გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

სპეციალური შეთავაზებები 85%-მდე დანაზოგით - ახალი სიტყვა სამედიცინო ბიზნესში

სპეციალური შეთავაზებები 85%-მდე დანაზოგით - ახალი სიტყვა სამედიცინო ბიზნესში

12099

პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა უამრავ ადამიანს სამუშაო ადგილი დააკარგინა, ნაწილს შემოსავალი შეუმცირდა, ნაწილი კი ბუნდოვანი პროგნოზების გამო, თანხის დაზოგვაზეა ორიენტირებული.

აღნიშნულმა პრობლემებმა არამხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ბევრი განვითარებული ქვეყანაც მოიცვა, თუმცა კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ აისახა სუსტი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებზე. თუ მოთხოვნა შემცირდა დასვენებასა და მსგავს სერვისებზე, სამედიცინო მომსახურებაზე პირიქით, სულ უფრო იზრდება, თუმცა ბევრ მოქალაქეს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მისაღებად თანხის მობილიზება უჭირს.

სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამ Hotsale.ge-ის შემქმნელებს უბიძგა, სამედიცინო პორტალ Mkurnali.ge-სთან დაეწყოთ თანამშრომლობა და ერთობლივი პლატფორმა დაეფუძნებინათ. შედეგად, რამდენიმე თვეა, Online.mkurnali.ge ამოქმედდა, რომელიც ცნობილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციაზე, რადიოლოგიურ და ლაბორატორიულ კვლევებსა და სხვა სამედიცინო სერვისებზე აგენერირებს სპეციალურ შეთავაზებებს 85%-იანი დანაზოგით.

Online.mkurnali.ge-ის დამფუძნებლები განმარტავენ, რომ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება დანაზოგით და ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშეა შესაძლებელი.

„ვებ-გვერდზე ცალ-ცალკე კატეგორიებად არის დაყოფილი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, რაც ძიების პროცესს უფრო მოსახერხებელს ხდის. მაგალითად, ცალკე არის გამოტანილი ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული, რადიოლოგიური, კომპლექსური კვლევები, ესთეტიკური მედიცინა. აქვე შეხვდებით სამედიცინო პროდუქციის განყოფილებას, რომელშიც სხვადასხვა სახის აღჭურვილობა (მათ შორის COVID-19-ის მართვისთვის განკუთვნილი) მსხვილი დანაზოგით არის წარმოდგენილ“, - განგვიმარტა Online.mkurnali.ge-ის წარმომადგენელმა ნინო მარღიშვილმა.

#!#

რატომ არის Online.mkurnali.ge ახალი სიტყვა სამედიცინო ბიზნესში?

ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება ძირითადად ყოველთვის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. Online.mkurnali.ge-ის მიზანია, კვალიფიციურ და ცნობილ ექიმებთან კონსულტაცია, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ის დანაზოგი, რასაც პაციენტები გააკეთებენ, სამედიცინო ცენტრებისთვის და ექიმებისთვის მარკეტინგული ხარჯი იქნება. შესაბამისად, სამედიცინო პლატფორმის ადმინისტრაციამ ააწყო სისტემა, რომლითაც ყველა მხარე მნიშვნელოვან სარგებელს იღებს.

„დაზოგვა ყველასთვის მნიშვნელოვანია, რა შემოსავალიც არ უნდა გვქონდეს. აქამდე დამკვიდრებული იყო შეხედულება, რომ სამედიცინო სერვისები იმდენად ძვირი ღირს, ვერ იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი ან მასზე თანხის დაზოგვა შეუძლებელია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს რეალობა ნაწილობრივ მაინც შევცვლოთ“, - აღნიშნა ნინო მარღიშვილმა.

#!#

Online.mkurnali.ge-ზე მუდმივად ახლდება სამედიცინო სერვისების ჩამონათვალი, მათი რაოდენობა იზრდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება.

დანაზოგების ახალმა პლატფორმამ სერვისის მოქნილობისთვის შექმნა ონლაინ ჯავშნის სისტემა, რომლის მეშვეობითაც სერვისის შეძენის დროს ექიმთან ვიზიტზე ჩაწერაც შესაძლებელია.

ასევე ფუნქციონირებს ქოლ ცენტრი, რომელიც პაციენტებს ექიმთან ჩასაწერად ემსახურება. ნებისმიერი მომსახურების შეძენისას, მომხმარებელი აღნიშნულ ქოლ ცენტრს უნდა დაუკავშირდეს და ვიზიტის ვადებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროს.

 

#!#