-
კატეგორია
-
ქალაქი
-
უბანი
-
კატეგორია
-
ქალაქი
-
უბანი
3 ღირსშესანიშნავი ადგილი კახეთში, რომელიც საქართველოს სხვა თვალით დაგანახებთ
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა თავისი მრავალფეროვანი კულტურით, ღირსშესანიშნავი ადგილებითა და ისტორიით. დღეს, კონკრეტულად, აღმოსავლეთო საქართველოს მშვენებაზე - კახეთზე - ვისაუბრებთ.
გვინდა, გაგიზიაროთ, ის რამდენიმე ადგილი, რომელიც კახეთს და არა მარტო მას, მთლიანად საქართველოს სხვა თვალით დაგანახებთ. გამოგვყევით და გაიგეთ უფრო მეტი Hotsale.ge-სთან ერთად.
#1 სიღნაღი
ეს არის პატარა სიყვარულის ქალაქი, ლამაზი მოკირწყლული ქუჩებითა და რომანტიკული ატმოსფეროთი. სიღნაღი თურქული სიტყვაა და თავშესაფარს ნიშნავს, იქნებ სწორედ, ამიტომაც, იქცა წყვილების ქალაქად, რათა ყოველდღიური ყოფისგან დაღლილებს, თავი ამ სითბოთი სავსე ადგილისთვის შეეფარებინათ.
შეყვარებულების გარდა, განსაკუთრებით საინტერესოა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ქუჩებში ხეტიალი და ძველებური შენობებით ტკბობა უყვართ. რადგან სიღნაღის ყოველი ქუჩა თუ ჩიხი სავსეა ცოცხალი ისტორიით.
თუ გადაწყვიტავთ, რომ ამ პატარა ქალაქში დაისვენოთ, მაშინ Hotsale.ge გირჩევთ, რომ „სიღნაღი არტ / Sighnaghi Art Hotel“-ში დაბინავდეთ. სასტუმროს აქვს როგორც აუზი, ასევე ვერანდა, რომელიც ულამაზეს ხედს გადაჰყურებს. თუ თანამედროვე და ვინტაჟური სტილის იდეალური შერწყმა თქვენს გემოვნებაში ჯდება, მაშინ დროა ამ ადგილს ესტუმროთ.
#2 თელავი
იცოდით, რომ თელავის ცენტრში 900 წლიანი ისტორიის მქონდე ჭადარი დგას, რომელიც ფარნავაზ მეფემ დარგო?! ეს ხე გადაურჩა უამრავ ბრძოლასა თუ მტრის შემოსევას, ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შემსწრე ჰყოფილა, როგორიცაა, შაჰ-აბასის, ჯალალ ად-დინის, აღა-მაჰმად-ხანის და სხვათა შემოსევები. მოკლედ რომ ვთქვათ, უდიდესი ისტორიის მატარებელია, უამრავი რამ უნახავს და გაუგია. ლეგენდის თანახმად, ჭადარს თუ სურვილს ჩაუთქვამთ, ის აუცილებლად აგიხდებათ. მასზე მარტა დომინგეს-დელმასმა (ესპანელმა დენდოქრონოლოგისტმა) დისერტაციაც კი დაწერა.
თუ გსურთ, რომ 9 საუკუნის ჭადარი მოინახულოთ და სურვილებიც ჩაუთქვათ, მაშინ, აუცილებლად, ეწვიეთ თელავს. ღამით დარჩენასაც თუ მოისურვებთ, Hotsale.ge გირჩევთ, რომ „Samepho Hotel Telavi / სასტუმრო სამეფო“-ს ეწვიოთ. აქ მართლაც მეფისთვის შესაფერისი გარემო და პირობები დაგხვდებათ, თანაც 25%-იან დანაზოგსაც გააკეთებთ.
#3 ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია სავსეა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნეკრესის მონასტერი, სადაც დღემდეა შემორჩენილი IV საუკუნის ქრისტიანული სალოცავი.
გარდა ამისა, ყვარელში მდებარეობს გრემი, რომელიც შუა საუკუნეების კახეთის სატახტო ქალაქის ტიტულს ატარებს. გრემის კომპლექსი 1975 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალს წარმოადგენს, სადაც 2 056 ექსპონატია დაცული.
თუ ყვარელში სტუმრობას გადაწყვეტთ, რათა ამ ღირსშესანიშნავ ადგილებს ეწვიოთ და ქვეყნის დიად ისტორიას გაეცნოთ, გირჩევთ, რომ „შატო ყვარელი“-ს ან „Pawlonia Villa / პავლონია ვილა“-ს სასტუმროებს ეწვიოთ. თანაც, დაზოგავთ თანხას და დარწმუნებული იქნებით, რომ საუკეთესო გარემო დაგხვდებათ მაღალი ხარისხის მომსახურებით.