-
Lagodekhi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Lagodekhi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
5 საუკეთესო წიგნი საახალწლო საჩუქრად
ახალი წელი ახლოვდება და დროა სამზადისს შევუდგეთ. თუ ჯერ არ იცი, საყვარელი ადამიანი რით გაახარო ან რა აჩუქო, მაშინ იცოდე, რომ წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. წიგნების დახმარებით ადამიანებს ჩუქნი ემოციებს, გამოცდილებას და რაც ყველაზე მთავარია ცოდნას. აბა მითხარი, ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს?!
5 საუკეთესო წიგნი, რომელიც სასაჩუქრე სიაში შეგიძილია შეიტანო და დარწმუნებული იყო, რომ საყვარელ ადამიანს გააბედნიერებ.
#1 მეი მასკი - "ქალი ისახავს მიზანს"
ახალი წელი ახალი გეგმებისა და მიზნების დასახვისთვის საუკეთესო პერიოდია. მეი მასკი ეს ავტობიოგრაფიული ნაწარმოები კი სწორედ იმ გზას გვიჩვენებს, რომელიც სავსეა სიძნელეებითა და თავგადასავლებით. რთული, ხშირად დაუჯერებელი ოჯახური პრობლემებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მიუხედავად, ავტორი მუდამ ახერხებდა ფეხზე წამომდგომას, ახალი მიზნების დასახვასა და გაბედულად მოქმედებას. სწორედ, ამიტომ, იქცა წიგნი შთაგონების წყაროდ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ქალისთვის.
#2 უილიამ შექსპირი - „პიესები“
კლასიკური ლიტერატურის მოყვარულთათვის ეს წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საგანძურია. მასში გაერთიანებულია ისეთი ცნობილი და გენიალური პიესები, როგორებიცაა: "ჰამლეტი", "ოტელო", "მაკბეტი", "მეფე ლირი" და "რიჩარდ მესამე". სერ ჯონ გილბერტის ბრწყინვალე ილუსტრაციები და ივანე მაჩაბლისეული, უკვე კლასიკად ქცეული თარგმანი მკითხველს საშუალებას მისცემს, ხელახლა აღმოაჩინოს შექსპირის გენიალური სამყარო.

#3 ინგმარ ბერგმანი - „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“
ცოლქმრული ცხოვრება, ეტაპები რომელსაც წყვილი გადის, სირთულეები და გზა მათ გადასაჭრელად - ეს ყველაფერი თავმოყრილია გენიალური შვედი სცენარისტის, კინოსა და თეატრის რეჟისორის ინგმარ ბერგმანის წიგნში. ისტორიები, რომელსაც ავტორი გვიზიარებს, ნამდვილად შთამბეჭდავი და გასაოცარია. ეს კრებული აერთიანებს სხვადასხვა დროს დაწერილ ოთხ სტილისტურად სრულიად განსხვავებულ კინომოთხორობას - „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, „შემოდგომის სონატა“, „პირისპირ“ და „გველის კვერცხი“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმებს დაედო საფუძვლად.
#4 "მოდა - ილუსტრირებული ისტორია"
მათთვის ვისაც მოდის სამყარო უყვარს და სურს კიდევ უფრო მეტი გაიგოს ამ სფეროს შესახებ, ეს წიგნი ნამდვილად შესანიშნავი არჩევანია. ეს არის გზამკვლევი მოდის საოცარ, მომხიბვლელ, უცნაურ და ექსცენტრიკულ სამყაროში – იქ, სადაც ადამიანები გასაოცარ მსხვერპლს იღებდნენ და იღებენ მხოლოდ ერთი მიზნით – იყვნენ ყველასგან გამორჩეულები! იყავი შენც გამორჩეული და აჩუქე საყვარელ ადამიანს ის, რაც ნამდვილად გააბედნიერებს.
#5 ნათია ფანჯიკიძე - „შიშო გამოდი გარეთ“
თუ გამბედაობა, სულიერი სიმხნევის მოპოვება და შიშების დამარცხება გსურს 2022 წლიდან, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად დაგჭირდება. ავტორი ცდილობს ახსნას და საგრძნობი გახადოს ზოგიერთი დაავადების შინაარსი და სხვადასხვა მდგომარეობის ფარული, შინაგანი მხარე. რადგან ის რაც გავიგეთ, თუ არ ვიგრძენით კიდეც, ვერაფერს შეცვლის ჩვენში.
სხვა სტატიები
Hotsale.ge - მომხმარებლისა და პარტნიორი კომპანიის კმაყოფილების ბალანსის შენარჩუნების 10 წლიანი გამოცდილება
თითოეულ მომხმარებელთან ინტერაქცია უნიკალური და მნიშვნელოვანია - კომპანიის წარმატებას მეტწილად, ასეთი დამოკიდებულება განსაზღვრავს. რამდენად მზარდი და განვითარებადიც არ უნდა იყოს კომპანია, მას პერიოდულად სჭირდება განახლება, სერვისის დახვეწა, გამო...
განაგრძე კითხვა
18930
რა უნდა გავითვალისწინოთ სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევისას?
თქვენზე მორგებული სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა და საკმაოდ დიდი დროსაც მოითხოვს. ბაზარზე უამრავი კლინიკაა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ მომსახურებას გთავაზობთ, შესაბამისად, სანდო სივრცის პოვნა არის ძალიან მნიშვნელ...
განაგრძე კითხვა
16537
Imereti, Georgia: Where History, Caves, and Wine Collide
If you're planning a trip to Georgia the country and you're only focused on Tbilisi, Kazbegi, or Batumi — hit pause. You're sleeping on one of the country’s most underrated gems: Imereti. This region in western Georgia is a cocktail of a...
განაგრძე კითხვა
6228
Როგორ განვიტვირთოთ შაბათ-კვირას?
მონოტონური და დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ გადაიწვი? დაგეგმე ამ შაბათ-კვირას იჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად აქტივობა, რომელიც კომფორტის ზონიდან გამოგიყვანს. ჩვენ კი გაგიზიარებთ რამოდენიმე ადგილს, სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად დროს სასი...
განაგრძე კითხვა
15177