად ინახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადათ-წესებს.

#!#

აჭარა ერთ-ერთი განსაკუთრებული რეგიონია. ზღვისპირა ქალაქები, განსაკუთრებით კი ბათუმი ასოცირდება როგორც გართობასთან, ისე მშვიდ განტვირთვასთან ტალრების ხმის ფონზე. აჭარის რეგიონი გამორჩეულია ბუნების მრავალფეროვნებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ფოლკლორითა და სამზარეულოთი. აჭარაში დასვენება ყველა სეზონზე განსაკუთრებულია.

 

სამეგრელო უდიდესი ისტორიის მქონე, უნიკალური რეგიონია სადაც ყოველთვის შეძლებთ აღმოაჩინოთ სიახლე. ბუნების მრავალფეროვნება, კულტურული მემკვიდრეობის სიმრავლე, ასევე უნიკალური ფოლკლორი და სამზარეულო ქმნის იდეალური დასვენების პირობას.

ვფიქრობ, აუცილებელია ყოველი ჩვენგანი დავფიქრდეთ, თუ რამხელა სიამოვნება შეიძლება მოგვიტანოს ჩვეული გარემოდან თუნდაც ერთი დღით გაქცევამ და დასვენების ჩვევად გადაქცევამ, როცა საქართველს რეკრეაციული და აქტიური დასასვენებელი კურორტების მრავალფეროვნების ფუფუნება აქვს. უქმე დეებზე დასვენებას კიდევ აქვს ერთი პლუსი - დაეხმარება საქართველოში შიდა ტურიზმის წახალისებას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს კურორტებს ყველა ინტერესის ადამინაის დაკმაყოფილება შეუძლია ყველა სეზონზე - მომსახურების მაღალი დონით.

 #!#

დაგეგმე დასვენება ჩვენთან ერთად, თქვენთვის ხელსახრელი ადგილმდებარეობითა და დასვენების სტილით სპეციალურ ფასად.

#ჯერჰოთსეილზენახე