გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

საუკეთესო ადგილები კახეთში, დაუვიწყარი დასვენების დღეების გასატარებლად

საუკეთესო ადგილები კახეთში, დაუვიწყარი დასვენების დღეების გასატარებლად

21552

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ულამაზესი რეგიონია და შესანიშნავი ადგილი ღვინის მოყვარულთათვის. თუმცა ღვინო ერთადერთი არაა, რაც კახეთს შეუძლია შემოგთავაზოთ.

 

სტუმრებისთვის ყველაზე კარგ ფონს თავად კახელები ქმნიან. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები, რომლებიც ყველაზე გემრიელად სწორედ კახეთში მზადდება. ასევე, ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილებია, სადაც შაბათ-კვირის ან მთელი კვირის გატარებას შეძლებთ და დაივიწყებთ რუტინულ ცხოვრებას. ამ ყველაფერთან, თავისთავად, ძალიან ბევრი კულტურული და ისტორიული ადგილის მონახულებაც აუცილებელია.

თუ გინდათ, ცოტახნით მოწყდეთ რეალობას და დაუვიწყარი დასვენების დღეები გაატაროთ კახეთში, მაშინ #ჯერHotsale.geზე ნახე, რადგან ჩვენთან დაგხვდებათ კახეთის პრემიუმ კლასის სასტუმროების ფართო არჩევანი, რომელიც ყველა გემოვნების და ხასიათის მომხმარებლისთვის არის გათვლილი. თან #აქყველაზემეტსდაზოგავ.

მტევინო / MTEVINO

მეღვინეობა მტევინო მდებარეობს თბილისთან ახლოს, საგარეჯოს რაიონ, სოფელ ხაშმში, (აეროპორტიდან 20 წუთის სავალ გზაზე), თბილისიდან 40 კმ-ში.სასტუმროში არის მშვიდი, კომფორტული და თბილი გარემო. სტუმართმოყვარე და ყურადღებიანი მასპინძლებით.მტევინო გთავაზობთ: ღვინის მარნის ტურს, კულინარიულ მასტერკლასებს. სასტუმროს ნომრებიდან იშლება საოცარი ხედები ვენახებსა და მთებზე. სასიამოვნოდ შეგიძლია საღამო გაატარო სასტუმროში არსებულ ღვინის ვერანდასა და ღია კაფეში. შესანიშნავი მომსახურება, საუკეთესო ღვინო და გემრიელი კერძები, უკმაყოფილოს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

#!#

შატო მერე / CHATEAU MERE

სასტუმრო შატო მერე მდებარეობს კახეთის შუაგულში, თელავში. შატო ქვისგან ნაგები სამსართულიანი სასახლეა, დიდი ქვის გალავნით, ხის აივნებითა და ოთხი კოშკით. სასტუმროს კომპლექსში შედის 15 სასტუმრო ოთახი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღია აუზი და ჯაკუზი, კომპანია „ვინივერიას“ ღვინის საწარმო და ქვევრების მარანი, აგრეთვე საჩუქრების მაღაზია და საჯინიბო. „შატო მერეს“ სავიზიტო ბარათი მისი უნიკალური ხედია კავკასიონის მთებსა და ალაზნის ველზე, მყუდრო ოჯახური გარემო, რითაც სტუმრები „შატო მერეს“ სხვა სასტუმროებისაგან გამოარჩევენ, უგემრიელესი სამზარეულო და პროფესიონალების მომსახურებაა.

#!#

შატო ხაშმი /CHATEAU KHASHMI

სასტუმრო და ღვინის მარანი "შატო ხაშმი" მდებარეობს თბილისთან ახლოს (აეროპორტიდან 20 წუთის სავალ მანძილზე), კერძოდ საგარეჯოს რაიონ, სოფელ ხაშმში, რომელიც ითვლება ღვინის გზის კარიბჭედ. სასტუმროს სახელწოდება მომდინარეობს ქართული გამორჩეული ყურძნის ჯიშს სახელწოდებიდან - "ხაშმის საფერავი“, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ რეგიონის სავიზიტო ბარათს და მთლიანად საქართველოს მეღვინეობის შავ მარგალიტს. სასტუმრო "შატო ხაშმში“ თქვენ დაგხვდებათ მყუდრო და სასიამოვნო გარემო კომფორტული დასვენებისთვის. "შატო ხაშმის" რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული და ევროპული კერძები. „შატო ხაშმი“ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებს: კულინარიული მასტერკლასებს, ღვინის დეგუსტაცას და  ტურებს კახეთში. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, დახვეწილი ინტერიერი, გემრიელი კერძები, უნიკალური ყურძნის ჯიშის ღვინოები, სიმყუდროვე და სიმშვიდე, მაშინ შატო ხაშმი ზუსტად ის ადგილია, სადაც ყველაფერია თქვენი კომფორტისათვის.

#!#

შატო იყალთო / CHATEAU IKALTO

პრემიუმ კლასის სასტუმრო „შატო იყალთო / Chateau ikalto“ მდებარეობს კახეთში, ულამაზეს სოფელ იყალთოში. სასტუმრო კომპლექსი აქტიურად მასპინძლობს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ დამსვენებლებს.სასიამოვნო გარემო, მყუდრო ეზო, რესტორანი უგემრიელესი კახური, ტრადიციული სამზარეულოთი .ღვინის მარანი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ადგილზე წარმოებული კახური ღვინო და ჭაჭა. ამ ყველაფრის კომბინაცია, ქმნის იდეალურ გარემოს, შენი დაუვიწყარი დასვენებისთვის.

#!#

სასტუმრო `სავანეთი` / SAVANETI

სავანეთი მდებარეობს თელავთან ახლოს, ისტორიულ სოფელ იყალთოში, თბილისიდან 97 კმ მოშორებით. სასტუმრო „სავანეთი" აკმაყოფილებს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს სტუმრის მაქსიმალურ კომფორტს. სასტუმროს ნომრებიდან იშლება ულამაზესი და მომხიბლველი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთავარ ქედზე. სასტუმროში განთავსებულია გარე აუზი, საუნა, რესტორანი, ლაუნჯი, 5 სრულად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, საბილიარდო, მარანი და ენოთეკა; სავანეთის რესტორანი სტუმრებს ნატურალური, ადგილობრივი წარმოების, სეზონური პროდუქტებით დამზადებულ კახურ ტრადიციულ და ევროპულ კერძებს სთავაზობს.

#!#

ამ და სხვა მრავალი შემოთავაზების სანახავად, ეწვიე Hotsale.ge-ის ონლაინ სივრცეს. ტურიზმის კატეგორიაში, კახეთის სასტუმროების მრავალი სხვა არჩევანი დაგხვდებათ.