-
კატეგორია
-
თუშეთი
-
უბანი
-
კატეგორია
-
თუშეთი
-
უბანი
სასურველი ფილიალი აირჩიეთ ყიდვისას
სამუშაო საათები
ორშაბათი
: 10:00 AM
- 06:00 PM
სამშაბათი
: 10:00 AM
- 06:00 PM
ოთხშაბათი
: 10:00 AM
- 06:00 PM
ხუთშაბათი
: 10:00 AM
- 06:00 PM
პარასკევი
: 10:00 AM
- 06:00 PM
შაბათი
: 10:00 AM
- 06:00 PM
კვირა : 10:00 AM - 06:00 PM
ინფორმაცია შეთავაზების შესახებ
ფასი:9.00 ლარი 12 ლარის ნაცვლად
ფორმატი: 14.8x21
ენა: ქართული
გვერდები: 300
ISBN: 9789941972256
თხრობის განსაკუთრებული მონაცემები გამოიყენა ვიტალიანო ბრანკატიმ რომანის _ „ლამაზი ანტონიოს“ დასაწერად და მკითხველთა დიდი ნაწილიც მიიზიდა. ნაწარმოები ლაკონური ენით არის დაწერილი და ერთმანეთში გადაჯაჭვული ადამიანთა ტიპებისა და ხასიათების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, აღსანიშნავია მაურო ბოლონინის მიერ 1960 წელს გადაღებული ფილმი ამავე სახელწოდებით, რომელშიც ანტონიო მანიანოსა და ბარბარა პულიზის როლებს მარჩელო მასტროიანი და კლაუდია კარდინალე ასრულებენ. აღსანიშნავია ასევე, თუ როგორ შეუძლია მწერალს თავისი არაჩვეულებრივი კომუნიკაბელობითა და გამომსახველობით საშუალებებით მკითხველში წარმოსახვის უნარი გააძლიეროს.
ცნობილი მწერალი და პოლიტიკოსი ლეონარდო შაშა რომანს სტენდალის „არმანსეს“ ადარებს და გამოკვეთს ორ თემას: სექსუალურ იმპოტენციასა და განსაკუთრებულ ისტორიულ პერიოდში წარმოდგენილ ტიპურ საზოგადოებას.
1949 წელს გამოქვეყნებული რომანი „ლამაზი ანტონიო“ მოგვითხრობს ახალგაზრდა, მგრძნობიარე მამაკაცზე, ანტონიო მანიანოზე, რომელიც იშვიათი სილამაზით გამოირჩევა და ქალებს ძალიან უყვართ, მაგრამ სამწუხაროდ, სექსუალური უძლურება მას ღირსებას ულახავს, რის გამოც 30-იანი წლების კატანიაში მისი ამბავი ყველას პირზე აკერია. ყველაფერი ეს გაბატონებული ფაშისტური რეჟიმისა და ტრადიციების ფონზე მიმდინარეობს.
ვიტალიანო ბრანკატი საკუთარ მიწაზე დაბადებულ და გაზრდილ ადამიანებს აღწერს, რომელთა შესახებაც ზედმიწევნით ყველაფერი იცის. სიცილია, რომელსაც ავტორი გვიჩვენებს, ისეთია, თითქოს არასოდეს იცვლება და შავებში ჩაცმული ქალის სახე აქვს, ხმა კი მზით დამწვარ დარაბებში გამოცემულ ჩურჩულს მიუგავს; სიცილია ისეთია, სადაც დიალექტზე მხოლოდ გლეხები ან გაბრაზებული ადამიანები ლაპარაკობენ, ხოლო წარჩინებულები ყველასგან ხელშეუხებლები რჩებიან; მაგრამ თუკი აქ რაიმე სკანდალი მოხდება, როგორიც უნდა იყოს ის, უფრო მეტ ხმაურს გამოიწვევს, ვიდრე აფეთქება ბროლის სასახლეში. ეკლესია და მღვდელმსახურები აქ მიწიერ სურვილებს იმისდა მიხედვით წყალობენ ან გმობენ, თუ რამდენად ხელსაყრელია ეს მათთვის. სიცილიის ისედაც მშვენიერი პეიზაჟები ნაწარმოებში ბრანკატის წყალობით კიდევ უფრო ლამაზად არის აღწერილი.
…იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ანტონიო რომიდან კატანიაში დაბრუნებას გადაწყვეტს, სადაც მის ღირსებებზე დაუღალავად ლაპარაკობენ. მშობლები ხელგაშლილი ელოდებიან მას იმ სახლში, სადაც ჯერ კიდევ ბავშვს დედის კალთაში ტკბილად ეძინა. მამა დაჟინებით ცდილობს ანტონიოს დაყოლიებას კატანიაში ცნობილი ნოტარიუსის ქალიშვილის, ბარბარა პულიზის შერთვაზე და მასაც შეთავაზებული სატრფო უზომოდ შეუყვარდება. ქორწინება მალე რეალობად იქცევა და ახალგაზრდა მეუღლეების თანაცხოვრება ადამიანებში ნამდვილ შურსაც იწვევს, მაგრამ ყველაფერი ეს მანამდე გრძელდება, სანამ ერთ დღეს ჭორაობა და ბოროტი ენები თავისას შვრება: რეალურად, ცოლქმრული ურთიერთობა წყვილს არასოდეს არ ჰქონია, რადგან ანტონიო იმპოტენტია, ამიტომაც ქორწინება უქმდება…
რომანის ფურცლებზე კომიკური ამბავი ენაცვლება დრამატულს, სასაცილო ეპიზოდები ზოგი პერსონაჟისთვის ჭეშმარიტი ტრაგიზმის შემცველია. ავტორი ზოგიერთ პერსონაჟს განსაკუთრებულ ადგილსაც მიუჩენს და თანაგრძნობასაც უცხადებს. მათ შორის უპირველესია ანტონიოს მამა ალფიო _ ტიპური სიცილიელი მამაკაცი, რომელიც ღირსების გადასარჩენად და ჭორების გასაფანტავად ყველაფრისთვის მზადაა, ოჯახის ღირსების აღსადგენად (მისი გაგებით) დაბომბვასაც კი არ უშინდება და მეძავებით დასახლებული უბნის ნანგრევებში სიკვდილსაც არჩევს…
ბოლოს დავძენთ, რომ „ლამაზი ანტონიოს“ სახით მკითხველი იტალიური პროზის ძალზე საინტერესო და შეიძლება ითქვას, ერთობ უჩვეულო ნიმუშს გაეცნობა, რაც უთუოდ, სიამოვნებას მიანიჭებს.
- თბილისში მიტანა ხორციელდება შეძენიდან 2 -3 სამუშაო დღეში, 14:00-დან 20:00-მდე ინტერვალში.
- რეგიონებში 3 სამუშაო დღის ინტერვალში. გამონაკლისია: მესტია, ცაგერი, ლენტეხი, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი: 3-დან 5 სამუშაო დღემდე
- ყიდვისას მისამართის ველში აუცილებელია ქალაქისა და მისამართის მითითება, სადაც გსურთ ნივთის მიღება
- ნივთის დაბრუნება და შაბათ-კვირას ნივთის მიწოდება არ ხდება
- დაგვიკავშირდით: 032 2 194 488 ან მოგვწერეთ ჰოთსეილის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/HOTSALE.GE/
ვიტალიანო ბრანკატი - "ლამაზი ანტონიო"
ღირებულება
9.00 ₾
12.00 ₾
დანაზოგი
3 ₾
დანაზოგის %
25 %
ფილიალის არჩევა
თბილისი, აღმაშენებლის # 121
თბილისი, ცოტნე დადიანის # 152
თბილისი, რობაქიძის # 7
თბილისი, ჯავახეთის # 2 (ს/ც ფენიქსი)
თბილისი, თემქა 10კვ. 28 კორპ.
თბილისი, ისანი , ნავთლუღის 8ა
თბილისი, იოსებიძის # 49 (ბიბლუსი - კო)
თბილისი, ორთაჭალა / გორგასლის # 41
თბილისი, რუსთაველის # 34
თბილისი, ალ.ყაზბეგის 14 ბ
ბათუმი: გამსახურდიას # 44
გორი: სტალინის # 9
ზესტაფონი: წერეთელის # 2
ზუგდიდი: გამსახურდიას # 21
თელავი: ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა
რუსთავი - მესხიშვილის 19/29
ქუთაისი: თამარ მეფის N# 34
ხაშური: კოსტავას ქუჩაზე (სკვერში)
რაოდენობა
დასრულებულია
მოითხოვე ზარი
აქციის პირობები
შეძენილი პროდუქციის მიღება ორი გზით შეგიძლიათ:
ობიექტიდან გატანა: აირჩიეთ სასურველი მისამართი, საიტზე გადაიხადეთ მხოლოდ წიგნის ღირებულება და ეწვიეთ მაღაზია ,,ბიბლუსს'' წიგნის გასატანად თბილისში 2 სამუშაო დღეში, რეგიონში 4 სამუშაო დღეში.
ფასიანი საკურიერო მომსახურება: თბილისში მიწოდება 2 – 4 სამუშაო დღეში, რეგიონებში 4 – 5 სამუშაო დღეში.
პროდუქტის შეძენისას აუცილებელია მიუთითოთ თქვენი ქალაქი და ზუსტი მისამართი.