Category
Category
Category
Category
Category
-
სგურამო
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
სგურამო
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
Hotsale ტურიზმის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მე-7 ცერემონია წარმატებით დასრულდა. წელს გამარჯვებული 19 ნომინაციაში გამოვლინდა. ნომინაციები ისეა შედგენილი, რომ სტუმარმასპინძლობის სფერო სრულად მოიცვას და, საბოლოოდ, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი. გამარჯვებულებს 16-კაციანი დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. ტურიზმის ეროვნულ ჯილდოს თავისი სექტორის „ოსკარადაც“ მოიხსენიებენ.
დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია Hotsale-ია, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მომწოდებელი კომპანიაა. კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო პიარ კამპანია ან ბლოგერი ქვეყნის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად“. ნომინაციამ შეაფასა პიარ კამპანია, მის ორგანიზატორები და ბლოგები, რომელმაც პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინა დამსვენებელზე, უბიძგა მათ დანიშნულების ადგილის მონახულებისკენ და ქვეყნის შიდა ტურიზმის ამუშავებას შეუწყო ხელი.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ჯილდოს მიღება. წლებია, ენერგიასა და მონდომებას არ ვიშურებთ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ეს ჯილდო კი გახდება უდიდესი მოტივატორი, რომ ჩვენი საქმე სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი წარმატებით ვაკეთოთ. შიდა ტურიზმი არის მიმართულება, რომელსაც სტუმარმასპინძლობის განვითარებასა და საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. განახლებული ძალებითა და ენერგიით გავაგრძელებთ მუშაობას,“ - განაცხადა Hotsale-ს დირექტორმა თათული ზაკალაშვილმა.

როგორც პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მიზანია, წაახალისონ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ტურიზმის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელი მარინა ჩაიკა აღნიშნავს, რომ ბაზრის ყოველწლიური ანალიზის შედეგად ხდება ნომინაციების შექმნა და მონაწილეების გამოვლენა.
„საქართველოში პირველად 2011 წელს ჩამოვედი ტურისტული ვიზიტით. მას შემდეგ საქართველო მუდმივად ჩემს გონებაში იყო. ვხედავდი, რომ ტურიზმი ქვეყანაში ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და ბაზრის აქტორებისთვის დამატებითი მოტივაციის მიცემა იყო საჭირო. ამ მოტივაციას კი მათ ჯილდო, გაწეული შრომის დაფასება აძლევს. სამომავლოდ, პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ყოველწლიურად ბაზრის ანალიზის შედეგად ვიკვლევთ, სად არის კონკურენცია და შესაბამისად, ვადგენთ ნომინაციებსაც. აღნიშნულით კონკურენციის ზრდასაც ვუწყობთ ხელს. კონკურენცია კი საბოლოოდ ხარისხს ზრდის. მომავალი წლისთვის სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ვაპირებთ ნომინაციის დამატებას,“ - განაცხადა მარინა ჩაიკამ.
პროექტს დიდი მხარდაჭერა აქვს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სხვა სტატიები
დანაზოგების ყველაზე მსხვილ პლატფორმას საქართველოში Hotsale.ge-ს ნახევარმილიონიანი აუდიტორია ჰყავს
ბაზარზე 13-წლიანი ოპერირების განმავლობაში Hotsale.ge სტაბილურად მზარდ ელექტრონული კომერციის პლატფორმად ჩამოყალიბდა. ვებგვერდს საშუალოდ ნახევარმილიონიანი აუდიტორია ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სერვისის მიმართ მოთხოვნა მაღალია. &nb...
განაგრძე კითხვა
33814
Villaggio Mirzaani Resort : შენი ახალი საყვარელი ადგილი კახეთში
ხანდახან ყველაფერს ერთი მიზნით ვტოვებთ - რომ ვიპოვოთ სიჩუმე, დავტკბეთ ბუნებით და უბრალოდ ვისუნთქოთ. თუ თქვენც ეძებთ ადგილს, რომელიც შორს არის ქალაქის ქაოსისგან, მაგრამ ახლოსაა ქართულ ტრადიციებთან, Villaggio Mirzaani Resort ზუსტად ის წერტილია რუკ...
განაგრძე კითხვა
5846
დაისვენე ბათუმის პრემიუმ კლასის სასტუმროში მაღალი დანაზოგით - Hotsale.ge-ისა და სასტუმრო "კაპო ვერდეს" ერთობლივი შეთავაზება
Hotsale.ge აგრძელებს თქვენს საუკეთესო საზაფხულო თავგადასავლებზე ზრუნვას და „კაპო ვერდესთან“ ერთად განსაკუთრებულ პირობე...
განაგრძე კითხვა
40070
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის ახალი სეზონის მესამე თამაშის გამარჯვებულ გუნდს საჩუქრები გადასცა
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნესლიგის ახალი სეზონის გახსნითი თამაშის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. სეზონის გახსნითი თამაში პარასკევს, 14 ნოემბეტს 19:30-ზე Courtyard by Marriott Tbilisi-ს ბოლრუმში გაიმართა....
განაგრძე კითხვა
4171
Discover the Charm of Kakheti: Georgia’s Wine Paradise
Nestled in the picturesque eastern region of Georgia, Kakheti is a land where history, culture, and nature blend seamlessly to create an unforgettable experience. Known as the cradle of Georgian wine, Kakheti boasts a wine-making tradition that stret...
განაგრძე კითხვა
16184