კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
თბილისი
-
ყველა
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
ნატახტარი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
Тбилиси
-
ყველა
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
ნატახტარი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
ზამთრის კურორტები საქართველოში
ზამთარი საქართველოში განსაკუთრებულია, ის მდიდარია ზამთრის კურორტებით, რომლებიც სათხილამურო სპორტისა და დასვენების მოყვარულთათვის იდეალურია. თუ ხარ ადამიანი, რომლისთვისაც თოვლით დაფარული მთები და სუფთა ჰაერი განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო ვარიანტია, მაშინ გუდაური, ბაკურიანი და მესტია სწორედ შენთვისაა.
გუდაური მდებარეობს თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრში და ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე. ეს კურორტი პოპულარულია თხილამურებისა და სნოუბორდის მოყვარულთათვის, რადგან აქ 70 კილომეტრზე გადაჭიმული ტრასებია, რომლებიც ყველა დონის გამოცდილების მქონე ადამიანისთვისაა განკუთვნილი. გუდაურში სრიალის გარდა შესაძლებელია ჰელისკინგი, ფრირაიდინგი და პარაპლანით ფრენა. აქტიური დღის შემდეგ, დამსვენებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ ბარებითა და რესტორნებით, სადაც ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო დაგხვდებათ…გუდაური გამორჩეული ადგილია ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის და თავგადასავლების მაძიებლებისთვის.

ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის რაიონში და იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. კურორტი მთელ წელს იზიდავს ტურისტებს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ზამთარში.ბაკურიანი ყველა დონის მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს ემსახურება. კურორტს აქვს სამი განსხვავებული სათხილამურო ზონა: დიდველი, კოხტა და მიტარბი, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია. ბავშვებისა და დამწყებებისთვის სპეციალური სასრიალო ტრასები და სათხილამურო სკოლებია, რაც კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. აქ ასევე არის გასართობი პარკები, სადაც პატარები მშვენივრად გაერთობიან. ბაკურიანის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაა ბორჯომის ნაკრძალთან ახლოს. აქ შეგიძლიათ დატკბეთ მინერალური წყლებით, სუფთა ჰაერით და ულამაზესი ბუნებით, რაც ზამთრის დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

მესტია სვანეთის რეგიონში მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. მესტია და მის გარშემო მდებარე კურორტები, როგორებიცაა თეთნულდი და ჰაწვალი, ზამთარში განსაკუთრებით პოპულარულია. მოთხილამურეებისთვის და ალპინისტებისთვის ეს რეგიონი შესანიშნავი არჩევანია სხვადასხვა სირთულის მქონე სასრიალო ტრასებისა და მწვერვალების დასაპყრობად.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს და გთავაზობთ 5 სასრიალო ტრასას, რაც დამწყებთათვისაც და პროფესიონალთათვისაც შესაფერისია. აქ არის ორი საბაგირო და ღამის სრიალის შესაძლებლობა, რაც სეზონისა და ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.
თეთნულდი, რომელიც მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სასრიალო ტრასებით გამოირჩევა. მისი სიმაღლე მერყეობს 2260-დან 3160 მეტრამდე, რაც უზრუნველყოფს თოვლის კარგ ხარისხსა და სრიალის ხანგრძლივ სეზონს.
მესტიაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ სვანეთის უნიკალური კოშკები და ეთნოგრაფიული მუზეუმი, რაც თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

Hotsale.ge გთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს ზამთრის კურორტებზე. აქ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის სასურველი შეთავაზებები 90 ლარიდან. ნახე აქ: t.ly/cDs-M
სხვა სტატიები
Hotsale.ge-სა და კობეს მარანი • HOTEL KOBES MARANI-ის მეგობრობა
Hotsale.ge და პრემიუმ კლასის სასტუმრო "კობეს მარანი • HOTEL KOBES MARANI “ წელებია აქტიურად თანამშრომლობენ და მომხმარებელს საშუალებას აძლევენ დაისვენონ კახეთში კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასტუმროში, რაც მთავარია ყველაზე...
განაგრძე კითხვა
20259
რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ვალენტინობას
დედამიწას სიყვარული ატრიალებსო და სიყვარულს კონკრეტული დღე არ ჭირდებაო, თუმცა 14 თებერვალი მთელს მსოფლიოში სიყვარულის დღედ აღირეს და ყველა შეყვარებული ადამიანი ცდილობს განსაკუთრებულად აღნიშნოს ეს დღე. მეორე ნახევარს კი დასამახსოვრებელი საჩუქარი ...
განაგრძე კითხვა
21306
რომანტიკული ვახშამი ვალენტინობის დღისთვის
14 თებერვალი სიყვარულის დღედ მიიჩნევა და აღინიშნება მთელ მსოფლიოში, იგი გლობალური დღესასწაულია. გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა — კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა, ქრისტიანული წმი...
განაგრძე კითხვა
23670
Premium Hotsale.ge - ახალი სერვისი ლუქს ბრენდების სერვისების მისაღებად, კიდევ უფრო დიდი დანაზოგით
ყველაზე მასშტაბური დანაზოგების პლატფორმამ საქართველოში Hotsale.ge-მ პრემიუმ ბრენდების სერვისები დაამატა. პრემიუმ განყოფილება მოიცავს სასტუმროს, რესტორნის, ესთეტიკის, სამედიცინო მომსახურებასა და გართობის ნაწილსაც. ...
განაგრძე კითხვა
23323
საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც სახლის საქმეს გაგიიოლებთ
ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ დიასახლისობა მარტივი საქმეა, უმეტესიც, ზოგი თვლის, რომ ეს პროფესიადაც არ განიხილება. სინამდვილეში, მათ ვინც ამ საქმიანობაში სრული პასუხისმგებლობით არასდროს ჩართულან, გვინდა გითხრათ, რომ სახლის მართვა უამრავი უ...
განაგრძე კითხვა
29276
დაგეგმეთ თქვენი პატარას დაუვიწყარი დღესასწაული 60 ლარიდან
ბავშვის დაბადების დღე - დღე რომელზეც ყველა მშობელს საკმაოდ ბევრი უფიქრია. გარდა იმისა, რომ თვითონ პატარები ლამის მთელი წელი ემზადებიან ამ დღისთვის, ოცნებობენ ბევრ საჩუქარზე და ზღაპრულ დღესასწაულზე, არანაკლებად მნიშვნელოვანია ეს მშობლისთვის. &nb...
განაგრძე კითხვა
40241