გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

განსაკუთრებული საჩუქრები ქალთა დღეების გასალამაზებლად

განსაკუთრებული საჩუქრები ქალთა დღეების გასალამაზებლად

16301

მარტის თვე განსაკუთრებით უყვართ ქალებს. გაზაფხულის მოსვლის გარდა ხომ ორ უსაყვარლეს ქალთა დღესასწაულს აღვნიშნავთ? – 3 მარტს დედების დღეს, 8 მარტს  კი ქალების. ცუდი ამინდების, ლოქდაუნის და პანდემიური მელანქოლიის შემდეგ, ნამდვილად ვიმსახურებთ პოზიტიურ ემოციებს და სიხარულს.

 8 მარტს, მამაკაცები საჩუქრების საშუალებით  აგებინებენ საყვარელ ქალებს, რომ მათ გარეშე მსოფლიო სრულყოფილი არ იქნებოდა!  რაც შეეხება დედის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საყვარელ დედას შვილებისგან ნებისმიერი საჩუქარი გაუხარდება, კარგი იქნება, თუ მისთვის სასურველსა და გამოსადეგს შეარჩევთ.

 #!# 

 თუ თქვენ საჩუქრის არჩევის პრობლემა შეგექმნათ, ან ჯერაც ვერ გადაწყვიტეთ რა აჩუქოთ მეორე ნახევარს, დედას, ან მეგობარს, იმედი გვაქვს, ეს სტატია დაგეხმარებათ!

 ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც არჩევანს გაგიადვილებთ და თქვენი საჩუქრის ნამდვილად არ შეგრცხვებათ!

1. საჩუქარი დედას

ზოგჯერ, შენი გრძნობების გამოხატვა საყვარელი ადამიანის მიმართ, ძალიან ძნელია. ამიტომ, 3 მარტი საუკეთესო ვარიანტია, დაანახო დედას შენი სიყვარული და ზრუნვა მასზე. საჩუქრის ეფექტი მაქსიმალური რომ იყოს, მოემზადეთ წინასწარ. იმისთვის, რომ თქვენი საჩუქარი მიზანში მოხვდეს, უნდა უპასუხოთ ერთ შეკითხვას: „როგორია დედათქვენი?“

თუ კულინარია მისი ჰობია, საჩუქარი სახლისთვის კარგი არჩევანი იქნება. მაგალითად, ბლენდერის კომპლექტი .  თუ განსაკუთრებით უყვარს ყავა, მაშინ ელექტრო ყავის მადუღარა და ხარისხიანი ყავა აჩუქეთ.  გონივრული იქნება, თუ 3-8 მარტისთვის წარმოდგენილი, სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ. სახლიდან გაუსვლელად, საჩუქრების ყველაზე დიდ არჩევანს „ჰოთსეილზე“ ნახავთ. საიტზე დამატებულია კატეგორია, სადაც კონკრეტულად 3-8 მარტის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენილია საუკეთესო შეთავაზებები ქალბატონებისთვის. თუ თავის მოვლა უყვარს, სასაჩუქრე ნაკრები ძალიან კარგი ვარიანტი იქნება! ასევე, ლამაზი ხელჩანთაც. ხომ იცით, ქალისთვის ჩანთა არასოდეს იქნება ზედმეტი!

2. საჩუქარი საყვარელ ქალს

საჩუქარი საყვარელი ქალისთვის, თქვენი სიყვარულის პატარა გამოხატულება უნდა იყოს. თუ გინდათ, რომ ნამდვილად მოეწონოს, სიამოვნებით გამოიყენოს და თქვენი თავი ხშირად გაახსენოს, აჩუქეთ ლამაზი მაჯის საათი, ან სმარტფონი. თუ გინდათ, რომ გამოხატოთ მზრუნველობა, აჩუქეთ სპა-სალონის ვაუჩერი, სადაც მთლიანი სხეულის სარელაქსაციო მასაჟი და საუნა შედის. ძალიან კარგი სასურველია ასევე Victoria Secret-ის ტანის ლოსიონი, სურნელოვანი სპრეი და კოსმეტიკის ჩანთა. პროფესიონალური თმის ფენი, ან Vitek-ის ბიუჯეტური ყავის აპარატი.

3. საჩუქარი მეგობარს

8 მარტს შეგიძლიათ საჩუქარი მეგობარსაც გაუკეთოთ. ქალებმა ხომ უკეთესად იციან, როგორ გაახარონ ერთმანეთი? გარეგნობაზე ზრუნვა ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგი საჩუქარი იქნება სახის პროცედურები. „ჰოთსეილზე“, ქალთა დღესთან დაკავშირებით საუკეთესო ფასად, სულ რაღაც 22 ლარად სახის ღრმა წმენდის ვაუჩერს შეიძენთ. კარგი საჩუქარი იქნება შილაკი, პედიკიური, ან წამწამების დაგრძელება. სავარცხლიანი თმის უთო, მთელი სხეულის დიოდური ეპილაცია.

 საჩუქარზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დღე საუკეთესო განწყობით გაატაროთ. გაისეირნეთ ქალაქგარეთ, ესტუმრეთ საყვარელ კაფეს, მოიწყეთ ლამაზი საღამო. სასტუმროების მრავალფეროვანი არჩევანი hotsale.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ.

საჩუქრებს ეძებ ქალბატონისთვის? #ჯერჰოთსეილზენახე

 #!#