კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ფასანაური
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ნატახტარი
-
Pasanauri
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ნატახტარი
9 აუცილებლად სანახავი ადგილი რაჭა-ლეჩხუმში
რაჭა-ლეჩხუმი ცნობილია ბუნების მრავალფეროვნებით, ალპური ტყეებით, ტბებით, კულტურული ძეგლებით, სიმწვანით და ისტორიული საინტერესო ადგილებით.
დღეს გაჩვენებთ 9 აუდილებლად სანახავ ადგილს რაჭაში
1. ხვამლის მთა
ხვამლის მთის ქედი შედგება კირქვისგან. ამის გამო, არსებობს უამრავი სხვადასხვა გამოქვაბულები მთის მასივში. ადამიანები უძველესი დროიდან იყენებდნენ მათ მტრებისგან თავშესაფარად. ხვამლის მთა ზღვის დონიდან 2002 მეტრზეა. ეს მთა იმერეთის თითქმის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს. როდესაც დგეხართ მთის წვერზე, თვალწინ გადაშლილია მთელი ქვეყანა. ძალიან განსაცვიფრებელი სანახაობაა. ასევე არის წმინდა გიორგის საფლავი ისტორიული ნამუშევრების მიხედვით “ქართლის ცხოვრება” და ვახუშტის ნამუშევრების აზრით, უძველეს ხანაში აქ სამეფო ხაზინა იყო დამალული.

2. ქულბაქის მწვანე ტბა
წლების წინათ მწვანე ტბის ადგილზე დაჭაობებული მიწა იყო. ადგილობრივ ფერმერ კახა გასვიანს ბუნებისა და თევზაობის სიყვარულმა ჰობის აგრობიზნესად გადაქცევა გადააწყვეტინა. მან დაჭაობებულ ადგილზე ტბა დააგუბა, საკალმახე მეურნეობა მოაწყო და სასტუმროები ააშენა. ამჟამად ქულბაქის მწვანე ტბა ტურისტების საყვარელი ადგილია. აქ მთაში ცხენით გაისეირნებ, ტბაზე კი - ნავებით. თუ თევზი გიყვართ, ადგილზე თევზაობას და უგემრიელესი კალმახის დაგემოვნებასაც შეძლებ.

3. ღები
სოფელ ღების დაარსებას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს ხალხური გადმოცემით ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვიღაც მღებავს, რომელსაც თურმე იქ კაცი შემოკვდომია მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქეთ ხელი მიუყვია თავისი ხელობა-მღებრობისათვის და ამ სოფელსაც ღები დარქმევია. შემდეგ ღები სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით მოშენებულა. აქ დაგხვდებათ ულამაზესი მწვანე ბუნება სადაც დასვენებას და განტვირთვას შეძლებთ.

4. საირმის სვეტები
როგორც ვთქვით ლეჩხუმის რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. მათ შორის ერთ-ერთი ბუნების ძეგლი არის კლდოვანი მასივი - საირმის სვეტები. ღამით, როდესაც ამ ადგილებში საგანგებოდ დამონტაჟებული განათება ირთვება, საირმის სვეტები ღრუბლებში მცურავ ჯადოსნურ კოშკებს ემსგავსება. ათასწლეულების განმავლობაში ბუნებრივი პროცესების შედეგად ჩამოყალიბებული ამ საოცრების დანახვა რაჭიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი მთავარი გზიდანაც შეიძლება.

5. უძირო ტბა
ტბასთან მისვლის შემდეგ თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ხედი რაჭის კავკასიონსა და მდინარე ჭანჭახის ხეობაზე, კარგ ამინდში კი სვანეთის მწვერვალების დანახვასაც შეძლებთ. კამკამა ტბის ზედაპირზე მწვერვალების მიმზიდველი სილუეტები აირეკლება, რაც მნახველს განსაკუთრებით ხიბლავს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. დაბანაკება შესაძლებელია ტბასთანაც. აუცილებლად ინახულეთ ტბის მარჯვენა მხარე ფერდობზე საიდანაც განსაკუთრებული სილამაზით იშლება როგორც საკუთრივ უძირო ტბის, ასევე კავკასიონის თვალშეუდგამი მწვერვალების ხედები.

