გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

5 პრემიუმ ტიპის სასტუმრო ზღვისპირეთში 57%-მდე დანაზოგით - დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად

5 პრემიუმ ტიპის სასტუმრო ზღვისპირეთში 57%-მდე დანაზოგით - დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად

198

თუ ზღვის­პი­რეთ­ში გეგ­მავთ წას­ვლას და სას­ტუმ­რო ჯერ არ შე­გირ­ჩე­ვი­ათ, გა­ე­ცა­ნით Hotsale.ge-ის რჩე­ვებს და გა­ა­ტა­რეთ შა­ბათ-კვი­რა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში. რაც მთა­ვა­რია, დიდი და­ნა­ზო­გით.

 

ლიც რე­ზორ­ტი • LITZ RESORT

„ლიც რე­ზორ­ტი“ - ხუთ ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­თან ახ­ლოს, კვა­რი­ა­თის მთა­ზე, ზღვის დო­ნი­დან 370 მ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს. 16 დო­ნი­ა­ნი შე­ნო­ბა იმ­დე­ნად ორ­გა­ნუ­ლა­დაა შერ­წყმუ­ლი მთის კონ­ტურ­თან, რომ შო­რი­დან მხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე „სვა­ნურ კოშკს" შე­ამ­ჩნევთ. მთის კი­დე­ზე აღ­მარ­თუ­ლი სას­ტუმ­რო­დან 360°-იანი პა­ნო­რა­მუ­ლი ხედი იშ­ლე­ბა თურ­ქე­თის ქა­ლაქ "რი­ზე­დან" - ბა­თუ­მამ­დე. კარგ ამინ­დში კი მთე­ლი კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. რე­ზორ­ტი ბა­თუ­მის

სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან 15 კმ-ით არის და­შო­რე­ბუ­ლი, აქვს სტუმ­რე­ბის აე­რო­პორ­ტი­დან ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სერ­ვი­სი და სა­კუ­თა­რი ჰე­ლი­პორ­ტი. აქა­უ­რი ჰავა ზღვის და მთის ჰა­ე­რის ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს, რაც ზა­ფხულ­ში 7-8°C-ით უფრო გრილ და ნაკ­ლე­ბად ნეს­ტი­ან გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყოფს. აქ ყო­ველ­თვის უბე­რავს სა­სი­ა­მოვ­ნო ზღვის ნი­ა­ვი, რაც დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი კომ­ფორ­ტია. სას­ტუმ­როს ყვე­ლა - 101 ოთახს აქვს ზღვის სრუ­ლი ხედი, ზოგ ოთახს პა­ნო­რა­მუ­ლი ხედი ორი მხრი­დან, ზოგს კი ოთხი­ვე მხრი­დან აკ­რავს. რე­ზორ­ტი გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ულა­მა­ზე­სი ტყით, სა­დაც სე­ირ­ნო­ბას სა­ფეხ­მავ­ლო და ცხე­ნით სა­ჯი­რი­თო ბი­ლი­კე­ბით შეძ­ლებთ.

თუ სას­ტუმ­როს ჰოთ­სე­ილ­ზე და­ჯავ­შნით, 21%-მდე და­ნა­ზოგს მი­ი­ღებთ!

 

 

“სას­ტუმ­რო დრიმ­ლენდ ოა­ზი­სი • DREAMLAND OASIS HOTEL”

“სას­ტუმ­რო დრიმ­ლენდ ოა­ზი­სი • DREAMLAND OASIS HOTEL” ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში. პრო­ექ­ტი აერ­თი­ა­ნებს სას­ტუმ­როს, აპარ­ტა­მენ­ტებს, აუ­ზებს, აკ­ვა­პარკს, ბა­რებ­სა და რეს­ტორ­ნებს, გა­ნახ­ლე­ბულ სა­ნა­პი­რო ზოლს, გა­სარ­თობ სივ­რცე­ებ­სა და ბუ­ნებ­რივ ლან­დშაფტს. კომ­პლექ­სი გა­და­ჭი­მუ­ლია 13 ჰექ­ტარ­ზე და გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია 9000-ზე მეტი უნი­კა­ლუ­რი მცე­ნა­რით, რაც ქმნის გა­მორ­ჩე­ულ გა­რე­მოს ოჯა­ხუ­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თუ რო­მან­ტი­კუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის. თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უზ­რუნ­ველ­ყოფს მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტს, უსაფრ­თხო­ე­ბას და ხა­რის­ხი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას.

