გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

როგორ დავისვენოთ მთაში ბიუჯეტურად

როგორ დავისვენოთ მთაში ბიუჯეტურად

6527

შობა-ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში რო­გორც გარ­თო­ბა, ისე სა­სი­ა­მოვ­ნო დას­ვე­ნე­ბის მო­წყო­ბა და გან­ტვირ­თვა ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბამ­დე მარ­თლაც სა­უ­კე­თე­სო რა­მაა, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თა­ვებ­სა და ოჯახს გა­ვუ­კე­თოთ. სწო­რედ ამი­ტომ მი­იჩ­ქა­რის დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბის­კენ, სა­დაც ბევ­რი გა­სარ­თო­ბი და სუფ­თა ჰა­ე­რი გვე­ლო­დე­ბა, პრე­მი­უმ კლა­სის სას­ტუმ­რო­ე­ბი კი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩვენ გი­ამ­ბობთ, დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის შექ­მნა­ზე ზრუ­ნა­ვენ

სამ­თო სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის მო­წყო­ბა შე­უძ­ლია ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს, რაც მეტი დრო­ის ერ­თად გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ის მშვი­დი გა­რე­მო კი, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის კუ­რორ­ტებ­ზე იშ­ვი­ა­თო­ბაა, ახა­ლი ენერ­გი­ით და­მუხ­ტვის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

 

შიდა ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლი და­ნა­ზო­გე­ბის პლატ­ფორ­მა Hotsale.ge-ს რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით გირ­ჩევთ 5 პრე­მი­უმ კლა­სის სას­ტუმ­როს სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე, სა­დაც ნამ­დვი­ლად ღირს დას­ვე­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, დიდი და­ნა­ზო­გით:

 

რა­ი­მონდ პა­ლა­სი • RAIMOND PALACE

სას­ტუმ­რო ბა­კუ­რი­ან­ში, დიდ­ვე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი დი­ზა­ი­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მისი მშე­ნებ­ლო­ბი­სას პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი კომ­პლექსში მაქ­სი­მა­ლუ­რად ჯან­სა­ღი, სა­სი­ა­მოვ­ნო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა. სწო­რედ ამი­ტომ „რა­ი­მონდ პა­ლა­სის“ ინ­ტე­რი­ერ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მხო­ლოდ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა მა­სა­ლე­ბი.

Raimond Palace მდე­ბა­რე­ობს Crystal ski arena-ს სა­ბა­გი­როს გვერ­დით. სას­ტუმ­რო­ში დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი სა­ცუ­რაო აუ­ზია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ხოლო ნომ­რე­ბი­დან იშ­ლე­ბა ბა­კუ­რი­ა­ნის პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი.

Hotsale.ge- და Raimond Palace პარტნი­ო­რე­ბი არი­ან, რაც ვებგ­ვერ­დის ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სას­ტუმ­რო­ში 40%-მდე და­ნა­ზო­გით და­ის­ვე­ნონ.

გუ­და­უ­რა • GOODAURA

სას­ტუმ­რო GoodAura მდე­ბა­რე­ობს სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ გუ­და­უ­რის ცენ­ტრში,პირ­ვე­ლი სა­ბა­გი­რო­დან 10 წუ­თის ფე­ხით სა­ვალ­ზე.

ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­რო მდე­ბა­რე­ობს ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტრზე და სტუმ­რებს კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­სა და და­უ­ვი­წყარ დას­ვე­ნე­ბას სთა­ვა­ზობს.

GoodAura-ს ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბაა დიდი ფან­ჯრე­ბი, სა­ი­და­ნაც ულა­მა­ზე­სი პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა. სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო და თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნი მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტსა და სა­სი­ა­მოვ­ნო დას­ვე­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. თუკი Hotsale.ge-ის შე­თა­ვა­ზე­ბით ისარ­გებ­ლებთ, „გუ­და­უ­რა­ში“ დას­ვე­ნე­ბას 26%-იანი და­ნა­ზო­გით შეძ­ლებთ.

