Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
Gori
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
Gori
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
Hotsale.ge-მ „Leo ინსტიტუტის“ დამფუძნებელს საჩუქარი გადასცა
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge აგრძელებს „ლურჯ ოკეანესთან“ თანამშრომლობას. 5 დეკემბერს „პუბლიკას“ ლაუნჯში გაიმართა ცნობილი ავტორისა და Leo ინსტიტუტის დამფუძნებლის, სამი კოენის წიგნის - „ცხოვრება შიშს მიღმა“ - პრეზენტაცია და თემატური ვორქშოპი, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
სამი კოენი Leo ინსტიტუტის დამფუძნებელი და Leo მეთოდოლოგიების ავტორია. იგი უკვე 40 წელზე მეტია ეხმარებოდა ადამიანებს იპოვონ, გაიაზრონ და მიაწიონ თავიანთ მიზნებს. მისი წიგნები კი ერთგვარი ინსტრუმენტია წარმატებით სავსე ცხოვრების შექმნისთვის.
„ცხოვრება შიშს მიღმა“ - ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომელშიც ავტორი შიშისა და ღელვის გავლენაზე, ასევე მათი დაძლევის მეთოდებსა და ცხოვრების ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს.
„ჩვენ გამუდმებით ვინმეს მოხიბვლას ვცდილობთ ან ისეთ რამეზე ვშფოთავთ, რაც არ გვეხება. ღელვა და ხალისი ვერ თანაარსებობს, შედეგად კი ხალისისთვის ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება. თუ კარგად დააკვირდები, ყოველწამიერად, დაინახავ, რამდენ რამეს აკეთებ, არ აკეთებ, ამბობ და არ ამბობ, საიმისოდ, რომ დაუმტკიცო საკუთარ თავსა და სხვებს რაღაც „შენზე“; დაინახავ საჭიროებას, რომ აღგიქვამდნენ „ასეთად“ და ეცდები, თავიდან აირიდო, რომ აღგიქვამდნენ „ისეთად“. თუკი ამ წიგნს მხოლოდ თეორიულად არ მიუდგები და ეცდები, გამოიყენო, როგორც ინსტრუმენტი, აღმოაჩენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რეალობა (არჩევანი) გაქვს – „ნიღბიანი“ და „უნიღბო“, შიშით და შიშს მიღმა...“, - ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.
წიგნის პრეზენტაციას მოჰყვა თემატური ვორქშოპი. ღონისძიების დასასრულს კი Hotsale.ge-მ ავტორს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. როგორც კომპანიის ბრენდმენეჯერი ლანა ცხადაძე აღნიშნავს, ეს არის წიგნი, რომელშიც შიშის დაძლევის ყველაზე ეფექტური მეთოდებია წარმოდგენილი: „სამი კოენმა აგვიხსნა, თუ როგორ შეიძლება წიგნში აღწერილი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში გამოყენება და ცხოვრება შიშს მიღმა, ანუ ცხოვრება სრული ადამიანური შესაძლებლობებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ჩვენს კომპანიას „ლურჯ ოკეანესთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში პარტნიორობას,“ - აღნიშნა ლანა ცხადაძემ.
Hotsale.ge-ის შესახებ: Hotsale.ge პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ის არის ლიდერი ქვეყანაში ელექტრონული კომერციის სფეროში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.
Hotsale.ge კომპანიებს ათასობით მომხმარებელთან აკავშირებს და მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას სთავაზობს.
სხვა სტატიები
Hotsale.ge ბიზნესის წარმატების გარანტორი
როგორ მოახერხა ვებ გვერდმა ნახევარ მილიონიანი აუდიტორიის ათვისება და როგორც ახერხებს იყოს სტაბილურად მზარდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა; რა არის მისი მთავარი კონკურენტული უპირატესობა და რაც მთავარია, რა საშუალებებით ახერხებს მისი პარტნიორი კომპან...
განაგრძე კითხვა
14438
დაისვენე პრემიუმ კლასის სასტუმროში მაღალი დანაზოგით - Hotsale.ge-ისა და სასტუმრო "მირამარ მაგნეტიკ ბიჩ რეზორტი • MIRAMARE MAGNETIC BEACH RESORT" ერთობლივი შეთავაზება
Hotsale.ge აგრძელებს თქვენს საუკეთესო საზაფხულო თავგადასავლებზე ზრუნვას და "მირამარ მაგნეტიკ ბიჩ რეზორტი • MIRAMARE MAGNETIC BEACH RESORT" ერთად განსა...
განაგრძე კითხვა
25412
5 წიგნი რომელიც 30 წლამდე უნდა წაიკითხო
არსებობენ წიგნები, რომელსაც თავისი დრო და დანიშნულება აქვთ. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს იმას, რომ თუ „პატარა უფლისწული“ ჯერ არ წაგიკითხვას, 30 წლის მერე აღარ ღირს მისი წაკითხვა. ეს მოცემულობა არაა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელო....
განაგრძე კითხვა
19048
4 კარაოკე-ბარი თბილისში, სადაც ჰელოუინის საღამოს საინტერესოდ გატარებას შეძლებთ
31 ოქტომბრის ღამეს შეერთებულ შტატებსა და ევროპის მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ჰელოუინის დღესასწაულს. ესაა დღესასწაული, რომელსაც ფესვები საუკუნეების სიღრმეში აქვს გადგმული, სათავეს კი, ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს....
განაგრძე კითხვა
15898