-
Grigoleti
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Grigoleti
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
ღვინო და კერძები: როგორ შევუხამოთ ისინი ერთმანეთს?
ღვინის და საკვების ერთმანეთთან სწორად შეხამება თანამედროვე პერიოდის მსოფლიო ტრენდია. სწორედ ამიტომ გვსურს რამოდენიმე სასარგებლო რჩევა გაგიზიაროთ.
ღვინის და საკვების ერთმანეთთან სწორად შეხამება თანამედროვე პერიოდის მსოფლიო ტრენდია. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ვერკვეოდეთ მის ნიუანსებში, თუმცა, სამწუხაროდ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება ისე საუკეთესოდ, როგორც ეს ჩვენ გვსურს.
კარგად შერჩეული ღვინო კერძს სრულიად განსაკუთრებულ გემოს სძენს. სამაგიეროდ, ცუდად შერჩეულმა კერძმა საუკეთესო ღვინოსაც კი შეიძლება წაართვას გემო.
მაგრამ მაინც რა უნდა ვიცოდეთ საიმისოდ, რათა კერძები და ღვინო ერთმანეთს სწორად შევუხამოთ?
დავიწყოთ იმით, რომ კერძების ღვინოსთან შეხამებაც ისევე ემყარება რამდენიმე ზოგად და ძირითად წესს, როგორც ეს ხდება ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. ასეთ წესთაგან ერთ-ერთია მაგალითად მსგავსის მსგავსთან შეხამების წესი. რას ნიშნავს ეს?
თუ მაგალითად, კერძი ქართულია, უმჯობესი იქნება, მას ქართული ღვინო დავაყოლოთ. სასურველია, კერძი იმავე ადგილიდან იყოს წარმოშობილი, სადაც ღვინისთვის საჭირო ყურძენი დაკრიფეს და ღვინო დააყენეს. ასეთ შემთხვევაში ღვინის და კერძის ჰარმონიზების შანსები გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სხვადასხვა ადგილას წარმოშობილი კერძების და ღვინის.
ხასიათების ურთიერთშეთავსებაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ასე თუ მაგალითად, ღვინო მსუბუქი დასალევია, ის შეერწყმება უფრო უკეთ მსუბუქ კერძებს. ხოლო ისეთ კერძებს, როგორიცაა მაგ. წითელი ხორცისგან დამზადებული კერძები, ძირითადად წითელი ფერის, მძიმე და ალკოჰოლით მდიდარი ღვინოები ეხამება ყველაზე ოპტიმალურად.
დესერტთან ისეთი ღვინოები მიდის კარგად, რომელთა სიტკბო საკუთრივ დესერტის სიტკბოს დიდად არ ჩამოუვარდება.
გაითვალისწინეთ, რომ სანელებლებს ასევე დიდი გავლენა აქვს ღვინის დაგემოვნების პროცესზე.
მარილი ღვინის სიმჟავეს ახშობს. ამიტომ მარილიან კერძებთან უმჯობესია, მშრალი ღვინოები გამოიყენოთ.
სამაგიეროდ შაქარს შეუძლია, ღვინო იმაზე მჟავედ წარმოაჩინოს, ვიდრე ის სინამდვილეშია. ამიტომ ტკბილ კერძებთან მშრალი ღვინო არ სჯობს. ტკბილ კერძებთან ტკბილი ღვინოები გამოიყენეთ.
გახსოვდეთ, რომ სჯობს, ძმრიან კერძებთან ღვინო საერთოდ არ მიირთვათ.
წესები ყველგან არსებობს, ისევე, როგორც გამონაკლისები ამ წესებიდან, თუმცა ერთი რამ ცხადია: მსოფლიოში არ არსებობს ღვინო, რომელიც ყველა კერძს თანაბრად მიესადაგება.
დავით ჩუთლაშვილი (allwine)
სხვა სტატიები
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
17 აპრილს, სასტუმრო „ჯინჯერში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პრო ბონო ქსელისა“ და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე “პრო ბონო მარათონი” გაიმართა. &...
განაგრძე კითხვა
16679
Hotsale.ge აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას - პლატფორმა საერთაშორისო პროექტ Lingostar-ის პარტნიორი გახდა
Hotsale.ge საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტ Lingostar-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში Hotsale-მა Lingostar-ის მიერ ორგანი&sh...
განაგრძე კითხვა
9844
როგორ გავართოთ ბავშვი უქმეებზე
გრძელი და დამღლელი კვირის შემდეგ შაბათ-კვირა საუკეთესო პერიოდია შვილებთან ერთად დროის გასატარებლად და დასაახლოებლად, მთავარია აქტივობები იყოს ბავშვისთვის სახალისო და საინტერესო. Hotsale.ge გთავაზობთ 5 აქტივობას უქმეების მხიარულად და ბიუჯეტურად ...
განაგრძე კითხვა
15990
არომატული ბურგერი თუ უგემრიელესი სუში - საკვები, რომელიც მეგობრებთან შეხვედრას უფრო სასიამოვნოს ხდის
ზაფხული, დასვენება, ბევრი პოზიტიური ემოცია და მონატრებული მეგობრები - სწორედ ასეთია თინეიჯერების საზაფხულო არდადეგები, რომლებიც გარკვეული პერიოდით წყდებიან ყოველდღიურ რეალობას და სულ სხვაგვარი, უფრო თავისუფალი ცხოვრების სტილით ცხოვრობენ. მაღალი კლასი...
განაგრძე კითხვა
17783