გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს - 10 საუკეთესო რჩევა

რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს - 10 საუკეთესო რჩევა

13121

სა­ჩუქ­რის ჩუ­ქე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. შე­მოდ­გო­მის ბო­ლო­დან, მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რებ­ზე ფიქ­რი სულ უფრო აქ­ტი­უ­რი ხდე­ბა. გვინ­და გვჯე­რო­დეს, რომ მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფო­რი­ა­ქი ძი­რი­თა­დად სა­სი­ა­მოვ­ნოა, თუმ­ცა ზო­გის­თვის, სი­ურპრი­ზე­ბის მო­ფიქ­რე­ბა და სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა მო­სა­წყენ აუ­ცი­ლებ­ლო­ბად იქ­ცე­ვა-ხოლ­მე. იმი­სათ­ვის, რომ არ გახ­დეთ „არა­რო­მან­ტი­კუ­ლი“ გან­წყო­ბის მსხვერ­პლი, გა­დავ­წყვი­ტეთ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ რამ­დე­ნი­მე სა­ჩუქ­რის იდეა, რომ­ლე­ბიც არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას გა­გი­ად­ვი­ლებთ.

ამ­ბო­ბენ, რომ მთა­ვა­რი სა­ჩუ­ქა­რი კი არა, ყუ­რა­დღე­ბაა. ამ ფრა­ზის არსი იმა­შია, რომ სა­ჩუ­ქა­რი არ უნდა იყოს უბ­რა­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი მა­ნევ­რი, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ფა­ი­ფუ­რის ფი­გუ­რა, დუ­შ­გე­ლი და სხვა. ეს სო­ცი­ა­ლუ­რი რი­ტუ­ა­ლი უნდა იყოს გა­აზ­რე­ბუ­ლი, გან­ცდი­ლი, რა­ღაც უფრო მეტი, ვიდ­რე უბ­რა­ლო ფაქ­ტი, ნივ­თის ერთი ხე­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ცე­მი­სა.

1. აჩუ­ქე ემო­ცი­ე­ბი და მო­გო­ნე­ბე­ბი

სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ სა­ჩუ­ქა­რი აუ­ცი­ლებ­ლად რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ნივ­თი იყოს. შე­გიძ­ლი­ათ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს გა­უ­კე­თოთ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი და და­უ­ჯავ­შნოთ სას­ტუმ­როს ნო­მე­რი რო­მე­ლი­მე ლა­მაზ ად­გი­ლას. რამ­დე­ნი­მე, ან თუნ­დაც ერთი ღა­მით, კომ­ფორ­ტულ სას­ტუმ­რო­ში დას­ვე­ნე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი ლან­დშაფ­ტე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, ქა­ლა­ქის ხმა­უ­რის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა სწო­რედ ისაა, რაც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ოც­რად სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ასე­თი სი­ურპრი­ზის შერ­ჩე­ვა სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, ონ­ლა­ინ, hotsale-ზე შე­გიძ­ლი­ათ. თან­ხის და­ზოგ­ვის პლატ­ფორ­მა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, ძა­ლი­ან ბი­უ­ჯე­ტუ­რად შე­ი­ძი­ნოთ სა­სურ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბის ჯავ­შნის კოდი და გა­ა­ხა­როთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი.

2. აჩუ­ქე თავ­გა­და­სა­ვა­ლი

თუ ფიქ­რობთ, რომ თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ექ­სტრე­მი მო­აკ­ლდა, ად­რე­სატს კი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს, ზიპ­ლა­ი­ნის ატ­რაქ­ცი­ო­ნი კუს ტბა­ზე - სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ატ­რაქ­ცი­ო­ნი კუს ტბი­დან პირ­და­პირ ვა­კის პარკში ეშ­ვე­ბა. ეს ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ზიპ­ლა­ი­ნია მთელ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია ორი ადა­მი­ა­ნის ერ­თდრო­უ­ლად, გვერ­დიგ­ვერდ დაშ­ვე­ბა. Hotsale-ზე 3-ლა­რი­ა­ნი პრო­მო კო­დის შე­ძე­ნით, 40%-ს და­ზო­გავთ და გა­და­იხ­დით 30 ლარს, 50-ის ნაც­ვლად.

