-
კატეგორია
-
ქალაქი
-
უბანი
-
კატეგორია
-
ქალაქი
-
უბანი

Hotsale.ge ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2025-ის პარტნიორი იყო
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2025-ის პარტნიორი იყო.
ფორუმი ტრადიციულად ტრეიდერების ჰაბი • Traders' Hub-ის ორგანიზებით გაიმართა. წელს მან სტუმრებს Global Tech Weekend Tbilisi-ის ფარგლებში, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში უმასპინძლა. გაყიდვებისა და ტექნოლოგიების მასშტაბურ ღონისძიებას 350-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.
ფორუმის მთავარი მიზანია ფინანსური ბაზრების მხარდაჭერის ხელშეწყობა, კვალიფიციური სპიკერების მოწვევა და პანელური დისკუსიების გამართვა, რათა შეიქმნას მდგრადი ტრადიცია და გაერთიანდნენ სექტორის მთავარი მოთამაშეები.
ღონისძიებაზე „ტრეიდერების ჰაბმა“ დააჯილდოვა კომპანიები, რომლებმაც 2024-2025 წლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფინანსური განათლებისა და ბაზრების განვითარებაში.
Hotsale.ge წლებია ტრეიდერების ჰაბის პარტნიორია მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას. Hotsale.ge-ს მიზანია, ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში დანაზოგების სტიმულირებას, ცნობიერების ამაღლებას ფინანსებთან დაკავშირებით და ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების განვითარება.
ღონისძიების პარტნიორმა Hotsale.ge-მ სტუმრებს ტრადიციულად საინტერესო საჩუქრები მოუმზადა. ღონისძიების მონაწილეები მან სასტუმროებსა და დასასვენებელი კომპლექსების ვაუჩერებით დაასაჩუქრა. მათ შორის იყო:
- Gino Wellness მცხეთა - ბუტიკ სასტუმრო
Gino Wellness-ი მდებარეობს საქართველოს უძველეს ისტორიულ ქალაქში, თბილისიდან 15 კმ-ში.
სასტუმროში წარმოდგენილია 22 ოთახი და თითოეული მათგანი გთავაზობთ სანახაობრივ ხედებს აივნებიდან, რომლებიც გადაჰყურებს ზედაზენის მთებს, სვეტიცხოველს და ჯვრის მონასტერს. სასტუმროში დაგხვდებათ რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გარე აუზი და სპა ველნეს სივრცეები, ტერასები, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.
ასევე გიმასპინძლებთ Gino Wellness Mtskheta-ს რესტორანი, რომელიც გამოირჩევა ტრადიციული ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს ნაზავით, რაც სტუმრებს შესანიშნავ გამოცდილებას სთავაზობს. რესტორნის სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული ქართული დელიკატესები, ასევე უცხოური პოპულარული კერძები, რაც მრავალფეროვან კულინარიულ გამოცდილებას ქმნის. ადგილმდებარეობა და ულამაზესი ხედები ისტორიულ ღირსშესანიშნაობებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით როგორც საოჯახო შეკრებების მოსაწყობად, ისე მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.
Quadrum Hotel Gudauri არის უნიკალური ბუტიკი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე, კავკასიონის მთების გულში. მისი თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა არქიტექტურა ორგანულად ერწყმის მთიან ლანდშაფტს და სტუმრებს მშვიდ, სასიამოვნო გარემოში დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას აძლევს.
Quadrum Hotel-ის 21 ნომრიდან თითოეული გამოირჩევა მიმდებარე მთების პანორამული ხედებით, რომელთა უმეტესობას კერძო აივნები აქვს. რესტორანში წარმოდგენილია როგორც ქართული ტრადიციული, ისე ევროპული სამზარეულო. აქ დაგხვდებათ უგემრიელესი კერძები, რომელიც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.
სასტუმროში წარმოდგენილია დახურული საუცრაო აუზი და ტრადიციული მშრალიც საუნაც. სასტუმროს ნომრები იატაკიდან ჭერამდე ფანჯრებით ქმნის გამორჩეულ სანახაობას მთებზე.
სასტუმრო აღჭურვილია ყველა საჭირო რეკვიზიტით ვარჯიშისთვის, იდეალურია იოგას სესიებისთვის, მედიტაციისთვის ან აქტიური დღის შემდეგ გაჭიმვისთვის.
Hotsale.ge-მ ღონისძიებაზე გაათამაშა სასტუმროს აუზისა და სპა ცენტრის მომსახურების ვაუჩერებიც.
თანამედროვე სპა კომპლექსი “ლაბირინთი • LABYRINTH POOL” ავჭალაში (ხორავას ქუჩა 6) აღჭურვილია საუნით, ბარითა და კომფორტული დასასვენებელი სივრცით.
სასტუმროდან ქალაქზე იშლება ულამაზესი ხედი. წლებია, “ლაბირინთი • LABYRINTH POOL” Hotsale.ge-ის პარტნიორია და დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, რაც მან კარგი ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით დაიმსახურა.
4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hotel Residence Plaza სწორედ ის ადგილია, რომელსაც ნაყოფიერი დასვენებისა და განტვირთვისთვის უნდა ესტუმროთ. ის გუჯარეთის ქუჩა 19-ში მდებარეობს.
სასტუმროს ნომრები აღჭურვილია ყველაფრით, რაც სრულყოფილი დასვენებისთვის არის საჭირო. კომპლექსი მოიცავს რესტორანსა და ბარს, მისი ეზოდან და სასტუმროს ნომრებიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები მთელს თბილისზე. სტუმრებს განტვირთვა შეუძლიათ თანამედროვე სპა ცენტრშიც.
დანაზოგების ყველაზე მსხვილი პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge ყოველწლიურად ერთვება მთავარ ბიზნეს და ტექნოლოგიურ ღონისძიებებში და მხარს უჭერს აღნიშნული დარგების განვითარებას.
Hotsale.ge 2011 წელს დაარსდა და საქართველოს მასშტაბით ელექტრონულ კომერციაში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.
Hotsale.ge კომპანიებს აკავშირებს ათასობით და სთავაზობს მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას. თითოეული პარტნიორისთვის იგეგმება ინდივიდუალური, მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია.