კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ყვარელი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
აბაშა
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ვარძია
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
ნატახტარი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ქედა
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ყვარელი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
აბაშა
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ვარძია
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
ნატახტარი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ქედა
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
როგორ შევაყვაროთ და რომელი წიგნები წავუკითხოთ ჩვენს პატარებს მათი ასაკის გათვალისწინებით
წიგნების კითხვის დაწყებას ფსიქოლოგები სიცოცხლის პირველი თვეებიდან გვირჩევენ, როცა ბავშვს ჯერ არც ესმის წაკითხულის აზრი. თუმცა ერთობლივი კითხვა პატარასთან მჭიდრო კონტაქტს გამყარებინებთ, ერთმანეთის გაგებას გასწავლით, პატარას ბევრი სხვადასხვა სიტყვა ესმის, რაც მომავალში სიტყვათა მარაგის გამდიდრებაში ეხმარება. განსაკუთრებით კარგია ამ დროს საბავშვო ლექსების კითხვა, რიტმულისა და მელოდიურის, რაც პატარას სმენისა და მეტყველების განვითარებაში ეხმარება. ბავშვებს უყვართ როდესაც თქვენს ყურადღებას აბსოლიტურად იპყრობენ, ხოლო წიგნის გითხვა ამის საშუალებას ნამდვილად გაძლევთ როგორც თქვენ, ასევე თქვენს პატარებსაც.
ბლოგში გაგიზიარებთ ფსიქოლოგების რჩევებს თუ რა ასაკში რომელი წიგნი შეგიძლიათ წაუკითხოთ შვილებს. მაშ ასე :
დაბადებიდან 12 თვემდე
ამ პერიოდში ვითარდება ბავშვის მხედველობა და თვალის სტრუქტურა, შესაბამისად გირჩევთ შეარჩოთ წიგნები მცირე ტექსტებით ან სულაც მხოლოდ ფერადი, მკვეთრი და ლამაზი ილუსტრაციებით. იგი სასურველია იყოს დიდი, დადებითი და კონტრასტული გამოსახულებებით სავსე. ასევე კარგი იქნება თუ თქვენი პატარებისთვის შეიძენთ წიგნებს რომლებსაც თან ახლავს ინტერაქციული ნივთები: თოჯინები, სარკე და სხვა სათამაშოები. ამ ასაკის ბავშვებისათვის წიგი ძირითადად ტონალობების აღქმისა და გარემოს ვიზუალიზაციის საუკეთესო წყაროა. მსგავსი ინტერაქციით პატარა ასევე აღიქვამს თქვენი ხმის ტემბრს, ეცადეთ იგი თბილი და არა მონოტონური იყოს, გაახმოვანეთ პერსონაჟები, ფოთლების შრიალი და ა.შ
6 თვის შემდეგ შესაძლოა თქვენმა პატარებმა უკვე შეეცადონ გარკვეული სიტყვების წარმოთქმა, ამ პროცესში იგი აუცილებლად შეეცდება თქვენს მიერ ხშირად ნათქვამი სიტყვებიც გაიმეოროს რომელსაც დაუტოვებთ მის სმენით მეხსიერებას.

13 დან 18 თვემდე
ამ ასაკიდან უკვე შეგიძლიათ ბავშვებს წაუკითხოთ წიგნები, რომლებიც არა მხოლოდ ილუსტრაციებს არამედ რამდენიმე წინადადებასაც შეიცავს მის გვერდებზე. იმისათვის რომ პროცესი მისთვის მოსაწყენი არ იყოს, პატარა სპექტაკლიც კი გაითამაშეთ, დაგვიჯერეთ წიგნთან ურთიერთობა მისთვის ნამდვილად საყვარელი და მხიარული საქმიანობა გახდება. გარდა ამისა თქვენ მას დაეხმარებით აღქმისა და ცნობიერის გამრავალფეროვნებაში, ბავშვი კიდევ უფრო მჭიდრო ინტელექტუალურ კავშირს დაამყარებს თქვენთან. ჩართეთ იგი აქტივობებში, ჰკითხეთ მაგალიტად რომელ ცხოველს ხედავს წიგნში, ან სულაც სად არის რეალობაში ის რასაც წიგნის ფურცლებზე ხედავს - სად აქვს ტავი, ცხვირი, თვალები თმა და ა.შ. 15 დან 18 თვემდე თქვენს პატარას უნდა შეეძლოს გიპასუხოთ კითხვაზე "რა არის ეს" , მოკლედ მაგრამ აღწეროს, როგორია ესა თუ ის ნივთი, მაგალითად "დიდი წითელი ვაშლი"

19 დან 24 თვემდე
ამ ასაკიდან თუ თქვენ წინა ეტაპები წარმატებით დანერგეთ და განახორციელეთ, უკვე მარტივი იქნება თქვენთვის შედარებით გართულებული ტექსტები, ლექსებისა და თუნდაც უკვე წაკითხული წიგნების კვლავ გადაკითხვა, ამ დროისათვის თქვენს პატარას უკვე ეყვარება თქვენი ინტელექტუალური ტრადიცია. აღსანიშნავია ისიც რომ 18 თვისან პატარებს მიდრეკილება აქვთ ამოიჩემონ საყვარელი წიგნი და მის ჩანაცვლებაზე მცირე პროტესტიც ჰქონდეთ, რადგან ის წარმოდგენებბი და მოგონება რაც ამ წიგნის ირგვლივ შეექმნათ სახალისო და საყვარელია მისთვის. ამ პროცესს დადებითი მხარეც აქვს, ნაცნობი მასალის გამეორება მათ სიტყვებისა და პერსონაჟების დასწავლაში უწყობს ხელს. შეგიძლიათ თამამად ასწავლოთ მხიარული რიტმული ლექსები ზღაპრები და სიმღერები.
