-
კატეგორია
-
ცხვარიჭამია
-
უბანი
-
კატეგორია
-
ცხვარიჭამია
-
უბანი
წარმატების ფორმულა: როგორ აქცევს "ლე მანონი" სილამაზეს პროფესიად და თავდაჯერებულობად
თანამედროვე ესთეტიკურ ინდუსტრიაში წარმატება მხოლოდ ტექნიკურ უნარებს არ გულისხმობს; ის მოითხოვს ხარისხის, ეთიკის და მუდმივი განვითარების სინთეზს. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა აკადემია და ესთეტიკური ცენტრი "ლე მანონი", რომლის დამფუძნებელი, მანონი აბულაძე, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
- როგორ შეიძლება იურიდიული სიზუსტისა და ანალიტიკური აზროვნების შერწყმა სილამაზის ინდუსტრიის მაღალ სტანდარტებთან და რატომ არის საკუთარ თავზე ზრუნვა საუკეთესო ინვესტიცია ყველასთვის?
გთავაზობთ ინტერვიუს მანონი აბულაძესთან - აკადემია და ესთეტიკური ცენტრი „ლე მანონის“ დამფუძნებელთან:
ქალბატონო მანონი, თქვენ ხელმძღვანელობთ ესთეტიკურ ცენტრსა და აკადემიას - „ლე მანონი“. მოგვიყევით, როგორ დაიწყო ეს გზა?
ჩემი პროფესიული გზა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. პროფესიით იურისტი და აუდიტორი ვარ; წლების განმავლობაში ვმუშაობდი პასუხისმგებლიან და ანალიტიკურ სფეროში, სადაც უმნიშვნელოვანესი იყო სიზუსტე, ეთიკა და დეტალებზე ორიენტირება.
თუმცა, ყოველთვის მიზიდავდა სილამაზის ინდუსტრია, ადამიანებთან ურთიერთობა და შესაძლებლობა, ჩემი საქმიანობით ადამიანებისთვის პოზიტიური ცვლილებები მომეტანა. სწორედ ამ გამოცდილებების შერწყმით შეიქმნა 2024 წელს აკადემია და ესთეტიკური ცენტრი „ლე მანონი“ - სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, უსაფრთხოება და თანამედროვე ესთეტიკა ერთიანდება.
რა არის „ლე მანონის“ მთავარი ფილოსოფია?

ჩვენი ფილოსოფია ძალიან მარტივია - ხარისხი, უსაფრთხოება და შედეგი. ვფიქრობ, სილამაზე მხოლოდ გარეგნობას არ მოიცავს. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს სარკეში სიამოვნებით უყურებს, უფრო თავდაჯერებული, თავისუფალი და ბედნიერი ხდება. სწორედ ამიტომ, თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომით ვმუშაობთ.
დღეს მომხმარებლებს ძალიან დიდი არჩევანი აქვთ. რატომ უნდა აირჩიონ „ლე მანონი“?
იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ პროცედურას არ ვთავაზობთ - ვთავაზობთ პროფესიონალურ მიდგომას. ყველა პროცედურას წინ უძღვის კონსულტაცია, შეფასება და ინდივიდუალურად შედგენილი გეგმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა სწრაფი, არამედ სწორი და ხანგრძლივი შედეგი. გარდა ამისა, მუდმივად ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გამოიყენება.
რომელი პროცედურებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი თქვენს ცენტრში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინექციური კოსმეტოლოგია, ლაზერული ეპილაცია, ენდოსფერო თერაპია, სხეულის კორექციის პროგრამები, ტატუს მოშორება, მასაჟი. ასევე, ძალიან მაღალია მოთხოვნა აპარატურულ პროცედურებზე, რომლებიც არაქირურგიული გზით ეხმარება ადამიანებს სასურველი შედეგის მიღწევაში.
ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესი ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის მიმართულების მომსახურებებით. ამ კუთხით რას სთავაზობს „ლე მანონი“ მომხმარებლებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზრუნვა არა მხოლოდ სილამაზეზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობასა და საერთო კეთილდღეობაზეც. სწორედ ამიტომ, „ლე მანონში“ განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სამკურნალო და სპორტულ მასაჟს.
სამკურნალო მასაჟი ეფექტურად გამოიყენება სკოლიოზის, ხერხემალთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის, კისრის, ზურგისა და წელის ტკივილების, კუნთოვანი დაჭიმულობისა და სპაზმების დროს. ასევე, რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრავმებისა და გადატვირთვის შემდეგ. რაც შეეხება სპორტულ მასაჟს, ის განკუთვნილია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ასევე აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. სპორტული მასაჟი ხელს უწყობს კუნთების სწრაფ აღდგენას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ დაღლილობის შემცირებასა და ტრავმების პრევენციას.
ჩვენი სტრატეგიაა, თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ ინდივიდუალურად მასზე მორგებული მიდგომა, რომელიც დაეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში.
ცნობილია, რომ „ლე მანონი“ მხოლოდ მომსახურებით არ შემოიფარგლება და საგანმანათლებლო მიმართულებაც აქვს...
დიახ, განათლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აკადემიაში ტარდება კლასიკური და აპარატურული კოსმეტოლოგიის, ინექციური კოსმეტოლოგიის, ლაზერული ეპილაციისა და სხეულის კორექციის ტექნოლოგიების პროფესიული კურსები. ჩვენი მიზანია, კურსდამთავრებულებმა მიიღონ არა მხოლოდ სერტიფიკატი, არამედ რეალური ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესია, რომელიც მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას მისცემს.
როგორც მეწარმე ქალი, რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება კმაყოფილი მომხმარებლები და წარმატებული კურსდამთავრებულები არიან. როდესაც ადამიანი განდობს საკუთარ გარეგნობას, ან როდესაც კურსის დასრულების შემდეგ იწყებს პროფესიულ საქმიანობას და წარმატებას აღწევს, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა.
როგორია თქვენი ხედვა მომავლისთვის?
მინდა, „ლე მანონი“ გახდეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და წარმატებული ესთეტიკური ბრენდი საქართველოში. ვგეგმავთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სასწავლო პროგრამების გაფართოებას, საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებას და იმ სტანდარტების შექმნას, რომლებიც ქართულ ესთეტიკურ ინდუსტრიაში ხარისხის ახალ ნიშნულს დაამკვიდრებს.
რას ეტყოდით „ამბების“ მკითხველებს?
არასოდეს შეწყვიტოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. სილამაზე არ არის ასაკი, მოდა ან იდეალური გარეგნობა. სილამაზე არის თავდაჯერებულობა, ჯანმრთელობა და საკუთარი თავის სიყვარული. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს დროს უთმობს, ეს ყოველთვის საუკეთესო ინვესტიციაა.
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, "ლე მანონი" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა Hotsale.ge -სთან. პლატფორმაზე მუდმივად ხელმისაწვდომია სპეციალური შეთავაზებები, რაც საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ თქვენი ვიზიტი ბევრად უფრო ხელსაყრელ ფასად, 33%-მდე დანაზოგით.
მეტი ინფორმაციისთვის და შეთავაზების სანახავად გადადი ბმულზე
მანონი აბულაძე
დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
აკადემია და ესთეტიკური ცენტრი „ლე მანონი“
იურისტი | აუდიტორი | ესთეტიკური მედიცინისა და პროფესიული განათლების სფეროს მენეჯერი