-
კატეგორია
-
ქალაქი
-
უბანი
-
კატეგორია
-
ქალაქი
-
უბანი
Hotsale.ge ფსიქოლოგთა ღონისძიების - Networking მასკარადი 2026-ის პარტნიორი იყო
Hotsale.ge აგრძელებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა მხარდაჭერას - დანაზოგების ყველაზე დიდი პლატფორმა საქართველოში ამჯერად ფსიქოლოგებისა და დარგის გამორჩეულ პროფესიონალთა ღონისძიების, საახალწლო ნეთვორქინგ-მასკარადის მხარდამჭერი იყო.
საღამო ეძღვნებოდა 2025 წლის შეჯამებასა და 2026 წლის სამომავლო გეგმებს, ასევე, დარგის სპეციალისტების სასიამოვნო განყობისა და მოტივაციის შექმნას.
ნეთვორქინგ-მასკარადზე შეკრებილ სტუმრებს ნამდვილი პროფესიული ერთობა და ჯადოსნური გარემო დახვდათ.
ღონისძიებაზე, რომელსაც ფსიქოლოგიის სფეროს წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ, მთავარი აქცენტი ურთიერთობების ძალასა და პიროვნულ ზრდაზე გაკეთდა. სტუმრებმა საკარნავალო კოსტიუმებითა და მხიარული განწყობით საღამოზე სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნეს.
საღამო მოიცავდა: ემოციების ნეთვორქინგს - პროფესიონალური კავშირებისა და ახალი მეგობრობის დასაწყისს; თამაშს - საიდუმლო სანტა და გალა-ვახშამსა და შოუს მუსიკით, ცეკვითა და პოზიტიური ენერგიით.
ღონისძიების სტუმრებს Hotsale.ge-მ განსაკუთრებით სასიამოვნო საჩუქრები მოუმზადა და 5 პრემიუმ კლასის სასტუმროს საგზური გაათამაშა.
„მოხარულები ვართ, რომ ქვეყნის ამ გამორჩეული საზოგადოების გვერდით ვიყავით, როგორც ღონისძიების ოფიციალური სპონსორი და პარტნიორი. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც სხვების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, თავადაც იმსახურებენ საუკეთესო დასვენებას“, - აღნიშნა Hotsale.ge-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელმა ლანა ცხადაძემ.
გათამაშების გამარჯვებული სტუმრები შემდეგი სასტუმროს საგზურებით დასაჩუქრდნენ:
● Meteo Kakheti • მეტეო კახეთი
კახეთის გულში, სოფელ რუისპირში მდებარე ეს 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო მშვიდ და დაუვიწყარ დასვენებას გპირდებათ. „მეტეო კახეთი“ სტუმრებს დახვეწილი ნომრებით, პანორამული საცურაო აუზითა და ულამაზესი ბაღით მასპინძლობს. სტუმრები მიიღებენ განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებასაც - რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ნობათითა და და ნატურალური პროდუქტებით მომზადებული უგემრიელესი კერძები. სასტუმროს ხელსაყრელი მდებარეობა საშუალებას მოგცემთ, მარტივად მოხვდეთ ისტორიულ შემდეგ ძეგლებთან: ერეკლე II-ის სასახლე და გრემის ციხე.
საღამოს კი მყუდრო ტერასაზე ან გარე ბუხართან განტვირთვის შესაძლებლობა გექნებათ.

● Hotel Kvirila • სასტუმრო ყვირილა
ჭიათურის გულში, მდინარე ყვირილის ნაპირზე მდებარე სასტუმრო „ყვირილა“ გთავაზობთ კომფორტულ და მყუდრო გარემოს იდეალური დასვენებისთვის. სასტუმროში დაგხვდებათ კონდიცირებით, აივნებითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი საოჯახო ნომრები, საიდანაც მთის ულამაზესი ხედები იშლება. სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები ადგილობრივ რესტორანში ან განიტვირთონ ღია ტერასაზე. სასტუმრო მეგობრულია შინაური ცხოველების მიმართ და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სერვისს რამდენიმე ენაზე.

● ბუტიკ სასტუმრო ლეთო • LETO BOUTIQUE HOTEL
ზუგდიდის ცენტრში მდებარე ამ 5-ვარსკვლავიანი ბუტიკ სასტუმროში ყველაფერია, რაც კომფორტული დასვენებისთვის გჭირდებათ.
სასტუმროს მთავარი სავიზიტო ბარათია სახურავზე განთავსებული პანორამული აუზი (Infinity Pool) და თანამედროვე სპა-ცენტრი, რომელიც საუნას, სოლარიუმსა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს მოიცავს. ელეგანტური ნომრებიდან ქალაქის იშლება ულამაზესი ხედები. სტუმრებს განსაკუთრებით სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობს რესტორანი, სადაც სტუმრებს ქართული და ევროპული სამზარეულოს საუკეთესო კერძები ელოდებათ.
ფიტნეს დარბაზი, ღამის კლუბი და ბავშვებისთვის მორგებული გარემო „ბუტიკ სასტუმრო ლეთო • LETO BOUTIQUE HOTEL“ იდეალურ ადგილად აქცევს როგორც საქმიანი ვიზიტების, ასევე, ოჯახური დასვენებისთვის.

სიღნაღთან ახლოს, სოფელ ქედელში მდებარე „ლოსტ რიჯ ინ“ საქართველოში პირველი კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც ბუტიკ-სასტუმროს, კრაფტ-ლუდსახარშსა და საცხენოსნო რანჩოს აერთიანებს. სტუმრებს დახვდებათ ეთნო-სტილში გადაწყვეტილი უნიკალური ნომრები და ტერასები, საიდანაც კავკასიონისა და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედები იშლება. სასტუმრო გამორჩეულია თავისი „ცეცხლოვანი სამზარეულოთი“ (Fire Kitchen), სადაც კერძები ადგილობრივი მეურნეობების ნატურალური პროდუქტებით მზადდება. მშვიდი გარემო, სასტუმროს მარანში დაძველებული ლუდი და სიღნაღის სიახლოვე ამ ადგილს საუკეთესო არჩევანად აქცევს მათთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე და ავთენტური გარემო იზიდავს.

● „ბუტიკ სასტუმრო ტალავერი / BOUTIQUE HOTEL TALAVERI“
თელავის ისტორიულ ნაწილში მდებარე ბუტიკ სასტუმრო „ბუტიკ სასტუმრო ტალავერი / BOUTIQUE HOTEL TALAVERI“ სტუმრებს სთავაზობს ახლახან რეაბილიტირებულ, მყუდრო და თანამედროვე გარემოს.
სასტუმროში გელოდებათ გამწვანებული ეზო და ღია საცურაო აუზით, რომელიც წლის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, დაისვენონ ტერასაზე ან ისარგებლონ საერთო სამზარეულოთი და ლაუნჯით. სასტუმროს ადგილმდებარეობა იდეალურია ქალაქის დასათვალიერებლად, რადგან მთავარ ღირსშესანიშნაობებთან, ერეკლე II-ის სასახლესა ცნობილ გიგანტურ ჭადართან ახლოს მდებარეობს. დილა აქ იწყება მრავალფეროვანი საუზმით, აუზის ბარი კი საუკეთესო ადგილია განსატვირთად.