თუ სას­ტუმ­როს ჰოთ­სე­ილ­ზე და­ჯავ­შნით, მი­ი­ღებთ 26%-მდე და­ნა­ზოგს!

 

 

კორ­პუ­სი ალბა სას­ტუმ­რო კას­ტე­ლო მარე • Campus Alba Castello Mare Hotel

სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის პლატ­ფორ­მა Hotsale.ge აგ­რძე­ლებს მრა­ვალ­წლი­ან წარ­მა­ტე­ბულ პარტნი­ო­რო­ბას ზღვის­პი­რა პრე­მი­უმ კლა­სის სას­ტუმ­რო "კას­ტე­ლო მარე • Castello Mare"-თან. მომ­ხმა­რებ­ლებს 2025 წელ­საც ეძ­ლე­ვათ უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ის­ვე­ნონ ცი­ხის­ძირ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხელ­საყ­რელ ფა­სად.​

 

სიმწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი, ზღვის ხე­დის პე­ი­ზა­ჟის მქო­ნე პრე­მი­უმ კლა­სის კომ­პლექ­სი Castello Mare გახ­სნის დღი­დან იპყრობს დამ­სვე­ნებ­ლე­ბის გუ­ლებს. უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რა, კომ­ფორ­ტუ­ლი ლო­კა­ცია ბა­თუმ­თან ახ­ლოს (მხო­ლოდ 17 კმ), და მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა ქმნის იდე­ა­ლურ გა­რე­მოს დას­ვე­ნე­ბი­სა და გან­ტვირ­თვის­თვის.

 

Castello Mare წარ­მო­ად­გენს სრულ­ფა­სო­ვან გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ კომ­პლექსს, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს:

  • ღია და და­ხუ­რულ აუ­ზებს
  • ცხე­ლი ზო­ნით აღ­ჭურ­ვილ სპა ცენ­ტრს
  • თა­ნა­მედ­რო­ვე ფიტ­ნეს დარ­ბაზს
  • ჩოგ­ბურ­თი­სა და კა­ლათ­ბურ­თის მო­ედ­ნებს
  • ბი­ლი­არ­დსა და მა­გი­დის ჩოგ­ბურთს
  • მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ კი­ნო­თე­ატრს
  • ელე­გან­ტურ რეს­ტო­რანს

სას­ტუმ­რო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 110 ნო­მე­რი 9 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ით – სტან­დარ­ტუ­ლი­დან საპ­რე­ზი­დენ­ტო ლუქ­სამ­დე. თი­თო­ე­უ­ლი ნო­მე­რი აღ­ჭურ­ვი­ლია აივ­ნით, სა­ი­და­ნაც იშ­ლე­ბა ულა­მა­ზე­სი ხედი შავ ზღვა­სა და აჭა­რის ბუ­ნე­ბა­ზე.

 

თუ სას­ტუმ­როს ჰოთ­სე­ილ­ზე და­ჯავ­შნით, მი­ი­ღებთ 43%-მდე და­ნა­ზოგს!

 

 

"მი­რა­მარ მაგ­ნე­ტიკ ბიჩ რე­ზორ­ტი • MIRAMARE MAGNETIC BEACH RESORT"

სას­ტუმ­რო წარ­მო­ად­გენს ახალ­გახ­სნილ 5 ვარ­სკვლა­ვი­ან ევ­რო­პუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბულ სის­ტე­მას, სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სე­ბით. სას­ტუმ­რო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია 125 თა­ნა­მედ­რო­ვე, დახ­ვე­წი­ლი და ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი ნომ­რე­ბი 5 კა­ტე­გო­რი­ა­ში, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მომ­ხმა­რე­ბელს გაშ­ლი­ლი ზღვის ხედს სთა­ვა­ზობს.

მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს რო­გორც გან­თავ­სე­ბის სერ­ვი­სით, ასე­ვე კვე­ბით მთა­ვარ რეს­ტო­რან Magnetic-ში. ასე­ვე, სას­ტუმ­რო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი Sky Bar სივ­რცე ღია ვე­რან­დით.

და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვი­სე­ბი:

  • ტა­ი­ლან­დუ­რი მა­სა­ჟი
  • ცხე­ლი ჯა­კუ­ზის სერ­ვი­სი
  • კერ­ძო სა­ნა­პი­რო
  • გარე აუზი
  • მწვა­ნე ეზო
  • თა­ვი­სუ­ფა­ლი პარ­კი­რე­ბა
  • მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტი მთე­ლი სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

სას­ტუმ­როს ძი­რი­თა­დი უპი­რა­ტე­სო­ბა მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაა: ირ­გვლივ ას­წლო­ვა­ნი ფიჭვნა­რი ზო­ლია, რომ­ლის ჰა­ე­რი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო­დაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ამ კუ­თხით, ქო­ბუ­ლე­თი ველ­ნეს ტუ­რიზ­მის ცენ­ტრა­დაც მო­ი­აზ­რე­ბა შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში. სას­ტუმ­რო იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია თა­ლა­სო­თე­რა­პი­ის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნავს და სურს გან­მარ­ტო­ე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში ყოფ­ნის­თვის.

თუ სას­ტუმ­როს ჰოთ­სე­ილ­ზე და­ჯავ­შნით, მი­ი­ღებთ 31%-მდე და­ნა­ზოგს!

 

 

სას­ტუმ­რო გრინ­ვუ­დი • GREENWOOD HOTEL

“გრინ­ვუ­დი” უნი­კა­ლუ­რია რო­გორც ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბით, ისე კონ­ცეფ­ცი­ით - მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე აერ­თი­ა­ნებს სას­ტუმ­როს, აპარ­ტო­ტელ­სა და რეს­ტო­რანს. მისი სერ­ვი­სე­ბი და გა­რე­მო ქმნის სრულ­ყო­ფილ პი­რო­ბებს დას­ვე­ნე­ბი­სა და მას­პინ­ძლო­ბის­თვის.

 

“გრინ­ვუ­დი”, ბუ­ტი­კუ­რი ტი­პის პრე­მი­უმ კლა­სის სას­ტუმ­როა, სა­დაც ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ბუ­ნე­ბას­თან და გა­რე­მოს­თან შერ­წყმა­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი. აქ სტუ­მა­რი არა მხო­ლოდ ფი­ზი­კურ, არა­მედ სუ­ლი­ერ გან­ტვირ­თვა­საც შეძ­ლებს. თუ ზა­ფხუ­ლის გა­ტა­რე­ბას შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში გეგ­მავთ, გრინ­ვუ­დის სას­ტუმ­რო­ში სა­უ­ცხოო ბუ­ნე­ბა, პლა­ჟი, სუფ­თა ჰა­ე­რი, ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი და და­უ­ვი­წყა­რი გა­რე­მო დაგ­ხვდე­ბათ, სა­დაც მო­მა­ვალ­ში კი­დევ არა­ერ­თხელ დაბ­რუნ­დე­ბით.

სას­ტუმ­რო 74 ნო­მერს აერ­თი­ა­ნებს. სტუმ­რებს თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ სხვა­დას­ხვა ზო­მის ნომ­რე­ბი ზღვი­სა, თუ ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ხე­დით, ვე­რან­დი­თა თუ პი­რა­დი ჯა­კუ­ზით. თი­თო­ე­უ­ლი ნო­მე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რი­ე­რი­თა და დახ­ვე­წი­ლი დე­ტა­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და სტუმ­რე­ბის კომ­ფორ­ტი­სა და სა­უ­კე­თე­სო გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი, მათ შო­რის, სა­ჭი­რო ტექ­ნი­კი­თა და სწრა­ფი ინ­ტერ­ნე­ტით.

თუ სას­ტუმ­როს ჰოთ­სე­ილ­ზე და­ჯავ­შნით, მი­ი­ღებთ 31%-მდე და­ნა­ზოგს!