-
Kazbegi, Juta
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Kazbegi, Juta
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

Hotsale.ge "პრო ბონო ფორუმი 2024"-ის ჩემპიონი გახდა
19 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი მერიოტში „პრო ბონო" ფორუმი 2024 – „ბიზნესის ექსპერტიზა სოციალური მიზნების სამსახურში" გაიმართა, რომელსაც კერძო და სამოქალაქო სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებამ თვალნათლივ დაგვანახა, კერძო კომპანიების როლი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებასა და საზოგადოებრივი გამოწვევების გადაჭრაში.
ფორუმის ფარგლებში, ორგანიზაციამ ქსელის წლის შეჯამება წარადგინა: მხოლოდ 2024 წლის განმავლობაში, 23 პროექტში, 29 ბიზნეს კომპანიიდან 54 პროფესიონალი ჩაერთო. ჯამში, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებმა 848 საათი იმუშავეს პრო ბონოდ და საერთო ძალისხმევით, 82-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია გააძლიერეს.
ღონისძიებაზე, საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: წლის „პრო ბონო ლიდერი" კომპანია თეგეტა ჰოლდინგი გახდა, ხოლო Hotsale.ge-ის კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტი, მარიამ გელაშვილი „პრო ბონო ჩემპიონის" ტიტულით დაჯილდოვდა.
კომპანია Hotsale.ge პრო ბონო ქსელს 2024 წელს შემოუერთდა და პრო ბონო მარათონში მონაწილეობის შემდეგ მათი პირველი პროექტი სოციალურ საწარმო პოტერიასთან განახორციელა, პროექტის ფარგლებში კომპანიამ სოციალურ საწარმოზე მორგებული 4 საათიანი ვორკშოპი მოამზადა ონლაინ პროგრამებზე - Canva და CupCut
ასევე 12 ოქტომბერს Hotsale.ge ის კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტმა მარიამ გელაშვილმა 10 კომპანიასთან ჩაატარა 6 საათიანი ტრენინგი ვიდეო ედითინგის შესახებ
პრო ბონო სერვისები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. თანამედროვე ქართული ბიზნესი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს. ეს ტენდენცია კი, ქვეყნის მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ფორუმის რამდენიმე აქტივობისგან შედგებოდა:
- პანელური დისკუსია კორპორაციული მოხალისეების მონაწილეობით, სადაც თავად ჰყვებოდნენ პრო ბონო თავგადასავლის შესახებ.
- ბენეფიციარი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის პროექტები, რომელიც მათი სოციალური საწარმოებისთვის წლების განმავლობაში პრო ბონო აქტივობების ფარგლებში განხორციელდა.
- საჯარო ლექცია: Volunesia - მნიშვნელოვანი საქმის კეთების თავისუფლება. სპიკერი: თეონა ბაღათურია.
- ჩატარდა ინტერაქტიული სერია - პრო ბონო მდგრადი განვითარების მიზნებისთვის
პრო ბონო ფორუმი ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
სხვა სტატიები

კასს დაიმონდ რეზორტი • KASS DIAMOND RESORT hotsale.ge-ზე
აღმოაჩინე საქართველოს უნიკალური ბუნება, შენთან ახლოს ისე, როგორც არასდროს! თუ თავად არ განიცადე, რთულია წარმოიდგინო ბუნების ხელუხლებელ ქმნილებაზე, კანიონზე გადაჭიმული შუშის ხიდი, რომელიც გგონია ფეხქვეშ გამოგეცლება, მაგრამ ზუსტად ამ დროს, გრძნობ რომ ...
განაგრძე კითხვა
14666
.png)
როგორ გავატაროთ დაუვიწყარი უქმეები ოჯახთან ერთად 8 ადგილი
ოჯახთან ერთად გართობა და მათთან ერთად დროის გატარება ყველაზე სასიამოვნო აქტივობაა, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად შეიძლება წავიდეთ და რით გავერთოთ. მოდით განვიხილოთ რამდენიმე ადგილი თბილისში სადაც ოჯახური გართობისთვის საუკეთესო ადგილებია და ასევე დ...
განაგრძე კითხვა
5747

პრემიუმ კლასის შეთავაზებები Hotsale.ge -სგან
ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ, ჩვენს ვებ გვერდზე პრომო კოდის შეძენით დაზოგოთ ფინანსები პრემიუმ შეთავაზებებზე და მიიღოთ მოსაწვევი, თქვენს მიერ შერჩეული კომპანიებისაგან ! marao.ge, ambebi.ge და კვირის პალიტრა hotsale.ge -ს პრემიუმ სიახლეების შესახებ....
განაგრძე კითხვა
12023

Hotsale.ge და “ამპელო/Ampelo” პარტნიორები გახდნენ
განსაკუთრებული სიახლე Hotsale.ge-ს მომხმარებლებისთვის! პრემიუმ კლასის სასტუმრო "ამპელო რეზორტი" Hotsale.ge-ს შემოუერთდა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაისვენოს კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასტუმროში მაღალი დანაზოგით....
განაგრძე კითხვა
17250