გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

კატეგორია

  • ქუთაისი
  • ქუთაისი
Booking-ის ალტერნატივა საქართველოში: დაჯავშნე სასტუმრო ონლაინ და დაზოგე თანხა

Booking-ის ალტერნატივა საქართველოში: დაჯავშნე სასტუმრო ონლაინ და დაზოგე თანხა

219

მოგზაურობის დაგეგმვა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი! თუ საქართველოში დასვენებას გეგმავ და გსურს სასურველი სასტუმრო საუკეთესო ფასად დაჯავშნო, HotBook სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს.

HotBook გაძლევს შესაძლებლობას, ონლაინ შეარჩიო სასტუმროების შეთავაზებები, შეარჩიო შენს სურვილებსა და ბიუჯეტზე მორგებული ვარიანტი და დასვენება სახლიდან გაუსვლელად დაგეგმო.

 

რატომ HotBook?

დასვენების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია კომფორტი, ხელმისაწვდომობა და დროის დაზოგვა. HotBook სასტუმროს შერჩევისა და დაჯავშნის პროცესს უფრო მოსახერხებელს ხდის, აღარ გჭირდება ზედმეტი დროის დახარჯვა, როცა სასურველი შეთავაზებების მოძიება ონლაინ შეგიძლია.

იქნება ეს რომანტიკული უიქენდი, ოჯახური დასვენება თუ მეგობრებთან ერთად დაგეგმილი მოგზაურობა, შეგიძლია მოძებნო შენთვის სასურველი ვარიანტი და წინასწარ დაგეგმო დაუვიწყარი დღეები.

აღმოაჩინე საქართველოს კუთხეები

ზღვისპირა დასვენება ბათუმში, სიმშვიდე კახეთში, მთის ხედები ყაზბეგში თუ განტვირთვა ბორჯომში - საქართველო უამრავ საინტერესო მიმართულებას გთავაზობს. HotBook-ის დახმარებით შეგიძლია დაგეგმო შემდეგი მოგზაურობა და შეარჩიო სასტუმრო, რომელიც შენს გეგმებს შეესაბამება.

დაგეგმე დასვენება მარტივად და დაზოგე თანხა

სასიამოვნო მოგზაურობისთვის აუცილებელი არ არის ზედმეტი ხარჯების გაწევა. მთავარია, სწორად შეარჩიო სასტუმრო და ისარგებლო შენთვის ხელსაყრელი შეთავაზებით.

HotBook - შენი შემდეგი მოგზაურობის დაგეგმვა ერთი ნაბიჯით მარტივდება. აღმოაჩინე სასტუმროები, დაჯავშნე ონლაინ და მოემზადე ახალი შთაბეჭდილებებისთვის!