-
კატეგორია
-
თბილისი
-
კრწანისი
-
კატეგორია
-
თბილისი
-
კრწანისი

5 პრემიუმ ტიპის სასტუმრო ზღვისპირეთში 57%-მდე დანაზოგით - დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად
თუ ზღვისპირეთში გეგმავთ წასვლას და სასტუმრო ჯერ არ შეგირჩევიათ, გაეცანით Hotsale.ge-ის რჩევებს და გაატარეთ შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ერთად კომფორტულ გარემოში. რაც მთავარია, დიდი დანაზოგით.
„ლიც რეზორტი“ - ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ბათუმთან ახლოს, კვარიათის მთაზე, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე მდებარეობს. 16 დონიანი შენობა იმდენად ორგანულადაა შერწყმული მთის კონტურთან, რომ შორიდან მხოლოდ თანამედროვე „სვანურ კოშკს" შეამჩნევთ. მთის კიდეზე აღმართული სასტუმროდან 360°-იანი პანორამული ხედი იშლება თურქეთის ქალაქ "რიზედან" - ბათუმამდე. კარგ ამინდში კი მთელი კავკასიონის ქედის დათვალიერებაა შესაძლებელი. რეზორტი ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტიდან 15 კმ-ით არის დაშორებული, აქვს სტუმრების აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი და საკუთარი ჰელიპორტი. აქაური ჰავა ზღვის და მთის ჰაერის ნაზავს წარმოადგენს, რაც ზაფხულში 7-8°C-ით უფრო გრილ და ნაკლებად ნესტიან გარემოს უზრუნველყოფს. აქ ყოველთვის უბერავს სასიამოვნო ზღვის ნიავი, რაც დამსვენებლებისთვის დამატებითი კომფორტია. სასტუმროს ყველა - 101 ოთახს აქვს ზღვის სრული ხედი, ზოგ ოთახს პანორამული ხედი ორი მხრიდან, ზოგს კი ოთხივე მხრიდან აკრავს. რეზორტი გარშემორტყმულია ულამაზესი ტყით, სადაც სეირნობას საფეხმავლო და ცხენით საჯირითო ბილიკებით შეძლებთ.
თუ სასტუმროს ჰოთსეილზე დაჯავშნით, 21%-მდე დანაზოგს მიიღებთ!
“სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი • DREAMLAND OASIS HOTEL”
“სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი • DREAMLAND OASIS HOTEL” ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და თანამედროვე დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში. პროექტი აერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, აუზებს, აკვაპარკს, ბარებსა და რესტორნებს, განახლებულ სანაპირო ზოლს, გასართობ სივრცეებსა და ბუნებრივ ლანდშაფტს. კომპლექსი გადაჭიმულია 13 ჰექტარზე და გარშემორტყმულია 9000-ზე მეტი უნიკალური მცენარით, რაც ქმნის გამორჩეულ გარემოს ოჯახური, ინდივიდუალური თუ რომანტიკული დასვენებისთვის. თანამედროვე ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს, უსაფრთხოებას და ხარისხიან მომსახურებას.
თუ სასტუმროს ჰოთსეილზე დაჯავშნით, მიიღებთ 26%-მდე დანაზოგს!
კორპუსი ალბა სასტუმრო კასტელო მარე • Campus Alba Castello Mare Hotel
საქართველოს წამყვანი დანაზოგების პლატფორმა Hotsale.ge აგრძელებს მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობას ზღვისპირა პრემიუმ კლასის სასტუმრო "კასტელო მარე • Castello Mare"-თან. მომხმარებლებს 2025 წელსაც ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, დაისვენონ ციხისძირში განსაკუთრებულად ხელსაყრელ ფასად.
სიმწვანეში ჩაფლული, ზღვის ხედის პეიზაჟის მქონე პრემიუმ კლასის კომპლექსი Castello Mare გახსნის დღიდან იპყრობს დამსვენებლების გულებს. უნიკალური არქიტექტურა, კომფორტული ლოკაცია ბათუმთან ახლოს (მხოლოდ 17 კმ), და მაღალი დონის მომსახურება ქმნის იდეალურ გარემოს დასვენებისა და განტვირთვისთვის.