ზოგიერთი მშობლისათვის აპრობირებული მეთოდია მუცლად ყოფნის დროსაც კი მოასმენინონ თავიანთ პატარებს სხვადასხვა ზღაპარი, კლასიკური მუსიკა თუ დედის საყვარელი მუსიკა. დამიჯერეთ მსგავსი თანმიმდევრული ნაბიჯებით აუცილებლად შეუწყობთ ხელს ბავშვის განვიტარებასა და მისთვის ჯანსაღი ფსიქიკური თუ ინტელექტუალური მდგომარეობის ჩამოყალიბებას.
ბლოგის კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, თქვენი პატარების საყვარელი წიგნები და აქტივობები, მშობლის ცხოვრებაში ხომ არაფერია შვილზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი.
სხვა სტატიები
საზოგადოების რჩეული წიგნები
წიგნების სამყარო საოცრად დიდი და მრავლისმომცველია, ზოგჯერ რთულია იმ ემოციების ბოლომდე გამოხატვა, რასაც ესა თუ ის ნაწარმოები გვანიჭებს. ფიოდორ დოსტოევსკი წერს - ''ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი ...
განაგრძე კითხვა
21693
Hotsale-ისა და „Vita Gardenia“-ს მეგობრობა
Hotsale.ge და პრემიუმ კლასის სასტუმრო „ვიტა გარდენია/VITA GARDENIA HOTEL&SPA“ თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებელს საშუალებას აძლევენ დაისვენონ კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასტუმროში, რაც მთავარია მაღალი დანაზოგით....
განაგრძე კითხვა
28519
1 მაისამდე სააღდგომო შოკაქცია სასტუმროებზე Hotsale.ge-სგან
Hotsale.ge-ის შოკაქცია მათთვის, ვისაც სააღდგომო არდადეგების მოწყობა სურს - მხოლოდ 1 მაისამდე ბათუმში, კახეთში, ყაზბეგში, მცხეთასა და სხვა პოპულარულ ადგილებში დასვენება კიდევ უფრო დიდი დანაზოგით გახდა შესაძლებელი. ...
განაგრძე კითხვა
29041
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის ახალი სეზონის მესამე თამაშის გამარჯვებულ გუნდს საჩუქრები გადასცა
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნესლიგის ახალი სეზონის გახსნითი თამაშის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. სეზონის გახსნითი თამაში პარასკევს, 14 ნოემბეტს 19:30-ზე Courtyard by Marriott Tbilisi-ს ბოლრუმში გაიმართა....
განაგრძე კითხვა
5204
"შატო ართვაინი • CHATEAU ARTWINE" - ადგილი შენი განტვირთვისთვის
ხანდახან ყველას გვჭირდება ადგილი, სადაც ტელეფონს გვერდზე გადავდებთ და უბრალოდ ვისუნთქებთ. ჩემთვის ასეთ აღმოჩენად სოფელ არტანაში დამალული Chateau Artwine იქცა. თუ გგონიათ, რომ კახეთმა ვეღარაფრით უნდა გაგაოცოთ, დამიჯერეთ, აქაურობა სულ სხვა ს...
განაგრძე კითხვა
3535
ლამპრობა სვანეთში
მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენე...
განაგრძე კითხვა
24333