-
კატეგორია
-
გრიგოლეთი
-
უბანი
-
კატეგორია
-
გრიგოლეთი
-
უბანი
როგორ გავიმარტივოთ სახის მოვლის რუტინა
სახის კანის მოვლა არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თითქოს, ეს ყოველივე დიდ თანხებთან და რესურსთან არის დაკავშირებული. ამიტომ, შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი მსგავსი ტიპის პოსტებს, გვერდსაც უვლით ხოლმე. დროა ეს დამოკიდებულება და წარმოდგენები შევცვალოთ, რაშიც ჩვენ დაგეხმარებით.
ალბათ, ყველა ადამიანის სურვილია, რომ მუდამ ახალგაზრდულად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, რაც სრულებით ბუნებრივია. მაშინ, დროა რამდენიმე პროდუქტი და ხერხი გაგიმხილოთ, რომელიც თავის მოვლის რუტინას გაგიმარტივებთ.
#1 წყალი
ყველაზე მარტივი, უფასო და საუკეთესო გზაა, მივიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი. თუ ამ რეჟიმს ცხოვრების წესად გაიხდით, წლების მომატებასთან ერთად თქვენი ორგანიზმი და კანი მადლობას გეტყვით, რადგან ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, გხდით უფრო ენერგიულს და ხალიასიანს. თქვენი სახის კანი იმაზე ნელა დაიწყებს დანაოჭებას, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რადგან დაბალანსებული წყლის რაოდენობა ორგანიზმში ეხმარება კანს დატენიანებაში და არ აძლევს მას გამოშრობის საშუალებას, რაც თავისთავად ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
#2 სახის გაწმენდა
კანის გაწმენდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ნაწილია სახის მოვლის რუტინაში, რადგან მკვდარ უჯრედებს მოშორება და გაწმენდა ესაჭიროებათ. თუმცა, ამისთვის აუცილებელი არ არის ყოველჯერზე სალონს ეწვიოთ. „კლინიკა ადორი / ADORI DERMATOLOGY“ გთავაზობთ სახის გამწმენდ საშუალებას, რომელიც ღრმად წმენდს და ასუფთავებს კანს, არ აშრობს მას და აქვს მსუბუქი პილინგის ეფექტი. გაისუფათავე სახე სახლის პირობებში მარტივად და დაზოგე ფული.
#3 დამატენიანებელი
სახის წმენდასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი შემდგომი დატენიანება. „კლინიკა ადორი / ADORI DERMATOLOGY“-ის შოკოლადის ნიღაბი კი უმოკლეს დროში დაგიტენიანებთ კანს, დაუბრუნებს მას ჯანსაღ და ბუნებრივ იერს. ყოველივე ეს კი სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, თანაც სახლიდან გაუსვლელად, თუ Hotsale.ge-ს ეწვევით.
#4 სალონური პროცედურა
გარდა, ზემოთ ხსენებული სამი კომპონენტისა, მნიშვნელოვანია, რომ წელიწადში ერთხელ ან რამდენიმეჯერ, გარკვეულ სალონურ პროცედურებსაც მიმართოთ. რაც ჩვენი დახმარებით არც ძვირი დაგიჯდებათ და მაღალ ხარისხსაც მიიღებთ. კომპანია „GEODENT & AESTHETICS“ გთავაზობთ პლაზმოთერაპიის სამ პროცედურას სახის, ყელის და დეკოლტეს არეში. ის უზრუნველყოფს უჯრედოვან დონეზე კანის დატენიანებას, წვრილი ნაოჭების გასწორებას. კანს ეხმარება, რომ მიიღოს ერთგვაროვანი შეფერილობა, ასევე აუფერულებს აკნეს შემდგომ დატოვებულ ნაწიბურებს. ყველაფერი ეს კი მხოლოდ ერთი პროცედურით. დაზოგე დრო და ფული.
კლინიკა რუთს • ROOTS CLINIC
დაზოგე 39 ₾
დარჩენილია
ესთეტიკური კლინიკა ჰერა
დაზოგე 50 ₾
დარჩენილია