რა საგზურები გათამაშდა “ტრენერთა დღე 2023”-ზე

რა საგზურები გათამაშდა “ტრენერთა დღე 2023”-ზე

6108

დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge „ტრენერთა დღე 2023-ის“ სპონსორი და პარტნიორი გახდა.

ღონისძიება, რომელიც 1-ელ მარტს გაიმართა, ტრენინგ ინდუსტრიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი და მნიშვნელოვანი მოვლენაა

ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანს ტრენინგ პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, ერთმანეთთან წარმატებული საქმიანი კავშირების ხელშეწყობა და ისტორიულად პირველად, საქართველოში ტრენინგ ინდუსტრიის ეთიკის დოკუმენტის მიღება წარმოადგენდა. ასევე, პირველად მოხდა ტრენერების დაჯილდოება ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.

 

„ტრენერთა დღე 2023-ის“ მასპინძელი სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel იყო. ღონისძიებას 300-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სტუმარი ეწვია. მისი მოდერატორები კი თორნიკე გურული და თამარ კანაშვილი იყვნენ. 

 

ღონისძიების ფარგლებში Hotsale.ge-მ გაათამაშა საგზურები საქართველოს პრემიუმ ტიპის შემდეგ სასტუმროებში: 

 

 

საფირი სასტუმრო & სპა ბაკურიანი • SAPPHIRE HOTEL & SPA BAKURIANI

ბაკურიანის ცენტრში მდებარე პრემიუმ ტიპის სასტუმრო წლებია Hotsale.ge-ის პარტნიორია, სასტუმრო საფირი არ კარგავს აქტუალობას როგორც ქართველ ისე უცხოელ სტუმრებში.

შენობაში განთავსებულია 27  ნომერი, ლობი, ლაუნჯი, თურქული და ფინური საუნა, კინო და საკონფერენციო დარბაზი, ბავშვთა ოთახი და იზოლირებული ეზო.

ხოლო სასტუმროს პირველ სართულზე მდებარე “Sapphire Lounge”-ში სტუმრებს დახვდებათ სასიამოვნო გარემო, უგემრიელესი კერძები,სასმლის მრავალფეროვანი ასორტიმენტი და გემოვნებიანი მუსიკა.

 

პარკ ჰოტელ წყალტუბო • PARK HOTEL TSKALTUBO

პარკ ჰოთელ წყალტუბო • PARK HOTEL TSKALTUBO იმერეთის რაიონში, მსოფლიო დონის კურორტ წყალტუბოში მდებარეობს. კომპლექსი სტუმრებს საშუალებას აძლევს  ბუნებასთან ახლოს, მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ერთმანეთს იდეალურად შეუთავსონ მკურნალობა, გაჯანსაღება და დასვენება.

სასტუმრის მთავარი მიზანია, როგორც ადგილობრივი, ასევე სამედიცინო ტურიზმის განვითარება. პარკ ჰოთელ წყალტუბო • PARK HOTEL TSKALTUBO ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიციური პროექტია რეგიონში, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზარზე წყალტუბოს როგორც უნიკალური , ბუნებრივი რესურსების მქონე კურორტის პოზიციონირებას.

სასტუმროს შემადგენლობაშია ბალნეოლოგიური, სარეაბილიტაციო, გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი – ბი ჰელსიც, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

 

სავანეთი • SAVANETI

სავანეთი მდებარეობს თელავთან ახლოს, ისტორიულ სოფელ იყალთოში, თბილისიდან 97 კმ მოშორებით. სასტუმრო „სავანეთი" აკმაყოფილებს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს სტუმრის მაქსიმალურ კომფორტს.

სასტუმროს ნომრებიდან იშლება ულამაზესი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთავარ ქედზე. სასტუმროში განთავსებულია გარე აუზი, საუნა, რესტორანი, ლაუნჯი, 5 სრულად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, საბილიარდო, მარანი და ენოთეკა;

ხოლო, სავანეთის რესტორანი სტუმრებს ნატურალური, ადგილობრივი წარმოების, სეზონური პროდუქტებით დამზადებულ კახურ ტრადიციულ და ევროპულ კერძებს სთავაზობს.

 

სასტუმრო სნო ყაზბეგი • HOTEL SNO KAZBEGI

სასტუმრო სნო ყაზბეგი გაიხსნა 2017 წლის აგვისტოში და ბაზარზე ადვილად დაიმკვიდრა სახელი მისი უნიკალური შიდა ინტერიერის, კომფორტული ოთახების და სტუმართმოყვარე მასპინძლების გამო.

სასტუმრო მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, ისტორიულ სოფელ სნოში. ჯამში სასტუმროში დაგხვდებათ 34 ნომერი, ყველა ნომერს აქვს ულამაზესი ხედები როგორც მყინვარის ასევე ჭაუხების და სოფელი სნოს მხარეს.

სნო ყაზბეგს აქვს დიდი საკონფერენციო დარბაზი, სადაც შესაძლებელია 120-მდე ადამიანის განთავსება სრული აღჭურვილობით.

ფაინ შალეს • PINE CHALETS BY KA GROUP

მეგობრებთან ერთად ქალაქიდან გასვლისა და მყუდრო გარემოში განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილია ფაინ შალეს • PINE CHALETS BY KA GROUP. კომპლექსი დამსვენებლებს თანამედროვე ნომრებს და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. ყურადღებიანი პერსონალი კი მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე ზრუნავს. 

ერთ-ერთი მიმართულება რაც გამოარჩევს Pine Chalets by Ka Group არის რესტორანი, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ ხარისხიანი, ნატურალური პროდუქტებით დამზადებული ქართული ტრადიციული კერძები

ფაინ შალეს • PINE CHALETS BY KA GROUP ში სტუმრობისას განსატვირთად,

დღის ბოლოს არაჩვეულებრივი საშუალებაა ღია ცის ქვეშ ტრადიციულ ხის კასრში ცხელი აბაზანების მიღება


თელავი ინნ • TELAVI INN

კახეთში, კერძოდ კი თელავში მდებარე სასტუმრო ოთხივე სეზონზე არ კარგავს პოპულარობას როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებში. კომპლექსი მოიცავს დახურულ და ღია აუზებს, რესტორანს და ფიტნეს დარბაზს.

სასტუმროს ნომრებიდან კი კავკასიონისა და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი იშლება. 

თელავი ინნ • TELAVI INN-ს Hotsale.ge-სთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს, ამ პარტნიორობის ფარგლებში კი საიტის მომხმარებლებს აქვთ საშუალება პრემიუმ ტიპის სასტუმროში დაისვენონ მაღალი დანაზოგით 

სასტუმრო ამირანი • HOTEL AMIRANI

საქართველოს ყველაზე მაღალმთიან ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში, სვანეთში მდებარე სასტუმრო ამირანი Hotsale.ge-სთან პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ ნომრებს მაღალი დანაზოგით. 

მესტიაში მდებარე სასტუმროს ნომრებში დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი, მათ შორის ინდივიდუალური სველი წერტილი,ინტერნეტი,გათბობის სისტემა,ჰიგიენური საშუალებები,საგარდერობე.

ხოლო მეტი კომფორტისთვის სასტუმროს ტერიტორიაზეა საპარკინგე სივრცე.



აღსანიშნავია, რომ დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში უკვე, წლებია ტრენერთა ასოციაციის პარტნიორია. Hotsale.ge ამ ტრადიციის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს