გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

ზაფხულის საუკეთესო გართობა ბათუმში - ისარგებლე ევრო პარკი ბათუმი • EURO PARK BATUMI-ის შეთავაზებით Hotsale.ge-ზე

ზაფხულის საუკეთესო გართობა ბათუმში - ისარგებლე ევრო პარკი ბათუმი • EURO PARK BATUMI-ის შეთავაზებით Hotsale.ge-ზე

113

ზაფხული დასვენების, განტვირთვისა და ახალი ემოციების სეზონია. თუ ბათუმში იმყოფები ან ზღვისპირა დასვენებას გეგმავ, აკვაპარკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად შეგიძლია მთელი დღე მხიარულად გაატარო. წყლის ატრაქციონები, აუზები და მზიანი გარემო ზაფხულის ცხელ დღეებს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

 

 

 

 

ევრო პარკი ბათუმი • EURO PARK BATUMI - გართობა ნებისმიერი ასაკისთვის

 

Hotsale.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია ევრო პარკი ბათუმი • EURO PARK BATUMI-ს სპეციალური შეთავაზება. მხოლოდ 30 ლარად, 40 ლარის ნაცვლად, შეგიძლია შეიძინო ერთჯერადი აბონემენტი და მიიღო 25%-იანი დანაზოგი.

აბონემენტი მოიცავს აკვაპარკში არსებულ ყველა გასართობ საშუალებას, მათ შორის წყლის ატრაქციონებს, სასრიალო ტოპოგანებსა და აუზებს. ასევე, შეთავაზებაში შედის შეზლონგითა და ქოლგით სარგებლობა, დაცული ავტოსადგომი და მედპუნქტის მომსახურება. აკვაპარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბარიც, სადაც დასვენებისას შეგიძლია სასურველი სასმელი თუ წასახემსებელი დააგემოვნო.

 

 

 

 

კომფორტი და უსაფრთხოება ერთ სივრცეში

 

ევრო პარკი ბათუმი • EURO PARK BATUMI განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. აუზებში წყალი 24 საათის განმავლობაში იფილტრება, გადის დამუშავების რამდენიმე ეტაპს, ხოლო თანამედროვე სისტემები მუდმივად აკონტროლებს წყალში ქლორისა და pH-ის დონეს, რათა სტუმრებმა კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში დაისვენონ.

 

 

 

 

დაგეგმე ზაფხულის საუკეთესო დღე hotsale.ge-თან ერთად

 

შეთავაზება მოქმედებს 25 ივნისიდან, ხოლო აბონიმენტის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღე 10:00-დან 20:00 საათამდე. წყლის ატრაქციონები სტუმრებს 12:00-დან 18:00 საათამდე ემსახურება, ხოლო 3 წლამდე ერთი ბავშვი თითო ბილეთზე უფასოდ დაიშვება.

თუ გსურს ბათუმში ზაფხულის დღეები მეტი გართობითა და ნაკლები დანახარჯით გაატარო, შეიძინე ევრო პარკი ბათუმი • EURO PARK BATUMI -ის აბონემენტი Hotsale.ge-ზე, დაზოგე თანხა და შექმენი დაუვიწყარი ზაფხულის მოგონებები მეგობრებთან და ოჯახთან ერთად.