 

გუ­და­უ­რი ლოფ­თი / GUDAURI LOFT

სას­ტუმ­რო Gudauri Loft გუ­და­უ­რის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე­ობს. იგი 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­იხ­სნა და ყვე­ლა სტუმ­რის გულს იპყრობს სერ­ვი­სის მა­ღა­ლი დო­ნი­თა და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო­თი. კომ­პლექ­სი რვა­სარ­თუ­ლი­ა­ნია და მის ფან­ჯრე­ბი­და­ნაც იშ­ლე­ბა დი­დე­ბუ­ლი ხედი კავ­კა­სი­ის მთის მწვერ­ვა­ლებ­ზე.

სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაგ­ხვდე­ბათ რეს­ტო­რა­ნი, სა­დაც სტუმ­რებს ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­დევ­რე­ბით უმას­პინ­ძლდე­ბი­ან.

Gudauri Loft-ში მო­წყო­ბი­ლია SPA კომ­პლექ­სიც, სა­დაც და­ხუ­რუ­ლი სა­ცუ­რაო აუზი, ფი­ნუ­რი და ორ­თქლის სა­უ­ნე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ასე­ვე სას­ტუმ­როს სა­ხუ­რავ­ზე მდე­ბა­რე­ობს ჯა­კუ­ზიც.

თუ აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა გი­ზი­დავთ სას­ტუმ­რო­ში მო­წყო­ბი­ლია სა­თხი­ლა­მუ­რო ოთა­ხი სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რის შე­სა­ნა­ხად. Hotsale.ge-ის შე­თა­ვა­ზე­ბით შეძ­ლებთ 29%-იანი და­ნა­ზო­გით ისარ­გებ­ლოთ.

 

კვად­რუმ სკი და იოგა რე­ზორ­ტი • QUADRUM SKI AND YOGA RESORT

სას­ტუმ­რო Quadrum Gudauri Ski & Yoga resort ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის სან­დრო რა­მიშ­ვი­ლის ეკო­მე­გობ­რუ­ლი პრო­ექ­ტია, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის დრო­საც გა­მო­ი­ყე­ნეს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის მა­სა­ლე­ბი.

სას­ტუმ­რო­ში 22 ოთა­ხია, პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დით მთებ­ზე, ნომ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას აქვს სა­კუ­თა­რი ტე­რა­სე­ბი. კვად­რუ­მის სა­ავ­ტო­რო სამ­ზა­რე­უ­ლოს რეს­ტო­რა­ნი გათ­ვლი­ლია 60–70 ადა­მი­ან­ზე და დი­ლის 08:00-დან 00:00-მდე ემ­სა­ხუ­რე­ბა დამ­სვე­ნებ­ლებს.

კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს სპა-ზო­ნას, სა­ცუ­რაო აუზს, იო­გის­თვის დარ­ბაზს, სა­უ­ნას, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­სა­ჟის სერ­ვი­სის მი­ღე­ბა წი­ნას­წა­რი ჩა­წე­რით.

Hotsale.ge-ის მომ­ხმა­რებ­ლებს სას­ტუმ­რო­ში 26% და­ნა­ზო­გის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

 

დარ­ჩი ყაზ­ბე­გი • HOTEL DARCHI KAZBEG

სას­ტუმ­რო „დარ­ჩი ყაზ­ბე­გი“ მდე­ბა­რე­ობს ყაზ­ბეგ­ში, დაბა სტე­ფან­წმინ­და­ში, ცენ­ტრა­ლურ გზას­თან და ყაზ­ბე­გის ცენ­ტრთან ახ­ლოს. სას­ტუმ­რო­ში მდე­ბა­რე­ობს 22 ნო­მე­რი კომ­ფორ­ტუ­ლი ნო­მე­რი, ტე­რა­სე­ბი და აივ­ნე­ბი ულა­მა­ზე­სი პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით. ასე­ვე დაგ­ხვდე­ბათ რეს­ტო­რა­ნი, სა­დაც შეძ­ლებთ უგემ­რი­ე­ლე­სი ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი კერ­ძე­ბი­სა და სა­ფირ­მო ხინ­კლის და­გე­მოვ­ნე­ბას.

თუკი Hotsale.ge-ის შე­თა­ვა­ზე­ბით ისარ­გებ­ლებთ, სას­ტუმ­რო­ში დას­ვე­ნე­ბას 25%-იანი და­ნა­ზო­გით შეძ­ლებთ.

ეს­ტუმ­რეთ მთის კუ­რორ­ტე­ბის სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ებს და გა­ა­ტა­რეთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბი კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