-
მანავი
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მანავი
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

Hotsale.ge "პრო ბონო ფორუმი 2024"-ის ჩემპიონი გახდა
19 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი მერიოტში „პრო ბონო" ფორუმი 2024 – „ბიზნესის ექსპერტიზა სოციალური მიზნების სამსახურში" გაიმართა, რომელსაც კერძო და სამოქალაქო სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებამ თვალნათლივ დაგვანახა, კერძო კომპანიების როლი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებასა და საზოგადოებრივი გამოწვევების გადაჭრაში.
ფორუმის ფარგლებში, ორგანიზაციამ ქსელის წლის შეჯამება წარადგინა: მხოლოდ 2024 წლის განმავლობაში, 23 პროექტში, 29 ბიზნეს კომპანიიდან 54 პროფესიონალი ჩაერთო. ჯამში, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებმა 848 საათი იმუშავეს პრო ბონოდ და საერთო ძალისხმევით, 82-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია გააძლიერეს.
ღონისძიებაზე, საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: წლის „პრო ბონო ლიდერი" კომპანია თეგეტა ჰოლდინგი გახდა, ხოლო Hotsale.ge-ის კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტი, მარიამ გელაშვილი „პრო ბონო ჩემპიონის" ტიტულით დაჯილდოვდა.
კომპანია Hotsale.ge პრო ბონო ქსელს 2024 წელს შემოუერთდა და პრო ბონო მარათონში მონაწილეობის შემდეგ მათი პირველი პროექტი სოციალურ საწარმო პოტერიასთან განახორციელა, პროექტის ფარგლებში კომპანიამ სოციალურ საწარმოზე მორგებული 4 საათიანი ვორკშოპი მოამზადა ონლაინ პროგრამებზე - Canva და CupCut
ასევე 12 ოქტომბერს Hotsale.ge ის კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტმა მარიამ გელაშვილმა 10 კომპანიასთან ჩაატარა 6 საათიანი ტრენინგი ვიდეო ედითინგის შესახებ
პრო ბონო სერვისები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. თანამედროვე ქართული ბიზნესი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს. ეს ტენდენცია კი, ქვეყნის მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ფორუმის რამდენიმე აქტივობისგან შედგებოდა:
- პანელური დისკუსია კორპორაციული მოხალისეების მონაწილეობით, სადაც თავად ჰყვებოდნენ პრო ბონო თავგადასავლის შესახებ.
- ბენეფიციარი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის პროექტები, რომელიც მათი სოციალური საწარმოებისთვის წლების განმავლობაში პრო ბონო აქტივობების ფარგლებში განხორციელდა.
- საჯარო ლექცია: Volunesia - მნიშვნელოვანი საქმის კეთების თავისუფლება. სპიკერი: თეონა ბაღათურია.
- ჩატარდა ინტერაქტიული სერია - პრო ბონო მდგრადი განვითარების მიზნებისთვის
პრო ბონო ფორუმი ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
სხვა სტატიები

პრემიუმ ტიპის სასტუმრო "პარკ ჰოტელ წინანდალი • PARK HOTEL TSINANDALI" ჰოთსეილზე
საქართველოს აღმოსავლეთით, თბილისიდან მხოლოდ ორი საათის სავალზე, მდებარეობს ღვინისა და ვაზის სამშობლოდ აღიარებული კუთხე კახეთი, რომელსაც არამხოლოდ გასტრონომიული ღირებულება, არამედ ღირსშესანიშნავი ადგილები და საუკუნოვანი სტუმარ-მასპინძლობით იზიდავს დამ...
განაგრძე კითხვა
12907

5 გზა, რომელიც ბავშვებს პანდემიისგან გამოწვეულ მოწყენილობას დაავიწყებს
ქართულ ფილმში „თოჯინები იცინიან“ ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ბავშვი ადრე „გონებაჩლუნგი“ მხოლოდ იმიტომ იყო, რომ მას სათამაშო არ ჰქონდა. ეს მოსაზრება რამდენად ახლოსაა სიზუსტესთან არ ვიცით, მაგრამ ეს ფაქტი, რომ კარგად შერჩეული...
განაგრძე კითხვა
18933
 (2)-1.png)
ინექციური პროცედურები - სახის რემოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე
ფილერების მეშვეობით შესაძლებელია სახის რემოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე, დეფექტების აღმოფხვრა, ცხვირის ან ნიკაპის ფორმის კორექცია, წარბის, თვალის კუთხის, ტუჩის კუთხის აწევა, ყვრიმალის წამოწევა და სხვა. ...
განაგრძე კითხვა
5018

რატომ უნდა ვუკითხოთ 3-5 წლამდე ბავშვებს წიგნები
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ყველაფერი გაციფრულდა და ცხოვრება ახლა სულ სხვა კალაპოტში მიედინება, რთულია ამ დინებაში სწორი მიმართულება იპოვო და იქით გაცურო. თუ გაინტერესებთ, რომელია ეს მიმართულება, მაშინ გეტყვით, რომ ერთ-ერთი, სწორედ, წი...
განაგრძე კითხვა
17568