კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ჩაქვი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ბაღდათი
-
ჩაქვი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ბაღდათი
სახის ღრმა წმენდა სახლის პირობებში
იმისათვის, რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, აუცილებელია რეგულარული წმენდა საღამოობით, ხოლო პროფესიონალური წმენდა - 4-5 კვირაში ერთხელ.
რით განსხვავდება სახის წმენდა სახლის პირობებში პროფესიონალურ სალონში წმენდისგან?
რისთვის არის აუცილებელი და როგორ მოვამზადოთ კანი?
სახის ღრმა წმენდა - ეს ბევრ ეტაპიანი კანის წმენდის პროცედურაა, რომელიც პილინგსაც ითვალისწინებს, სახის ნიღბებს, წმენდას, მასაჟს, კანის დატენიანების ეტაპებსა და აღდგენას. ნიღბები ირჩევა კანის ტიპისა და სახეზე არსებული პრობლემების მიხედვით. ზოგიერთი ამკვრივებს კანის ზედაპირს, ზოგიერთი აკნეს გამოშრობას უწყობს ხელს და ხურავს კანის ფორებს.
უნდა ჩაიტაროს ღრმა წმენდა ჯანმრთელი და ნორმალური კანის მქონე ადამიანებმაც?
ნებისმიერი კოსმეტოლოგი გიპასუხებთ: კი. სტანდარტული მოვლა ნებისმიერი ტიპის კანისთვის არის რეკომენდებული 4-6 კვირის განმავლობაში ერთხელ, თუკი უკუჩვენებები არ აღენიშნება.
კანის მომზადება წმენდისთვის
პროფესიონალური ან სახლის პირობებში წმენდამდე კანიდან უნდა მოიშოროთ მაკიაჟი. თუკი იყენებთ მიცერალურ წყალს, აუცილებლად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. შემდგომ კოსმეტოლოგმა უნდა დაიტანოს ლოსიონი ან სპეციალური გელი პროცედურის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. საშუალებები უნდა შეირჩეს თქვენი კანის ტიპის მიხედვით და გახსოვდეთ, რომ სრულიად მშრალი კანის გაწმენდა არ შეიძლება.
სახის წმენდის პროცედურა სახლის პირობებში
თუკი კოსმეტოლოგთან ვიზიტის დრო არ გაქვთ, სახის წმენდა შავი წერტილებისგან და ღრმა ჭუჭყისგან აუცილებელია.
როგორ ტარდება სახლში ეს პროცედურა?
1.დაიბანეთ სახე ცივი წყლით. ჩაიტარეთ დემაკიაჟი რბილი გამწმენდი საშუალებებით.
2.ჩაიტარეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით. დაიმუშავეთ შუბლი, ნიკაპი, წარბები და კისერი იმისათვის, რომ მოადუნოთ კუნთები.
3.დაიტანეთ ლოსიონი ან პილინგ-ნიღაბი წრიული მოძრაობებით, მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად.
4.შეათბეთ წყალი და მიიტანეთ სახე ორთქლთან იმისათვის, რომ ფორები გაიხსნას.
5.დაიფარეთ თავზე პირსახოცი და ორთქლზე გაიჩერეთ სახე 10 წუთით.
6.შემდგომ დაიტანეთ დამატენიანებელი ტონიკი, იმისათვის, რომ დახუროთ ფორები და გააგრილოთ სახე
7.ბოლოს დაიტანეთ ინდივიდუალურად შერჩეული დამატენიანებელი საცხი.
რამდენად ხშირად გავიწმინდოთ სახე?
ღრმა წმენდა აუმჯობესებს სახის კანს და ათანაბრებს ფერს. ზოგიერთი პროფესიონალური წმენდის სახეობა აკნეს პრობლემას ჭრის და ხურავს ფორებს. კოსმეტოლოგები სახის წმენდას 2-3 თვეში ერთხელ ინტერვალით გვირჩევენ. დერმის გასუფთავების შემდეგ რეკომენდებულია SPF საცხის გამოყენება, იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ პიგმენტაცია და მზისგან დამწვრობა. მეორე მხრივ SPF საცხის ყოველდღიურად გამოყენებას გვირჩევენ იმისათვის, რომ კანის დაბერებას ხელი შევუშალოთ და მელანომისგან დავიცვათ.
ჩვენებები და უკუჩვენებები: ვისთვის შეიძლება სახის ღრმა წმენდა?
პირველ რიგში, წმენდა სჭირდებათ ჩაშავებული და პრობლემური კანის მქონე ადამიანებს. რეგულარული წმენდა ზედა მკვდარ ფენას მოგაცილებთ, რაც დაგეხმარებათ თავის მოვლის საშუალებების კანში უკეთ შეღწევაში. წმენდა ანელებს დაბერების პროცესს და კანს უფრო მეტ სიმკვრივეს ანიჭებს.
როდის უნდა გავიკეთოთ სახის ღრმა წმენდა?
- როცა ფორები დახშულია
- შავი წერტილების შემთხვევაში
- კანის ცხიმის დიდი რაოდენობით გამოყოფისას
- ჩამუქებული და არათანაბარი კანის ფერის შემთხვევაში
- გამონაყარი
- გაფართოებული ფორები
- სებორეა
- კანის ელასტიკურობის დაკარგვა
სამწუხაროდ, ყველასთვის არ არის დაშვებული კოსმეტიკური წმენდა. პროფესიონალმა უნდა დაადგინოს ინდივიდუალური უკუჩვენებები, საბაზისო უკუჩვენება. პროფესიონალური წმენდა არ არის რეკომენდებული:
- ჭრილობების შემთხვევაში
- მზის დამწვრობისას
- დამსკდარი კაპილარების დროს
- ნებისმიერი უცნობი მგრძნობელობისა და ალერგიულობისას პროდუქტებზე, რომლებსაც წმენდისას იყენებენ
- პატჩ-ტესტი შემოთავაზებულ უნდა იქნეს სალონში პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე
- წამლების მიღებისას, რომლებიც რეაქციას იწვევს კოსმეტიკურ პროდუქტებზე
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებისას - თრომბოზი, ფლებიტი, ჰიპერტონია, სტენოკარდია, კარდიოსტიმულატორის გამოყენებისას.
სხვა სტატიები
სად დავრჩეთ სიღნაღში
სიღნაღი ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და საინტერესო რაიონია და უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მონახულებას შეძლებთ. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ბოდბის მონასტერი, რომელიც გადმოცემის თანახმად წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილასა...
განაგრძე კითხვა
10473
"ესკიზი თელავი / ESQUISSE TELAVI" – ადგილი, სადაც დრო ჩერდება
"ესკიზი თელავი" (Esquisse Telavi) არის ბუტიკის ტიპის დიზაინ-სასტუმრო, რომელიც კახეთის გულში, ისტორიულ ქალაქ თელავში მდებარეობს. სასტუმროს კონცეფცია "თანამედროვე კლასიკაა" და შთაგონებულია XIX საუკუნის ქართული სალონური შეხვედრებით, სადაც მეღვინეობა, ლი...
განაგრძე კითხვა
4225
5 საუკეთესო საჩუქარი დედისთვის
დედა - ეს არის სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტ სითბოსა და თავდადებას იტევს. ყოველდღიურ ორომტრიალში მას ხშირად ავიწყდება საკუთარი თავი, საკუთარი დასვენება და ის პატარა სიამოვნებები, რომლებიც ენერგიით მუხტავს. დედის დღე კი საუკეთესო შანსია, რომ როლები შევც...
განაგრძე კითხვა
3012
რა ვნახოთ გურიაში?
დასავლეთ საქართველოში მდებარე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე გურია თითოეული ჩვენთაგანის გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. გურიაში შეხვდებით გრილ ტყეებს, მინერალურ წყლებს, ალპურ მდელოებს, მწვანეში ჩაფლული ბუნებასა და ქვიშიან სანაპიროებს. სწორედ ამიტომ გ...
განაგრძე კითხვა
17663
კოტეჯი „ცხრა მთას იქით“ ადგილი, სადაც ნამდვილი ზღაპარი იწყება
ხშირად გვსურს გავექცეთ ქალაქის ხმაურს, დავტოვოთ ყოველდღიური რუტინა და აღმოვჩნდეთ სადმე შორს, იქ, სადაც მხოლოდ ბუნება და სიმშვიდეა. თუ ოდესმე გიოცნებიათ ბავშვობის ზღაპრების იმ მისტიკურ ადგილზე, რომელსაც „ცხრა მთას იქით“ ჰქვია, სიღნაღთან ახ...
განაგრძე კითხვა
1388
სტუმრად ღვინის სამშობლოში
კახეთი მეღვინეობის , მევენახეობისა და გასტრონომიის ერთ-ერთი უძველესი კერაა , იგი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში , ასევე ცნობილი როგორც ღვინის და ვენახის სამშობლო . გამოირჩევა, როგორც კულტურული ძეგლის სიმრავლით ასევე სტუმარ-მასპინძლობის კულ...
განაგრძე კითხვა
14049