გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

Farmstay-ის პროდუქცია Hotsale.ge-ზეა!

Farmstay-ის პროდუქცია Hotsale.ge-ზეა!

9061

სიახლე Hotsale.ge-ზე! გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, აუცილებელია ჩვენს ყოველღიურობასაც შევმატოთ სიახლეები და გავილამაზოთ გაზაფხულის თბილი დღეები. 

თავის მოვლის ხაზს დაემატა Farmstay/ფარმსთეი-ს პროდუქცია, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ყოველდღიურ თავის მოვლის რუტინას ნატურალური, ბუნებრივი ინგრედიენტებით და უფრო სასიამოვნოს გახდის მას. Farmstay/ფარმსთეი-ს პროდუქციას წარმოადგენენ კომპანიები ‘Beauty Bar/ბიუთი ბარ’ და 'კორეული კოსმეტიკა / Farmstay Georgia'.

აღსანიშნავია, რომ  კორეული კოსმეტიკა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს ბაზარზე და მომხმარებელთა რიცხვი სულ უფროდაუფრო იზრდება. ამის მრავალი მიზეზი არსებობს:

  • ბუნებრივი და ნატურალური ინგრედიენტები
  • უსაფრთხო
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ეფექტური შედეგი

სწორედ ამ და სხვა მრავალი დადებითი კომპონენტითაა კორეული კოსმეტიკა უნიკალური, ხოლო  Farmstay/ფარმსთეი კოსმეტიკური ბრენდების მოწინავე რიგებში.

 

Farmstay სახის დამატენიანებელი შრატი ლოკოკინის ექსტრაქტით

კორეული ბრენდის FARMSTAY-ის სახის შრატი საუკეთესო არჩევანია თქვენი კანისთვის, რადგან იგი გაჯერებულია ბუნებრივი მინერალებით. კორეული კოსმეტიკა მთელ მსოფლიოში სილამაზესთან და ლამაზ კანთან ასოცირდება, რადგან მისი დამზადებისას ბუნებრივი ინგრედიენტების შეგროვებისა და ფერმენტაციის სრულიად განსხვავებულ ტექნოლოგიებს იყენებენ. ლოკოკინის ექსტრაქტის სახის დამატენიანებელი შრატი - ESCARGOT NOBLESSE INTENSIVE AMPOULE- საუკეთესო არჩევანია, რადგან იგი შეიცავს ეფექტურ ინგრედიენტებს რეგენერაციისთვის და აფერხებს დანაოჭების პროცესს. აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და იცავს კანს მავნე სხივებისაგან, ააქტიურებს მეტაბოლიზმსა და რეგენერაციის პროცესს კანის უჯრედებში, გიცავთ ლაქების გაჩენისაგან, ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების გასწორებას, კანს მეტად გლუვსა და ცოცხალს ხდის. ინტენსიური გამოყენების შედეგად კანი ერთი ფერის ხდება, სწორედ ამიტომ, შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც ჩვეულებრივი ტიპის კანის დასატენიანებლად, ასევე პრობლემურისთვისაც.

 

კორეული ბრენდის FARMSTAY-ის ხელის კრემი

ზეთისხილის ეფექტი - OLIVE - საუკეთესო არჩევანია, რადგან იგი შეიცავს ეფექტურ ინგრედიენტებს რეგენერაციისთვის და აფერხებს დანაოჭების პროცესს. იცავს სიცივისა და ყინვისაგან. ასევე, გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით და იცავს კანს მავნე სხივებისაგან, ააქტიურებს მეტაბოლიზმსა და რეგენერაციის პროცესს კანის უჯრედებში, გიცავთ ლაქების გაჩენისაგან, ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების გასწორებას, კანს მეტად გლუვსა და ცოცხალს ხდის. ხელის კრემს აქვს დამატენიანებელი და მკვებავი ეფექტი, რისი მეშვეობითაც თქვენი ხელის კანი მუდამ ელასტიური და გლუვი იქნება.
ხელის კანს ყოველდღიურად სჭირდება ძლიერი დატენიანება, რადგან დღის განმავლობაში ყველაზე მეტად სწორედ, ხელის კანი იფიტება, რაშიც დიდ როლს თამაშობს ანტიბაქტერიული სითხეები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ანადგურებენ ჩვენს ხელზე მოხვედრილ მავნე ბაქტერიებს, ისინი აშრობენ და ფიტავენ კანს. სწორედ ამიტომ, საჭიროა ხელი დავიტენიანოთ ძლიერი დამატენიანებლით, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიისას, რადგან დავიცვათ კანი ნაადრევი დაბერებისა და დანაოჭებისაგან.

