გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

  • აბასთუმანი
  • აბასთუმანი
5 ადგილი კახეთში, რომელიც ოჯახთან ერთად უნდა მოინახულოთ

5 ადგილი კახეთში, რომელიც ოჯახთან ერთად უნდა მოინახულოთ

234

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი ტურისტული რეგიონია. ის ცნობილია მდიდარი ისტორიით, უძველესი კულტურული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებითა და, რა თქმა უნდა, ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციებით.

 

თუ გეგმავთ საოჯახო მოგზაურობას, კახეთი იდეალური არჩევანია აქტიური, შემეცნებითი და ამავდროულად მშვიდი დასვენებისთვის.

1. ბოდბის სამონასტრო კომპლექსი

ბოდბის მონასტერი სიღნაღიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში მდებარეობს. ეს ისტორიული და სულიერი ცენტრი წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. კომპლექსი გარშემორტყმულია ულამაზესი ბაღებითა და სიმწვანით, საიდანაც ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედები იშლება. ბოდბე შესანიშნავი ადგილია ოჯახთან ერთად მშვიდი და სულიერად სავსე დროის გასატარებლად.

 

ბოდბე | Georgia Travel

 

2. ალავერდის ტაძარი

მე-6 საუკუნის ეს დიდებული არქიტექტურული ძეგლი კახეთის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ალავერდის მონასტერი მოიცავს გალავანს, ისტორიულ მარანსა და სამრეკლოს. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიას და ტრადიციული ქვევრის ღვინის დაყენების კულტურას

 

ალავერდი - მონასტერი კახეთში | Georgia Travel

 

3. სიღნაღი – "სიყვარულის ქალაქი"

სიღნაღი ცნობილია თავისი ძველი ციხალაგვით, ქვაფენილიანი ქუჩებითა და ტრადიციული აივნებით. ქალაქის გალავნიდან იშლება პანორამული ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონის ქედზე. სიღნაღი იდეალურია ოჯახური სეირნობისთვის, ფოტოგრაფიისთვის და ადგილობრივი კულინარიული შედავრების დაგემოვნებისთვის.

 

სიღნაღი | droa.ge

 

4. ლოპოტას ტბა

ლოპოტას ტბის რეკრეაციული ზონა კახეთში კომფორტული და თანამედროვე დასვენების მოყვარულთა საყვარელი ადგილია. ბუნების წიაღში მდებარე ტბის კომპლექსი გთავაზობთ გარემოს, სადაც ოჯახის თითოეული წევრი იპოვის გასართობს – წყლის აქტივობებს, ველოსიპედით სეირნობასა თუ აუზებს.

 

ლოპოტას ტბაზე თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით 460 კილოვატიანი მზის  ელექტროსადგური აშენდება

 

5. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ბუნების მოყვარულთათვის ლაგოდეხის ეროვნული პარკი ნამდვილი აღმოჩენაა. კავკასიონის ფერდობებზე გაშლილი ეს ტერიტორია მდიდარია უნიკალური ფლორითა და ფაუნით, ჩანჩქერებითა და სალაშქრო ბილიკებით. განსაკუთრებით პოპულარულია მარშრუტები ნინოსხევის ჩანჩქერისა და შავი კლდეების ტბისკენ.

 

ლაგოდეხის ეროვნული პარკი

 

დაგეგმეთ საოჯახო დასვენება კახეთში Hotsale.ge-სთან ერთად

თუ კახეთში მოგზაურობას გეგმავთ და ეძებთ საუკეთესო სასტუმროს ოჯახისთვის, Hotsale.ge გთავაზობთ განთავსების ობიექტების ფართო არჩევანს ექსკლუზიური დანაზოგით. 2011 წლიდან Hotsale.ge საქართველოში ელექტრონული კომერციის ლიდერი პლატფორმაა, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ საუკეთესო შეთავაზებები