6. შოვი
შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული. სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. ახასიათებს სამედიცინო ჩვენებები, შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, ტურბაზა და სხვა.

7. ნიკორწმინდის მონასტერი
ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

8. ლაილაში
სოფელი ლაილაში ლეჩხუმში მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 850 მეტრზე, სოფელი გამოირჩევა ბუნების სილამაზით და უამრავ ტურისტს იზიდავს. ლაილაში განსაკუთრებით ცნობილია მთის ფერდობზე მოწყობილი აუზით, საიდანაც მთებისა და ლაჯანურის წყალსაცავის შესანიშნავი ხედები იშლება. თავად ლაჯანურის წყალსაცავიც ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს, მწვანე მთებს შორის მოქცეული მოლივლივე მომწვანო-მოლურჯო წყალი საოცარ გარემოს ქმნის. ცნობილია X საუკუნის ლაილაშის ბიბლია, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

9. შაორის ტბა
შაორის წყალსაცავი/შაორის ტბა უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის. თუ გიყვართ ბუნება სიმწვანე და განტვირთვა ეს ადგილი თქვენთვისაა.

სხვა სტატიები
Hotsale.ge-სა და "არია რესორტ&სპა • ARIA RESORT&SPA"-ის მეგობრობა
Hotsale.ge და პრემიუმ კლასის სასტუმრო არია რესორტ&სპა • ARIA RESORT&SPA წელებია აქტიურად თანამშრომლობენ და მომხმარებელს საშუალებას აძლევენ დაისვენონ წყალტუბოში, კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასტუმროში, რაც მთავარია ყველ...
განაგრძე კითხვა
24455
კასს დაიმონდ რეზორტი • KASS DIAMOND RESORT hotsale.ge-ზე
აღმოაჩინე საქართველოს უნიკალური ბუნება, შენთან ახლოს ისე, როგორც არასდროს! თუ თავად არ განიცადე, რთულია წარმოიდგინო ბუნების ხელუხლებელ ქმნილებაზე, კანიონზე გადაჭიმული შუშის ხიდი, რომელიც გგონია ფეხქვეშ გამოგეცლება, მაგრამ ზუსტად ამ დროს, გრძნობ რომ ...
განაგრძე კითხვა
23808
რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ვალენტინობას
დედამიწას სიყვარული ატრიალებსო და სიყვარულს კონკრეტული დღე არ ჭირდებაო, თუმცა 14 თებერვალი მთელს მსოფლიოში სიყვარულის დღედ აღირეს და ყველა შეყვარებული ადამიანი ცდილობს განსაკუთრებულად აღნიშნოს ეს დღე. მეორე ნახევარს კი დასამახსოვრებელი საჩუქარი ...
განაგრძე კითხვა
19670
ადგილი, სადაც დრო ჩერდება
ხანდახან ყველას გვჭირდება სივრცე, სადაც ტელეფონს გვერდზე გადავდებთ და უბრალოდ ღრმად ვისუნთქებთ. სწორედ ასეთ აღმოჩენად იქცა თელავის რაიონის, სოფელ ართანაში ჩაკარგული Chateau Artwine. თუ ფიქრობთ, რომ კახეთი ვეღარაფრით გაგაოცებთ, მერწმუნეთ, აქ...
განაგრძე კითხვა
2020
Hotsale.ge-სა და კობეს მარანი • HOTEL KOBES MARANI-ის მეგობრობა
Hotsale.ge და პრემიუმ კლასის სასტუმრო "კობეს მარანი • HOTEL KOBES MARANI “ წელებია აქტიურად თანამშრომლობენ და მომხმარებელს საშუალებას აძლევენ დაისვენონ კახეთში კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასტუმროში, რაც მთავარია ყველაზე...
განაგრძე კითხვა
18983