კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ლაგოდეხი
-
ყველა
-
თბილისი
-
ახალციხე
-
აბასთუმანი
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თუშეთი
-
თეთრიწყარო
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ასურეთი
-
ლაგოდეხი
-
ყველა
-
თბილისი
-
ახალციხე
-
აბასთუმანი
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თუშეთი
-
თეთრიწყარო
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ასურეთი
დანაზოგი და განვადება ერთდროულად - სასიამოვნო სიახლე Hotsale.ge-სგან
განვადება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია, რომლის პირობებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება და პროდუქციის ჩამონათვალიც იზრდება, თუმცა აქამდე მასში იშვიათად ხვდებოდა სერვისების ნაწილი.
რეალურად, დასვენება თუ ესთეტიკური პროცედურები შეიძლება, თითქმის იმავე ღირებულების იყოს, რაც ტექნიკა, თუმცა მომხმარებელს მათ მისაღებად თანხის სრულად დაფარვა უწევს და განვადების სერვისით ვერ სარგებლობს. Hotsale.ge-მ ახალი სერვისით მომხმარებლებს აღნიშნული პრობლემა მოუხსნა და ნებისმიერი პროდუქტის ერთდროულად დანაზოგითა და განვადებით შეძენა გახადა შესაძლებელი.
პროდუქტის ან სერვისის განვადებით მისაღებად შეგვიძლია, როგორც ერთიანი გადახდით, ისე პრომოკოდით ვისარგებლოთ.
კონკრეტულად, რა პროცედურები უნდა გავიაროთ განვადებით სარგებლობისთვის და სხვა საინტერესო დეტალებზე Hotsale.ge-ის დირექტორს თათული ზაკალაშვილს ვესაუბრეთ:
რატომ გახდა საჭირო განვადების სისტემის დანერგვა? იყო თუ არა ამაზე მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა?
მიუხედავად იმისა, რომ Hotsale.ge-ის მომხმარებელს წლებია, ძვირადღირებული სერვისების სოლიდური დანაზოგით შეძენის საშუალება აქვს, მათი უკუკავშირი მოიცავდა განვადების საკითხსაც. ამის გათვალისწინებით, კომპანიამ გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა, რომელიც განვადებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნას წარმოაჩენდა.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული 2000 მომხმარებლის 86%-მა განაცხადა, რომ ისურვებდა, ესთეტიკის პროცედურების, სასტუმროებისა და სხვა სერვისების განვადებით შეძენის შესაძლებლობა ჰქონოდა. მაგალითად, ზაფხულის სეზონზე, Hotsale.ge-ის მეშვეობით, თვესა და 10 დღეში ჯამში 16 000-მდე სასტუმროს ჯავშანი გაიყიდა, თუმცა ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, მომხმარებლებს განვადებით სარგებლობის საშუალება რომ ჰქონოდათ.
COVID-19-ის პირობებში, მომხმარებელთა ნაწილს ტექნიკის, დასვენების თუ რაიმე სხვა პროდუქტის ან სერვისის შესაძენად თანხის მობილიზება დასჭირდა. მსხვილი ტექნიკის შესაძენად მინიმუმ 500 ლარის გადახდა გვიწევს, დასვენების შემთხვევაში კი დაახლოებით, 7 დღის განმავლობაში 700-დან 1000 ლარამდე მაინც გვჭირდება. ბევრი ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა ერთიანად კი არ გადავიხადოთ, არამედ გარკვეულ თვეებზე გადავანაწილოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, მომხმარებლის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა.
როგორ არის შესაძლებელი Hotsale.ge-ზე ერთდოულად დანაზოგითა და განვადებით სარგებლობა?
Hotsale.ge-ს გუნდმა პროდუქციისა და სერვისების განვადებით შეძენის შესაძლებლობა TBC BANK-თან ერთად დავნერგეთ და მომავალში სხვა საკრედიტო კომპანიებთან თანამშრომლობასაც ვგეგმავთ. იმისათვის, რომ სერვისი ან პროდუქტი დანაზოგითა და განვადებით შევიძინოთ, Hotsale.ge-ზე 5 მარტივი ნაბიჯი უნდა გავიაროთ:
- მომხმარებელი ავსებს განვადების ფორმას;
- 20-30 წუთში პასუხად იღებს დასტურს ან უარყოფას;
- დასტურის შემდეგ ელექტრონულ ხელშეკრულებაზე აწერს ხელს
- დამადასტურებელი საბუთებისთვის არ უწევს ბანკში მისვლა, ყველაფერს იღებს ონლაინ რეჟიმში;
- ამის შემდეგ უკავშირდებიან მომხმარებელს და აწვდიან ნივთს ან სარგებლობს კონკრეტული სერვისით.
