-
Kiketi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Kiketi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

Hotsale.ge "პრო ბონო ფორუმი 2024"-ის ჩემპიონი გახდა
19 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი მერიოტში „პრო ბონო" ფორუმი 2024 – „ბიზნესის ექსპერტიზა სოციალური მიზნების სამსახურში" გაიმართა, რომელსაც კერძო და სამოქალაქო სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებამ თვალნათლივ დაგვანახა, კერძო კომპანიების როლი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებასა და საზოგადოებრივი გამოწვევების გადაჭრაში.
ფორუმის ფარგლებში, ორგანიზაციამ ქსელის წლის შეჯამება წარადგინა: მხოლოდ 2024 წლის განმავლობაში, 23 პროექტში, 29 ბიზნეს კომპანიიდან 54 პროფესიონალი ჩაერთო. ჯამში, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებმა 848 საათი იმუშავეს პრო ბონოდ და საერთო ძალისხმევით, 82-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია გააძლიერეს.
ღონისძიებაზე, საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: წლის „პრო ბონო ლიდერი" კომპანია თეგეტა ჰოლდინგი გახდა, ხოლო Hotsale.ge-ის კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტი, მარიამ გელაშვილი „პრო ბონო ჩემპიონის" ტიტულით დაჯილდოვდა.
კომპანია Hotsale.ge პრო ბონო ქსელს 2024 წელს შემოუერთდა და პრო ბონო მარათონში მონაწილეობის შემდეგ მათი პირველი პროექტი სოციალურ საწარმო პოტერიასთან განახორციელა, პროექტის ფარგლებში კომპანიამ სოციალურ საწარმოზე მორგებული 4 საათიანი ვორკშოპი მოამზადა ონლაინ პროგრამებზე - Canva და CupCut
ასევე 12 ოქტომბერს Hotsale.ge ის კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტმა მარიამ გელაშვილმა 10 კომპანიასთან ჩაატარა 6 საათიანი ტრენინგი ვიდეო ედითინგის შესახებ
პრო ბონო სერვისები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. თანამედროვე ქართული ბიზნესი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს. ეს ტენდენცია კი, ქვეყნის მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ფორუმის რამდენიმე აქტივობისგან შედგებოდა:
- პანელური დისკუსია კორპორაციული მოხალისეების მონაწილეობით, სადაც თავად ჰყვებოდნენ პრო ბონო თავგადასავლის შესახებ.
- ბენეფიციარი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის პროექტები, რომელიც მათი სოციალური საწარმოებისთვის წლების განმავლობაში პრო ბონო აქტივობების ფარგლებში განხორციელდა.
- საჯარო ლექცია: Volunesia - მნიშვნელოვანი საქმის კეთების თავისუფლება. სპიკერი: თეონა ბაღათურია.
- ჩატარდა ინტერაქტიული სერია - პრო ბონო მდგრადი განვითარების მიზნებისთვის
პრო ბონო ფორუმი ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
სხვა სტატიები

არომატული ბურგერი თუ უგემრიელესი სუში - საკვები, რომელიც მეგობრებთან შეხვედრას უფრო სასიამოვნოს ხდის
ზაფხული, დასვენება, ბევრი პოზიტიური ემოცია და მონატრებული მეგობრები - სწორედ ასეთია თინეიჯერების საზაფხულო არდადეგები, რომლებიც გარკვეული პერიოდით წყდებიან ყოველდღიურ რეალობას და სულ სხვაგვარი, უფრო თავისუფალი ცხოვრების სტილით ცხოვრობენ. მაღალი კლასი...
განაგრძე კითხვა
16874

სად გავატაროთ დასვენების დღეები ქალაქიდან გაუსვლელად, ან ქალაქთან ახლოს
დამღლელი სამუშაო კვირის მიწურულს, ყველას უნდა დასვენება. „უიქენდის“ სასიამოვნოდ გატარების შემდეგ, კვლავ ვივსებით ახალი ენერგიით და სამსახურს კარგი განწყობით ვუბრუნდებით. მაგრამ სად ჯობს წასვლა დასვენების დღეებში? გთავაზობთ რამდენიმ...
განაგრძე კითხვა
15938

4 სპორტული აქტივობა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად
ჯანსაღი ცხოვრების წესი თავის თავში აერთიანებს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას, რაც ყველა ასაკის ადამიანისთვისაა აუცილებელი. სპორტულ აქტივობებში ჩართვა ერთ-ერთი გზაა ადამიანის საერთო კეთილდღეობის მისაღწევად და ცხოვრების აქტიური წესის შესანარჩუნებლად.&...
განაგრძე კითხვა
11125
.jpg)
7 აუცილებლად სანახავი ადგილი ბორჯომში
ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტ...
განაგრძე კითხვა
8032

Hotsale.ge-მ ფინანსისტთა და ბუღალტერთა III დაჯილდოების გამარჯვებულები დაასაჩუქრა
Hotsale.ge-მ ყველაზე მასშტაბური ფინანსური დაჯილდოების გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. ფინანსისტთა და ბუღალტერთა რიგით III დაჯილდოება 22 დეკემბერს Grand Hall-ში გაიმართა და მისი მიზანი იყო პროფესიის პრესტიჟისა და ფინანსური სექტორის მიღწევების შ...
განაგრძე კითხვა
14973