3. აჩუ­ქე ენერ­გია

 

ძა­ლი­ან კარ­გი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა აბო­ნე­მენ­ტი ფიტ­ნეს-დარ­ბაზ­ში. სა­დაც ერ­თად შეძ­ლებთ სი­ა­რულს. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში სა­უ­კე­თე­სო მო­ტი­ვა­ცი­აა. 1-თვი­ა­ნი ული­მი­ტო აბო­ნე­მენ­ტის შე­ძე­ნას 36%-იანი და­ნა­ზო­გით hotsale-ზე შეძ­ლებთ.

4. აჩუ­ქე კარ­გი გან­წყო­ბა

იმის­თვის, რომ სა­ჩუ­ქარ­მა ხში­რად გა­ახ­სე­ნოს თქვე­ნი თავი ად­რე­სატს, შე­არ­ჩი­ეთ ისე­თი ნივ­თი, რო­მელ­საც ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნებს. მა­გა­ლი­თად, იდე­ა­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რია - ბლუ­თუზ ყურ­სას­მე­ნე­ბი, ან Airpods-ები. შეძ­ლებს მო­უს­მი­ნოს მუ­სი­კას ნე­ბის­მი­ერ დროს: მგზავ­რო­ბი­სას, რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მის კე­თე­ბი­სას, ვარ­ჯი­შის, ან სე­ირ­ნო­ბის დროს და ა.შ. არა­ფე­რი ისე არ ქმნის კარგ გან­წყო­ბას, რო­გორც კარ­გი მუ­სი­კა.

5. აჩუ­ქე რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო

რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი არა­სო­დეს კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. გემ­რი­ე­ლი ვახ­შმით, ლა­მაზ გა­რე­მო­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­გებთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გულს.

6. აჩუ­ქე სი­ლა­მა­ზე

გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ყვე­ლას უნდა, რომ ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. კარ­გი სა­ჩუქ­რე­ბის სი­ა­ში სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს beauty მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ hotsale-ზე მო­ძებ­ნოთ სა­სურ­ვე­ლი სერ­ვი­სი. მა­გა­ლი­თად, სა­ხის წმენ­და, შე­ი­ძი­ნოთ პრო­მო კოდი და 46%-ამდე და­ნა­ზო­გით ისარ­გებ­ლოთ.

7. აჩუ­ქე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა

ლა­მა­ზი თმა ქა­ლის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია და, თუ თქვე­ნი ად­რე­სა­ტი ქა­ლია, მას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბა თმის მოვ­ლის პრო­ცე­დუ­რის სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რი. მა­გა­ლი­თად, თმის კე­რა­ტი­ნი, ან თმის ბო­ტოქ­სი.

8. გა­უ­მარ­ტი­ვე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გა­ვი­მარ­ტი­ვოთ რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბი. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბაა რო­ბო­ტი მტვერ­სას­რუ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში. რო­ბო­ტი მტვერ­სას­რუ­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლად წმენ­დს ია­ტაკს და ის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო სა­ჩუ­ქა­რია!

9. შე­უქ­მე­ნი კომ­ფორ­ტი

თუ ორი­გი­ნა­ლურ სა­ჩუ­ქარს ეძებთ, ად­რე­სატს აქვს სა­კუ­თა­რი ეზო, ან აი­ვა­ნი, მა­შინ ძა­ლი­ან კარ­გი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა სკა­მი-ჰა­მა­კი. ჰა­მა­კი გან­ტვირ­თვის და დას­ვე­ნე­ბის­თვის მშვე­ნი­ე­რი იდე­აა გა­მოდ­გე­ბა რო­გორც სახ­ლის­თვის, ეზოს­თვის, ასე­ვე ლაშ­ქრო­ბა­ში.

10. აჩუ­ქე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა

ად­რე­სატს შე­გიძ­ლი­ათ აჩუ­ქოთ მისი საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვრის რო­მე­ლი­მე ნა­ხა­ტი, კან­ვას­ზე და­ბეჭ­დი­ლი, ან თა­ვად შე­ურ­ჩი­ოთ მისი გე­მოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მა­გა­ლი­თად, კლოდ მო­ნეს „მზის ამოს­ვლა“, ან სალ­ვა­დორ და­ლის „სფე­რო­ე­ბის გა­ლა­თეა“. ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი ერ­თდრო­უ­ლად ბი­უ­ჯე­ტუ­რი­ცაა და ლა­მა­ზიც. რო­დე­საც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მას შე­ხე­დავს, ყო­ველ­თვის გა­ახ­სენ­დე­ბით!