Category
Category
Category
Category
Category
-
Akhaltsikhe
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Akhaltsikhe
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
Hotsale ტურიზმის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მე-7 ცერემონია წარმატებით დასრულდა. წელს გამარჯვებული 19 ნომინაციაში გამოვლინდა. ნომინაციები ისეა შედგენილი, რომ სტუმარმასპინძლობის სფერო სრულად მოიცვას და, საბოლოოდ, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი. გამარჯვებულებს 16-კაციანი დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. ტურიზმის ეროვნულ ჯილდოს თავისი სექტორის „ოსკარადაც“ მოიხსენიებენ.
დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია Hotsale-ია, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მომწოდებელი კომპანიაა. კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო პიარ კამპანია ან ბლოგერი ქვეყნის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად“. ნომინაციამ შეაფასა პიარ კამპანია, მის ორგანიზატორები და ბლოგები, რომელმაც პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინა დამსვენებელზე, უბიძგა მათ დანიშნულების ადგილის მონახულებისკენ და ქვეყნის შიდა ტურიზმის ამუშავებას შეუწყო ხელი.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ჯილდოს მიღება. წლებია, ენერგიასა და მონდომებას არ ვიშურებთ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ეს ჯილდო კი გახდება უდიდესი მოტივატორი, რომ ჩვენი საქმე სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი წარმატებით ვაკეთოთ. შიდა ტურიზმი არის მიმართულება, რომელსაც სტუმარმასპინძლობის განვითარებასა და საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. განახლებული ძალებითა და ენერგიით გავაგრძელებთ მუშაობას,“ - განაცხადა Hotsale-ს დირექტორმა თათული ზაკალაშვილმა.

როგორც პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მიზანია, წაახალისონ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ტურიზმის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელი მარინა ჩაიკა აღნიშნავს, რომ ბაზრის ყოველწლიური ანალიზის შედეგად ხდება ნომინაციების შექმნა და მონაწილეების გამოვლენა.
„საქართველოში პირველად 2011 წელს ჩამოვედი ტურისტული ვიზიტით. მას შემდეგ საქართველო მუდმივად ჩემს გონებაში იყო. ვხედავდი, რომ ტურიზმი ქვეყანაში ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და ბაზრის აქტორებისთვის დამატებითი მოტივაციის მიცემა იყო საჭირო. ამ მოტივაციას კი მათ ჯილდო, გაწეული შრომის დაფასება აძლევს. სამომავლოდ, პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ყოველწლიურად ბაზრის ანალიზის შედეგად ვიკვლევთ, სად არის კონკურენცია და შესაბამისად, ვადგენთ ნომინაციებსაც. აღნიშნულით კონკურენციის ზრდასაც ვუწყობთ ხელს. კონკურენცია კი საბოლოოდ ხარისხს ზრდის. მომავალი წლისთვის სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ვაპირებთ ნომინაციის დამატებას,“ - განაცხადა მარინა ჩაიკამ.
პროექტს დიდი მხარდაჭერა აქვს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სხვა სტატიები
სმარტფონის დეზინფექცია Covid-19ის პანდემიის პირობებში
Covid-19 პანდემიის პერიოდში ჩვენ, როგორც არასდროს, მაქსიმალურად ვცდილობთ გავხადოთ ჩვენი გარემო უსაფრთხო. ცნობილია, რომ ერთერთი მთავარი ბაქტერიების გავრცელების წყარო გახლავთ ტელეფონი (Hotsale.ge გთავაზობთ სმარტფონების ფართო არჩევანს სპეციალურ ფასად). ...
განაგრძე კითხვა
24698
5 სასტუმრო ყაზბეგში, დაუვიწყარი დასვენების დღეების გასატარებლად
ყაზბეგი ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით უამრავ ტურისტს იზიდავს. მთის წვერზე აგებული შუასაუკუნეების ტაძრები შესანიშნავი ხედებით, ფერდობებზე შეფენილი ნასოფლარები და ციხე-კოშკები საქართველოს ისტორიას, დაუჯერებელ ამ...
განაგრძე კითხვა
69826
პრემიუმ კლასის შეთავაზებები Hotsale.ge -სგან
ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ, ჩვენს ვებ გვერდზე პრომო კოდის შეძენით დაზოგოთ ფინანსები პრემიუმ შეთავაზებებზე და მიიღოთ მოსაწვევი, თქვენს მიერ შერჩეული კომპანიებისაგან ! marao.ge, ambebi.ge და კვირის პალიტრა hotsale.ge -ს პრემიუმ სიახლეების შესახებ....
განაგრძე კითხვა
22959