არის თუ არა ეს სტანდარტული განვადება, რომელსაც მომხმარებელი უკვე დიდი ხანია იცნობს?
დიახ, ეს არის სტანდარტული განვადება, რომლის პირობებსაც თავად მომხმარებელი ირჩევს. მას სურვილის შესაბამისად შეუძლია, 3, 6 და 12-თვიანი ვადით ისარგებლოს და გადახდის პირობებიც საკუთარ თავზე მოირგოს.
ახალ წლამდე ერთ თვეზე მეტი რჩება, რას უმზადებს Hotsale.ge თავის ერთგულ მომხმარებლებს?
ჩვენს მომხმარებლებს ყოველ ახალ წელს ვანებივრებთ სხვადასხვა სურპრიზით. წელსაც განსაკუთრებული სიახლეები გვაქვს - 24 ნოემბრიდან Hotsale.ge-ზე Black Friday დაიწყო, შესაბამისად, ესთეტიკური პროცედურები, დასვენება, გართობა, სხვადასხვა აქსესუარი და ტექნიკა ჩვენთან კიდევ უფრო დიდი დანაზოგით იქნება წარმოდგენილი.
რა თქმა უნდა, Hotsale.ge-ზე საახალწლო განწყობა Black Friday-ს შემდეგაც შენარჩუნდება და ჩვენს მომხმარებელს უამრავ სუპრიზს დავახვედრებთ. ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე იგეგმება სხვადახვა გათამაშება, რომლის გამარჯვებულიც შეიძლება, ნებისმიერი თქვენგანი გახდეს, ამიტომ თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში.
სხვა სტატიები
5 წიგნი რომელიც 30 წლამდე უნდა წაიკითხო
არსებობენ წიგნები, რომელსაც თავისი დრო და დანიშნულება აქვთ. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს იმას, რომ თუ „პატარა უფლისწული“ ჯერ არ წაგიკითხვას, 30 წლის მერე აღარ ღირს მისი წაკითხვა. ეს მოცემულობა არაა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელო....
განაგრძე კითხვა10049
გამორჩეული 5 გამძლე სმარტფონი ოკიტელისგან
ოკიტელის WP სერია მოიცავს უხეშ, ჯავშან -სმარტფონებს ( rugged phones), რომლებიც გამოირჩევა დიდი ელემენტით და აქვთ გამძლეობა 1.5 მეტრამდე სიმაღლიდან დავარდნისას, უძლებენ მტვერსა და ტემპერატურის ცვლილებას -55C -დან 70C -მდე. აღნიშნული ამტანობის წყალობით...
განაგრძე კითხვა6718
როგორ შევაყვაროთ თინეიჯერებს კითხვა
თინეიჯერობის ასაკი არც ისეთი მარტივია, როგორც ზრდასრულ ადამიანებს ეჩვენებათ. ეს არის თვითგამორკვევის, სიახლეების ძიების, მეამბოხე სულისკვეთების პერიოდი, როდესაც თავს ზრდასრულად გრძნობ, თუმცა, ხშირად გიჭირს განსაზღვა გარკვეული სირთულეების. ვერ ხვდები,...
განაგრძე კითხვა7893
სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ გთავაზობენ კომპანიები აქციებს დანაზოგით
ალბათ ნებისმიერ მომხმარებელს აქვს თავისი შეხედულება დანაზოგისა თუ იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც მათ სტანდარტულთან შედარებით დაბალ ფასს სთავაზობენ რიგ მომსახურებასა და პროდუქტზე. გავრცელებული სტერეოტიპები, რომლებიც სამართლიანი იქნება თუ ვაღი...
განაგრძე კითხვა9871
Premium Hotsale.ge - ახალი სერვისი ლუქს ბრენდების სერვისების მისაღებად, კიდევ უფრო დიდი დანაზოგით
ყველაზე მასშტაბური დანაზოგების პლატფორმამ საქართველოში Hotsale.ge-მ პრემიუმ ბრენდების სერვისები დაამატა. პრემიუმ განყოფილება მოიცავს სასტუმროს, რესტორნის, ესთეტიკის, სამედიცინო მომსახურებასა და გართობის ნაწილსაც. ...
განაგრძე კითხვა7515
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთრის პერიოდში - ტოპ 5 კოსმეტოლოგიური პროცედურა 85%მდე დანაზოგით!
თანამედროვე ქალბატონების გრაფიკი ძირითად შემთხვევებში არის ძალიან დატვირთული - ოჯახის მოვლა, სამსახური და უამრავი სხვა საზრუნავი. მზის სხივების ზემოქმედება, სტრესი, უძილობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ჰორმნალური ფონის ცვლილება და სახის კანის მოვლის ყ...
განაგრძე კითხვა14627