Category
Category
Category
Category
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
რა როლი აქვს ფაზლს ბავშვის განვითარების პროცესში?
მშობლების უმეტესობამ იცის, რომ ბავშვის სათამაშოებისა და გასართობი საშუალებების მრავალფეროვან „რეპერტუარში“ ფაზლის ჩართვა მათი განვითარების პროცესზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა ბევრმა არ იცის, კონკრეტულად რა პროცესებზეა საუბარი- დიახ, ფაზლის აწყობის სახალისო პროცესი ბავშვებში ერთდროულად რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევის განვითარების სტიმულირებას ახდენს! ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავსატეხის სირთულე ბავშვის ასაკის გათვალისწინებით იყოს შერჩეული, რათა არც ზედმეტად მარტივი და მოსაწყენი იყოს ბავშვისთვის და არც ზედმეტად რთული.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ფაზლის აწყობის პროცესში, კუნთების შეთანხმებულად მოძრაობის უნარის-კოორდინაციის განვითარების გზით ყალიბდება მნიშვნელოვანი სენსორულ- მოტორული უნარები, მათ შორის თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარი და რასაკვირველია ვითარდება ბავშვის შემეცნებითი უნარები- მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; თავსატეხის წარმატებით ამოხსნის შემდეგ მაღლდება ბავშვის თვითშეფასება, ის ხდება უფრო მეტად თავდაჯერებული- სწავლობს ნდობას საკუთარი თავისადმი.
რაც შეეხება შემეცნებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებას, ფაზლის აწყობისას ბავშვი ეჩვევა საკუთარი ადგილის სივრცეში აღქმას, ასევე აგროვებს დაკვირვებებს ცალკეული ობიექტების ურთიერთკავშირის შესახებ, სწავლობს ცალკეული ნაწილების ფერისა და ფორმის მიხედვით გაანალიზებას და მათი ერთმანეთთან დაკავშირების სტრატეგიებს; საინტერესოა, რომ მონტესორის სწავლებაზე დაფუძნებული პროგრამები ფართოდ იყენებენ ბიოლოგიის და ზოოლოგიის თემატიკაზე შექმნილ ხის ფაზლებს, რითაც ბავშვებს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნების შეცნობის გზაზე შეუცვლელ დახმარებას უწევენ.
კარგი იქნება, თუკი ფაზლის აწყობას თქვენს პატარასთან ერთად ცდით და წინასწარ ამოარჩევთ ცარიელ ადგილებს, რომელშიც შესაბამისი ნაწილი უნდა ჩაჯდეს, შემდეგ კი ბავშვს შესთავაზებთ ორ შესაძლო ვარიანტს, საიდანაც ის თავის არჩევანს გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ფაზლებს აქვთ არაპირდაპირი, თუმცა მნიშვნელოვანი როლი თქვენი პატარას მეტყველების განვითარებასა და ლექსიკის გამდიდრებაში, რადგანაც თავსატეხის ამოხსნის შემდეგ მათ უჩნდებათ სურვილი დასვან კითხვები და უფროსებისგან მიიღონ პასუხები იმ ობიექტების შესახებ, რომელსაც ისინი ხედავენ მათივე ხელით აწყობილ სურათებში, რაც მათ საბოლოო ჯამში, მეტყველების განვითარებასა და ახალი სიტყვების შესწავლაში ეხმარება. ასევე კარგი იქნება, თუ ფაზლის სურათის აწყობის შემდეგ ბავშვს სთხოვთ ცოტა ხნით შეტრიალდეს და გვიპასუხოს იმ კითხვებზე, რომლებსაც ფაზლის სურათზე მოცემული ობიექტების შესახებ დავუსვამთ, მაგალითად: რა ფერია დინოზავრი? ან რამდენი კნუტია სურათზე? ასეთი კითხვების მეშვეობით ბავშვის მახსოვრობას გაავარჯიშებთ.
სხვა სტატიები
4 მოთხოვნადი ბარი თბილისში საინტერესო საღამოს გასატარებლად
მონოტონური და დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ გადაიწვი? დაგეგმე ამ შაბათ-კვირას ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად აქტივობა, რომელიც კომფორტის ზონიდან გამოგიყვანს. გიზიარებთ 4 კარაოკე-ლაუნჯ ბარს თბილისში, სადაც სასიამოვნო გარემოსთან ერთად დიდი დ...
განაგრძე კითხვა
49745
სასტუმროები გუდაურში დიდი დანაზოგით
გუდაური - საქართველოს პრემიუმ სათხილამურო კურორტი, თბილისიდან მხოლოდ 2 საათის სავალზე, გთავაზობთ 70 კილომეტრზე მეტ სათხილამურო ტრასას და შთამბეჭდავ კავკასიონის ხედებს. ზღვის დონიდან 2196 მეტრზე მდებარე კურორტი იდეალურია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი...
განაგრძე კითხვა
19971
მიდეას საყოფაცხოვრებო ტექნიკა Hotsale.ge-ზე უკონკურენტო ფასად
სიახლე Hotsale.ge-ზე! საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია „მიდეა/MIDEA“-ს განსაკუთრებული შეთავაზებები, საუკეთესო ფასად. შეიძინე „მიდეა/MIDEA“-ს ტექნიკა Hotsale.ge-ზე და დაზოგე დამატებით 100, 150 ან 200 ლარი....
განაგრძე კითხვა
35463
,,ერთი საღამო, კარგი იდეა: სად გავერთოთ მეგობრებთან ერთად?''
მეგობრებთან ერთად გატარებულ კარგ საღამოს განსაკუთრებული მიზეზი ყოველთვის არ სჭირდება. ზოგჯერ საკმარისია სურვილი, რომ ყოველდღიურ რუტინას ცოტა ხნით მოწყდე, საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო გაატარო და ნაცნობ გარემოს ახალი ემოციები შემატო. თუმცა ერთი მნი...
განაგრძე კითხვა
4014
საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც სახლის საქმეს გაგიიოლებთ
ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ დიასახლისობა მარტივი საქმეა, უმეტესიც, ზოგი თვლის, რომ ეს პროფესიადაც არ განიხილება. სინამდვილეში, მათ ვინც ამ საქმიანობაში სრული პასუხისმგებლობით არასდროს ჩართულან, გვინდა გითხრათ, რომ სახლის მართვა უამრავი უნარის ქონა...
განაგრძე კითხვა
30825