დაგეგმეთ თქვენი შვილის დაბადების დღე 139 ლარიდან

დაგეგმეთ თქვენი შვილის დაბადების დღე 139 ლარიდან

7510

ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ თავიანთი დაბადების დღე, რაც მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. ალბათ, ყველა მათგანს  სურს, იპოვოს საუკეთესო გასართობი ცენტრი თავისი ბავშვისთვის, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, ხელმისაწვდომ ფასებსაც შესთავაზებს. ეს  დღე პატარებისთვის ყველაზე ბედნიერი და  ჯადოსნური უნდა იყოს.

ბავშვთა გასართობი ცენტრი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, სადაც მათ მხიარული ანიმატორები და შოუ-პროგრამა ეგულებათ. Hotsale.ge გთავაზობს რამდენიმე საუკეთესო არჩევანს,რომლითაც შეძლებ შენი პატარას გაბედნიერებას.



როგორც უკვე აღვნიშნე, დაბადების დღეს მათი საყვარელი მულტფილმის გმირები უფრო ჯადოსნურს ხდის. „MaxxiLand / მაქსილენდი“-ში უამრავი გასართობი აქტივობა ელოდებათ.ამ სივრცეში თავმოყრილია მიკი & მინი მაუსი, ფიფქია, კონკია, რაპუნცელი და სხვა მრავალი გმირი, რომელიც პატარებს ძალიან უყვართ.

#!#
თუ თქვენს შვილს პომპეზური დღესასწაულები უყვარს, ბავშვთა გასართობ ცენტრი „ლაიქი / LIKE“ გთავაზობთ ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას, პრჭყვიალა ქაღალდის წვიმითა და სცენის კვამლით. გარდა ამისა, მათ განწყობაზე ანიმატორები და დისნეის გმირები იზრუნებენ. მოუწყვეთ თქვენ შვილს ვარსკვლავური დაბადების დღე „სთარს კლუბი / STARS CLUB“-ში. აირჩიეთ მისთვის სასურველი ზღაპრის გმირი, გაუხსენით მისი სახელობის ვარსკვლავი სცენაზე, ფეიერვერკითა და ბრჭყვიალა ქაღალდების წვიმით.


იმისთვის, რომ გასართობი პროგრამა ზუსტად მოარგოთ თქვენი შვილის გემოვნებას „ქენდი ლენდი / CANDY LAND“-ის მრავალფეროვან შეთავაზებებს გადაავლეთ თვალი. შემეცნებითი, სპორტულ-გასართობი აქტივობები, იქს ბოქსი და კარაოკე, ან პოდიუმი წითელი ხალიჩით. ამის გარდა, სხვა უამრავი გასართობი აქტივობა გელოდებათ. გასართობი აქტივობების მრავალფეროვნებით ასევე „ნევერლენდი / NEVERLAND“ გამოირჩევა, რომელიც სხვადასხვა მხიარულ და ენერგიულ თამაშებს სთავაზობს თქვენს პატარას.


ზღაპრის გმირები, იქს ბოქსი, კარაოკე და ანიმატორები, ცეცხლოვან შოუზე რას იტყვით? „დეჟავუ / DEJAVU BIRTHDAY CLUB“ დაგეხმარებათ, რომ თქვენი შვილის დაბადების დღე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახადოთ.აქტიურ გასართობ პროგრამას გთავაზობთ „დეჟავინო / DEJAVINO“ მხიარული სტარტები და ლაზერ შოუ მათ დღეს განსაკუთრებულად მხიარულს გახდის.