 

Farmstay ნაოჭების საწინააღმდეგო, მათეთრებელი ბროწეულის სახის შრატი კოლაგენით 

ამპულა შეიცავს ბროწეულის ექსტრაქტს, ეფექტური დაბერების საწინააღმდეგო ინგრედიენტს, განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით რეკომენდირებულია მშრალი კანისთვის. აუმჯობესებს მის მიკროცირკულაციას, ასტიმულირებს უჯრედების განახლების პროცესს, ასევე აუმჯობესებს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას, ასწორებს ნაოჭებს. ბროწეულის ექსტრაქტი ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას და იცავს მას მავნე ზემოქმედებისგან, ეკოლოგიური დაბინძურებისა, თუ UV გამოსხივებისგან. ბროწეული შეიცავს ბუნებრივ მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ მკვდარი უჯრედების აქერცვლასა და სახის კანის გათეთრებას, ასაკობრივი ლაქების, ფერისმჭამელებისა და გამონაყარის შემდგომი ლაქების აღმოფხვრას.

 

FarmStay Cica Farm Nature Solution გამწმენდი ქაფი

შეიცავს Asiatica Centella– ცენტელას ექსტრაქტს. პროდუქტი ღრმად ასუფთავებს ფორებს, აშორებს კოსმეტიკის ნარჩენებს და ცხიმს, ინტენსიურად ატენიანებს და ამშვიდებს კანს, გამორიცხავს სხვადასხვა ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას. ქაფი შეიცავს სხვადასხვა ექსტრაქტებს, აზიური ცენტელა, გრეიფრუტი, ორეგანოს ფოთლები, მარწყვი, როიბოსი. ასევე შემადგენლობაში შედის ჰიალურონის მჟავა. Centella (cica) ახდენს წყლის მარილის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, ხსნის შეშუპებას, ამშვიდებს და აღადგენს კანს, ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას, აძლიერებს სისხლძარღვებს და ებრძვის ანთებას. ჰიალურონის მჟავა აჯერებს უჯრედებს ტენიანობით, გამორიცხავს სიმშრალეს და აქერცვლას, ებრძვის ლეთარგიასა და სისუსტეს, აღადგენს სიმკვრივეს და ელასტიურობას.

 

კოლაგენის ფორების სკრაბი

დამზადებულია სოდის ყველაზე მცირე ზომის მარცვლებისგან და, ამის გამო ეფექტურად ასუფთავებს ფორებს მინარევებისგან. წმინდავს ნაზად მკვდარი კანის ნაწილაკებისგან, ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, ახდენს კანის დეზინფექციას და აცოცხლებს ფერს.
ნატრიუმის ბიკარბონატი (სოდა) არის ძლიერი ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს კანის დარბილებას და ინტენსიურ წმენდას. იგი აქტიურად გამოიყენება პილინგისა და სკრაბების დროს გამოხატული აქერცვლის უნარის გამო, ხსნის გაღიზიანებას. ნეიტრალური pH და ქიმიური თვისებების არსებობა უზრუნველყოფს გამოყენების მრავალფეროვნებას - სოდა შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.
მიკროკრისტალური ცელულოზა არის ბუნებრივი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ფორების ღრმა, მაგრამ ამავდროულად დელიკატურ წმენდას მინარევებისაგან და კერატინიზებული ნაწილაკებისგან, ასევე შთანთქავს ჭარბ ცხიმს, ტოვებს კანს სუფთა და გასხივოსნებულს.
კოლაგენი - აქვს გამაახალგაზრდავებელი და დამატენიანებელი მოქმედება, უბრუნებს სახის კანის სინაზეს და ელასტიურობას და აქვს დამარბილებელი ეფექტი. კოლაგენი ქმნის დამცავი ტენიანობის შემანარჩუნებელ ფენას კანზე, ისე, რომ კანი დიდხანს რჩება დატენიანებული. ამავდროულად, კოლაგენი აჩქარებს კანის რეგენერაციას, რაც საშუალებას იძლევა დამწვრობა, ნაჭრები და წყლულები უფრო სწრაფად მოშუშდეს. პროდუქტი მზადდება პირამიდების სახის შეფუთვით, რომლებიც მოსახერხებელია გამოსაყენებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები, ვიზრუნოთ მათზე და წარვუდგინოთ სასურველი პროდუქცია სპეციალურ ფასად.

#!#