4 საუკეთესო სპორტული აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის

4 საუკეთესო სპორტული აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის

18559

რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი ? პასუხი ერთი შეხედვით მარტივია. რაც გულისხმობს ჯანსაღი საკვების მიღებას, ყოველდღიურ ვარჯიშს, სწორი ძილის რეჟიმს და ა.შ.

Hotsale.ge გთავაზობთ რამდენიმე სპორტულ აქტივობას, იმისთვის რომ ხელი შეუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას თქვენს ცხოვრებაში.

#!#

 

ცურვა

ცურვა საოცრად კარგი გზაა თქვენი სხეულისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ასამუშავებლად. ერთსაათიანი ცურვა იმდენივე კალორიას წვავს, რამდენსაც სირბილი, თანაც თქვენი ძვლები და სახსრები ბევრად უფრო ნაკლებ ზეწოლას განიცდის. მისი დაბალი ინტენსივობის დატვირთვა ტრავმირებულ ადამიანებსაც კი აძლევს საშუალებას, რომ სახსრების ზედმეტად დატვირთვის გარეშე განაგრძონ სპორტული ცხოვრება ან თუნდაც თერაპია.ცურვა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა კალორიების დასაწვავად, 1 საათი ცურვისას 500-მდე კალორია იწვება. ცურვა გაგიუმჯობესებთ სხეულის მოტორულ ფუნქციებსა და კოორდინაციას. ასევე დამტკიცებულია რომ ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. ცურვა ამცირებს სტრესსა და დაძაბულობას. ცურვამ შესაძლოა შეგიმსუბუქოთ დეპრესიულობა.

#!#

 

იოგა

იოგა, 5000 წლიანი დისციპლინაა, რომელიც მოიცავს გაჭიმვებსა და პოზებს, სუნთქვის ვარჯიშებს, რომლებიც აბალანსებს ადამიანის სხეულს, გონებასა და სულს. იოგა, დღეს უკვე საკმაოდ პოპულარული აქტივობაა, რომელსაც უამრავი ადამიანი მისდევს და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის არ მოითხოვს დამღლელ ვარჯიშებსა და გაუსაძლის ფიზიკურ დატვირთვას, პირიქით აქ მთავარი სიმშვიდე და ჰარმონიაა. არ აქვს მნიშვნელობა იოგას რომელ სტილს აირჩევთ, იქნება ეს ინტენსიური და ენერგიული სტილი, თუ რელაქსაციას და მედიტაციას ამჯობინებთ, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ სხეულის გაძლიერებას, გონებისა და სულის ჰარმონიაში მოქცევას. ზოგისთვის ეს ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსია, ზოგისთვის – აერობიკა. იოგა ერთნაირად ავითარებს და ტონუსში მოჰყავს სხეულის ყველა კუნთი, გვმატებს პლასტიკურობას, გვიქმნის ამაღლებულ განწყობას და სტრესისგანაც გვათავისუფლებს.

#!#

 

ფიტნესი

ფიტნესი საკმაოდ ფართო ცნებაა და სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ აქტივობას მოიცავს: სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში, ცურვა, სირბილი და ა.შ. სამედიცინო თვალსაზრისით ფიტნესი ეხმარება გულს, სისხლძარღვებს, ფილტვებს, კუნთებს მაქსიმალურად ეფექტურ მუშაობაში, ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ებრძვის ცელულიტს, აძლიერებს დიეტის ეფექტს. ფიტნესი ზრდის კუნთის ამტანობას და ძალას, მოქნილობას, არეგულირებს სხეულის შემადგენლობას – სწორ თანაფარდობას მასას (კუნთები, ძვლები, ნერვული ქსოვილები, შინაგანი ორგანოები) და ცხიმს შორის.

#!#

 

აკვა აერობიკა

აკვა აერობიკა პოზიტიურად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე ისევე სხეულის ვიზუალზეც. ცხოვრების ტემპი ყოველწლიურად პროგრესულ ზრდას განიცდის, შესაბამისად, რთული და ზოგჯერ შეუძლებელიცაა, ერთდროულად დაისვენო, იზრუნო სხეულზე, ებრძოლო ასაკს და ამასთან ერთად, აღიდგინო სხეულის კოორდინაცია. აკვა აერობიკა კი სწორედ ამ განსაკუთრებულ კომბინაციას გვთავაზობს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ წყალში ვარჯიშის დროს სახსრებზე მთელი სტრესი იხსნება. უფრო მეტიც, წყალში ვარჯიშმა შეიძლება გააძლიეროს ადამიანის სახსრები. ამიტომ წონის დაკლების მიზნით წყლის აერობიკას უფრო მეტი ეფექტი აქვს. აკვა აერობიკა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა წონის კორექციისათვის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ: გასახდომად და ცელულიტის შესამცირებლად.  ზოგადად წყალში ვარჯიში ძალიან კარგი სარებილიტაციო საშუალებაა. გარდა ამისა აკვა აერობიკა ხელს უწყობს მარილების დაშლას სახსრებში, წყლის საშუალებით ხდება ყველა შინაგანი ორგანოს ეფექტური მასაჟი. აკვა აერობიკა ძალიან კარგად მოქმედებს გულზეც: ამაგრებს გულის კუნთს, შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობა კიდევ უფრო უმჯობესდება.

#!#

 

იზრუნე შენი სხეულის სიჯანსაღეზე და #ჯერHotsale.geზენახე , რადგან #აქყველაზემეტსდაზოგავ , ამასთან ერთად #დაზოგვაჭკვიანურია.