-
Gori
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Gori
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
ღვინო და კერძები: როგორ შევუხამოთ ისინი ერთმანეთს?
ღვინის და საკვების ერთმანეთთან სწორად შეხამება თანამედროვე პერიოდის მსოფლიო ტრენდია. სწორედ ამიტომ გვსურს რამოდენიმე სასარგებლო რჩევა გაგიზიაროთ.
ღვინის და საკვების ერთმანეთთან სწორად შეხამება თანამედროვე პერიოდის მსოფლიო ტრენდია. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ვერკვეოდეთ მის ნიუანსებში, თუმცა, სამწუხაროდ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება ისე საუკეთესოდ, როგორც ეს ჩვენ გვსურს.
კარგად შერჩეული ღვინო კერძს სრულიად განსაკუთრებულ გემოს სძენს. სამაგიეროდ, ცუდად შერჩეულმა კერძმა საუკეთესო ღვინოსაც კი შეიძლება წაართვას გემო.
მაგრამ მაინც რა უნდა ვიცოდეთ საიმისოდ, რათა კერძები და ღვინო ერთმანეთს სწორად შევუხამოთ?
დავიწყოთ იმით, რომ კერძების ღვინოსთან შეხამებაც ისევე ემყარება რამდენიმე ზოგად და ძირითად წესს, როგორც ეს ხდება ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. ასეთ წესთაგან ერთ-ერთია მაგალითად მსგავსის მსგავსთან შეხამების წესი. რას ნიშნავს ეს?
თუ მაგალითად, კერძი ქართულია, უმჯობესი იქნება, მას ქართული ღვინო დავაყოლოთ. სასურველია, კერძი იმავე ადგილიდან იყოს წარმოშობილი, სადაც ღვინისთვის საჭირო ყურძენი დაკრიფეს და ღვინო დააყენეს. ასეთ შემთხვევაში ღვინის და კერძის ჰარმონიზების შანსები გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სხვადასხვა ადგილას წარმოშობილი კერძების და ღვინის.
ხასიათების ურთიერთშეთავსებაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ასე თუ მაგალითად, ღვინო მსუბუქი დასალევია, ის შეერწყმება უფრო უკეთ მსუბუქ კერძებს. ხოლო ისეთ კერძებს, როგორიცაა მაგ. წითელი ხორცისგან დამზადებული კერძები, ძირითადად წითელი ფერის, მძიმე და ალკოჰოლით მდიდარი ღვინოები ეხამება ყველაზე ოპტიმალურად.
დესერტთან ისეთი ღვინოები მიდის კარგად, რომელთა სიტკბო საკუთრივ დესერტის სიტკბოს დიდად არ ჩამოუვარდება.
გაითვალისწინეთ, რომ სანელებლებს ასევე დიდი გავლენა აქვს ღვინის დაგემოვნების პროცესზე.
მარილი ღვინის სიმჟავეს ახშობს. ამიტომ მარილიან კერძებთან უმჯობესია, მშრალი ღვინოები გამოიყენოთ.
სამაგიეროდ შაქარს შეუძლია, ღვინო იმაზე მჟავედ წარმოაჩინოს, ვიდრე ის სინამდვილეშია. ამიტომ ტკბილ კერძებთან მშრალი ღვინო არ სჯობს. ტკბილ კერძებთან ტკბილი ღვინოები გამოიყენეთ.
გახსოვდეთ, რომ სჯობს, ძმრიან კერძებთან ღვინო საერთოდ არ მიირთვათ.
წესები ყველგან არსებობს, ისევე, როგორც გამონაკლისები ამ წესებიდან, თუმცა ერთი რამ ცხადია: მსოფლიოში არ არსებობს ღვინო, რომელიც ყველა კერძს თანაბრად მიესადაგება.
დავით ჩუთლაშვილი (allwine)
სხვა სტატიები
გასართობი ცენტრები თბილისში დაუვიწყარი დაბადების დღის გადასახდელად
ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღესასწაულად...
განაგრძე კითხვა
16032
3 რჩევა თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე
გაზაფხულდა, ბუნებსათან ერთად ჩვენი სხეულიც იღვიძებს და ჩვენგან განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ყველაზე მნიშვნელოვანია გამოზამთრებული სახის კანისს გაჯანსაღება და ზაფხულისათვის მომზადება. სწორედ ამიტომ გვსურს გაგიზიაროთ 3 რჩევა კოსმეტოლოგებისაგან რომელ...
განაგრძე კითხვა
14865
როგორ მოვუწყოთ ბავშვს ჯადოსნური დაბადების დღე მაღალი დანაზოგით
ყველა ბავშვებისთვის დაბადების დღე ის დღესასწაულია, რომელსაც თითქმის მთელი წელი ელოდებიან და ყველაზე ბედნიერად გრძნობენ თავს. ვინაიდან ასოცირდება ზღაპრულ, დაუვიწყარ ემოციებთან, გართობასთან და უამრავ საჩუქართან. ეს დღე არანაკლებ ემოციური და მნიშვნელოვა...
განაგრძე კითხვა
34570
"ბიბლუსი • BIBLUSI"-ის ახალ საახალწლო კოლექციაზე 35%-იან დანაზოგი
ნაძვის ხე საქართველოში დიდი სიყვარულით იქნა მიღებული, რაც წლების განმავლობაში გადაიქცა ღრმა საოჯახო ტრადიციად. ეს ტრადიცია საქართველოში თანდათანობით დამკვიდრდა და დღეს უკვე წარმოუდგენელია ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე....
განაგრძე კითხვა
10499
"ორდინარი • THE ORDINARY" უკვე Hotsale.ge-ზე
The Ordinary - ეს არის კანადური ბრენდი, რომელიც 2016 წელს DECIEM-ის ქოლგის ქვეშ დაარსდა და სწრაფად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება თავისი ინოვაციური მიდგომით კანის მოვლის ინდუსტრიაში. ბრენდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის გვთავაზობს მაღალი ხარი...
განაგრძე კითხვა
7589