Castello Mare წარმოადგენს სრულფასოვან გამაჯანსაღებელ კომპლექსს, რომელიც აერთიანებს:
- ღია და დახურულ აუზებს
- ცხელი ზონით აღჭურვილ სპა ცენტრს
- თანამედროვე ფიტნეს დარბაზს
- ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნებს
- ბილიარდსა და მაგიდის ჩოგბურთს
- მულტიფუნქციურ კინოთეატრს
- ელეგანტურ რესტორანს
სასტუმროში წარმოდგენილია 110 ნომერი 9 განსხვავებული კატეგორიით – სტანდარტულიდან საპრეზიდენტო ლუქსამდე. თითოეული ნომერი აღჭურვილია აივნით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი შავ ზღვასა და აჭარის ბუნებაზე.
თუ სასტუმროს ჰოთსეილზე დაჯავშნით, მიიღებთ 43%-მდე დანაზოგს!
"მირამარ მაგნეტიკ ბიჩ რეზორტი • MIRAMARE MAGNETIC BEACH RESORT"
სასტუმრო წარმოადგენს ახალგახსნილ 5 ვარსკვლავიან ევროპული მენეჯმენტის მართვის ქვეშ არსებულ სისტემას, სხვადასხვა სერვისებით. სასტუმროში ხელმისაწვდომია 125 თანამედროვე, დახვეწილი და ძალიან კომფორტული ნომრები 5 კატეგორიაში, რომელთა უმრავლესობა მომხმარებელს გაშლილი ზღვის ხედს სთავაზობს.
მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც განთავსების სერვისით, ასევე კვებით მთავარ რესტორან Magnetic-ში. ასევე, სასტუმროში წარმოდგენილი Sky Bar სივრცე ღია ვერანდით.
დამატებითი სერვისები:
- ტაილანდური მასაჟი
- ცხელი ჯაკუზის სერვისი
- კერძო სანაპირო
- გარე აუზი
- მწვანე ეზო
- თავისუფალი პარკირება
- მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელი სასტუმროს ტერიტორიაზე.
სასტუმროს ძირითადი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა: ირგვლივ ასწლოვანი ფიჭვნარი ზოლია, რომლის ჰაერი რამდენიმე მიმართულების დაავადების სამკურნალოდაა რეკომენდებული. ამ კუთხით, ქობულეთი ველნეს ტურიზმის ცენტრადაც მოიაზრება შავიზღვისპირეთში. სასტუმრო იდეალური ადგილია თალასოთერაპიის მოყვარულთათვის, ადამიანებისთვის, ვინც მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და სურს განმარტოება საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნისთვის.
თუ სასტუმროს ჰოთსეილზე დაჯავშნით, მიიღებთ 31%-მდე დანაზოგს!
სასტუმრო გრინვუდი • GREENWOOD HOTEL
“გრინვუდი” უნიკალურია როგორც ადგილმდებარეობით, ისე კონცეფციით - მრავალფუნქციური სივრცე აერთიანებს სასტუმროს, აპარტოტელსა და რესტორანს. მისი სერვისები და გარემო ქმნის სრულყოფილ პირობებს დასვენებისა და მასპინძლობისთვის.
“გრინვუდი”, ბუტიკური ტიპის პრემიუმ კლასის სასტუმროა, სადაც ძირითადი აქცენტი ბუნებასთან და გარემოსთან შერწყმაზეა გაკეთებული. აქ სტუმარი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ განტვირთვასაც შეძლებს. თუ ზაფხულის გატარებას შავიზღვისპირეთში გეგმავთ, გრინვუდის სასტუმროში საუცხოო ბუნება, პლაჟი, სუფთა ჰაერი, ულამაზესი ხედები და დაუვიწყარი გარემო დაგხვდებათ, სადაც მომავალში კიდევ არაერთხელ დაბრუნდებით.
სასტუმრო 74 ნომერს აერთიანებს. სტუმრებს თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა ზომის ნომრები ზღვისა, თუ ბოტანიკური ბაღის ხედით, ვერანდითა თუ პირადი ჯაკუზით. თითოეული ნომერი თანამედროვე ინტერიერითა და დახვეწილი დეტალებით გამოირჩევა და სტუმრების კომფორტისა და საუკეთესო განწყობის შესაქმნელად მაქსიმალურადაა აღჭურვილი, მათ შორის, საჭირო ტექნიკითა და სწრაფი ინტერნეტით.
თუ სასტუმროს ჰოთსეილზე დაჯავშნით, მიიღებთ 31%-მდე დანაზოგს!