გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

5 წესი, თუ როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ

5 წესი, თუ როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ

14719

 

 

ზაფხული ზღვაზე დასვენების ან აუზზე გარუჯვის გარეშე ბევრს ვერც კი წარმოუდგენია. თუმცა, კურორტზე გამგზავრებისას არ უნდა დაგვავიწყდეს კანზე ზრუნვა, რადგან მზის აქტიური ზემოქმედების სეზონი რთული პერიოდია კანისთვის. გარუჯული სხეული ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ იმისათვის, რომ იდეალური ფერი მიიღოთ, გარკვეული წესების დაცვა მოგიწევთ.

გთავაზობთ გარუჯვის 5 წესს, რომელიც დაგეხმარებათ, მიიღოთ თანაბარი, ხანგრძლივი და რაც მთავარია, უსაფრთხო რუჯი.

წესი #1: მზეზე ყოფნის დრო

 

იდეალური რუჯის ოქროს წესი - ზომიერებაა. გარუჯვა უნდა დაიწყოთ 15 წუთიდან და თანდათან გაზარდოთ დრო. ამასთან, არ ღირს 2 საათზე მეტხანს წოლა მზეზე, მაშინაც კი, თუ უკვე გარუჯული ხართ.  დამცავი საშუალებების გარეშე მზეზე ყოფნის დრო 40 წუთამდე უნდა შეზღუდოთ.

პირველ გარუჯვამდე, ტანი სკრაბით უნდა დაიმუშავოთ, რომ მკვდარი უჯრედები მოიშოროთ. გარუჯული კანი სწრაფად შრება და იქერცლება, ამიტომ, აუცილებელია დამატენიანებელი საშუალებების აქტიურად გამოყენება. ცხელ სეზონზე, აჯობებს გამოიყენოთ Sensylia 24H Legere დამატენიანებელი კრემი გაძლიერებული ეფექტით. რუჯის მიღებამდე აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.  მაგალითად, ეისიემი / ACM-ის Medisun Cream SPF 50 + inv, ძალიან ეფექტურია პლაჟზე გამოსაყენებლად. რუჯის მიღების შემდეგ კი წაისვით ისის ფარმას დამცავი, დამამშვიდებელი კრემი.

 

 

დაიმახსოვრეთ: უსაფრთხო და ხანგრძლივი გარუჯვის საუკეთესო დროა დილის 8-დან 11 საათამდე და საღამოს 4 საათის შემდეგ.

 #!#

წესი #2: მზისგან დამცავი კრემის გამოყენების წესები

 

გახსოვდეთ, რომ მზე ყველაზე აქტიურია 12 საათიდან 16 საათამდე. ამ პერიოდში აჯობებს ჩრდილს შეეფაროთ, ან გრილ შენობაში გადახვიდეთ. წყლიდან ამოსვლის შემდეგ აუცილებლად გაიმშრალეთ ტანი პირსახოცით, რადგან კანზე დარჩენილმა წვეთებმა შესაძლოა ლინზის ეფექტი მოახდინოს და კანის დამწვრობის პროვოცირება გამოიწვიოს. მზისგან დამცავი საშუალება ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა წაისვათ, მაგრამ ბევრი არ ფიქრობს ნიუანსებზე. მაგალითად, თუ თქვენ მზის აქტიურობის პიკის დროს ირუჯებით, კრემის წასმის ინტერვალები უნდა შეამციროთ. იგივე წესი ვრცელდება ცურვის შემდგომ, როდესაც წყლიდან ამოხვალთ, დაუყოვნებლივ უნდა წაისვათ დამცავი კრემი.

 

 

წესი #3: SPF ფაქტორი

 

SPF ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია უსაფრთხო რუჯის მისაღებად. პლაჟზე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ისეთი დამცავი საშუალება, რომლის SPF 50 ერთეულზე ნაკლები არ იქნება. ხოლო თუ ზაფხულის სეზონს ურბანულ პირობებში ატარებთ და ხშირად სტუმრობთ ღია აუზს, მაშინ საკმარისი იქნება SPF 30 ერთეული, დამცავი კრემის ფორმულაში.

თუ აუზზე მთელი დღით აპირებთ გაჩერებას, შეარჩიეთ დახურული აუზი ვერანდით, ან ღია აუზი, სადაც შეძლებთ მზის აქტიური ფაზის პერიოდში გრილ შენობას შეაფაროთ თავი.

#!#

 წესი #4: თანაბრად გარუჯვის წესი

 

 

თანაბარი რუჯის მისაღებად, თავდაპირველად უნდა დაწვეთ სახით მზისკენ 5 წუთი, შემდეგ ზურგზე 5 წუთი, შემდეგ მარჯვენა  და მარცხენა გვერდზე 5-5 წუთი და დაასრულოთ ციკლი 5 წუთი ჩრდილში ყოფნით. ეს სქემა გაიმეორეთ ყოველ დღე და ნელ-ნელა გაზარდეთ წუთები. არ დაგავიწყდეთ თავზე მზის ქუდის დაფარება.

 

წესი #5: სწორი კვება

 

საინტერესო ფაქტი - ლამაზი რუჯის შესანარჩუნებლად, სწორად უნდა იკვებოთ. ღვიძლი, ფაფები, რძე და ნაღები, კვერცხი, პომიდორი, ასევე, ნუ დაივიწყებთ ისპანახს, მწვანე და ყვითელ ბოსტნეულს და ბავშვობიდან საძაგელ თევზის ცხიმს - ყველა ეს პროდუქტი А ვიტამინს შეიცავს, რომელიც ძალიან სჭირდება კანს. მიირთვით ხილი. განსაკუთრებით საზამთრო და არ დაგავიწყდეთ საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება. ეს ყველაფერი დაიცავს კანს გამოშრობისაგან.

ზღვაზე დასვენების საუკეთესო პერიოდი აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პირველი ნახევარია. გირჩევთ, პანდემიის პერიოდში მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და შედარებით უსაფრთხო ადგილი შეარჩიოთ. მაგალითად, გონიო ან კვარიათი. თუ ჯერ არ წასულხართ ზღვაზე, შეგიძლიათ ისარგებლოთ თანხის დაზოგვის პლატფორმით და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სასტუმრო, ან აპარტამენტები hotsale.ge-ზე, რომელიც დაგეხმარებათ დაზოგოთ თანხა პრომო კოდის შეძენის შემთხვევაში, ზღვისპირეთში დასასვენებლად.

#ჯერჰოთსეილზენახე

#!#