-
კატეგორია
-
რუსთავი
-
უბანი
-
კატეგორია
-
რუსთავი
-
უბანი

ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი `ალუბლები` გთავაზობთ სახვითი ხელოვნებისა და საგანმანათლებო შემეცნებით კურსს თქვენი პატარებისთვის საოცარ ფასად!
1045
სამუშაო საათები
ორშაბათი
: 09:00 AM
- 07:00 PM
სამშაბათი
: 09:00 AM
- 07:00 PM
ოთხშაბათი
: 09:00 AM
- 07:00 PM
ხუთშაბათი
: 09:00 AM
- 07:00 PM
პარასკევი
: 09:00 AM
- 07:00 PM
შაბათი
: 09:00 AM
- 07:00 PM
კვირა : 09:00 AM - 07:00 PM
ინფორმაცია შეთავაზების შესახებ
შეიძინეთ ფასდაკლების ვაუჩერი ჩამოსაშლელი სიიდან და მიიღეთ 50%-მდე ფასდაკლება საგანმანათლებლო ცენტრ `ალუბლები`-ისგან .
ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში ადგილზე იხდით ფასდაკლებულ ფასს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
შეთავაზებაში შედის: ხელოვნების სკოლა ორი მიმართულებით: სახვითი ხელოვნების კურსი და საგანმანათლებლო შემეცნებითი კურსი
სწავლება განისაზღვრება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
- ხატვა ფერწერა, ძერწვა, აპლიკაცია, თავისუფალი თემა (კომპოზიცია, სათამაშოების და სუვენირების გაკეთება), პაპიემაშე, დეკოპაჟი, თავისუფალი თემა, თემატური მუშაობა,პერსპექტივი, მაკრამე, ხელსაქმე (კომპოზიცია, სამკაულები, ჩანთები) მარაოები.
- საგანმანათლებლო-ინტელექტუალური ცენტრი: მსჯელობა, საღი აზროვნება, ჯანსაღი ორიენტაცია, საზოგადოებასთან ადაპტაცია;
- ხელოვნების ისტორია: მუსიკა, ლიტერატურა, ხუროთმოძღვრეობა, არქიტექტურა, ეპოქალური ისტორია (სახელმწიფო მოღვაწეები, სამოსი, ტრანსპორტი, ავეჯი, მუს. ინსტრუმენტები...)
- თანამედროვე ტექნოლოგიები: კომპიუტერი, რობოტები, კოსმოსი, ნანოტექნიკა, ახალი მანქანები (რადიო, ორთქლის მატარებელი), აგრარული კულტურები ანალიტიკური აზროვნება, მსჯელობა, გამართული მეტყველება
- თეატრი, კინო, ანიმაცია : თეატრის-კინოსისტორია, მხატვრულიკითხვა (მონოლოგი, პოეზია, მეტყველების განვითარება), მარიონეტი, ჩრდილების თეატრი, პანტომიმა, სატირა (პაროდია, იმიტაცია)
- თეატრალური წარმოდგენა
- საზრიანთა კლუბი
- მოდელირება: მოდელირებული ხატვა, ორნამენტების ხატვა, პეიზაჟი, ნატურმოტი, პორტრეტი, ხატვა ნაჭრებით-თოკებით.
- თოჯინების კერვა (ბამბებით, პენოპლასტი, სინდიპონი) მათი სამოსის შეკერვა.
- საზოგადოებასთან ინტეგრირება: თანამედროვე მსოფლიო, წარმატების ფორმულა, ეკოლოგია, მოცემული დავალების დაგეგმვა-შესრულება, პოლიტიკა (სახელმწიფოს ტრუქტურები, მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციები, დებატები)
განრიგი:
- მეცადინეობა ჩატარდება ყოველ შაბათს
- ჯგუფში დაიშვება მაქსიმუმ 12 ბავშვი. ფასი შენარჩუნდება სასწავლო წლის ბოლომდე .
- გაკვეთილის ხანგრძლივობა 3 საათი
ფასები:
- კვირაში მეორე დღის დამატებაზე გადასახადს ემატება მხოლოდ 15 ლარი
- 4-დან 6 წლის ჩათვლით - პირველი თვე 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი. დანარჩენი თვეები სასწავლო წლის ბოლომდე 60 ლარი. – 11.00 საათზე (ვაუჩერი 5 ლარი)
- 6 დან -8 წლის ჩათვლით -პირველი თვე 120 ლარის ნაცვლად 60 ლარი. დანარჩენი თვეები სასწავლო წლის ბოლომდე 70 ლარი. -13.30 საათზე (ვაუჩერი 6 ლარი)
- 8 დან - 11 წლის ჩათვლით: -პირველი თვე 160 ლარის ნაცვლად 80 ლარი. დანარჩენი თვეები სასწავლო წლის ბოლომდე 90 ლარი. -15.00 საათზე (ვაუჩერი 8 ლარი)
- 12 წლიდან - 200 ლარის ნაცვლად 100 ლარი. დანარჩენი თვეები სასწავლო წლის ბოლომდე 90 ლარი. -17.00 საათზე (ვაუჩერი 9 ლარი)
თანხაში შედის ძირითადი მოხმარების მასალა .დანარჩენ მასალას შეიძენთ ადგილზე
1 ვაუჩერით იღებთ ფასდაკლებას მთელი სასწავლო წლის მანძილზე!
აუცილებელია წინასწარ დარეკვა და დეტალების შეთანხმება!
ცენტრის ბაზაზე შექმნილია ცენტრი „ალუბლები“-ის გაზეთი, რომელშიც ბავშვები თავად იქნებიან ჟურნალისტები, მხატვრები, დიზაინერები.
საგანმანათლებლო ცენტრი „ალუბლები“ დაფუძნებულია საქართველოში, ქართულ -ევროპულ მეთოდებზე.ჩვენი დამოუკიდებელი კონცეფცია, კარგად აპრობირებულია და მორგებულია ბავშვის ფსიქოლოგიაზე. საზოგადოების შეხედულებების ცვლილებასთან ერთად ისიც მუდმივად ვითარდება და იცვლება. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ განვითარების უწყვეტ პროცესს .
ჩვენ გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ და ერთად ვიზრუნოთ ბავშვების აღზრდაზე. ჩვენ ვართ საიმედო და სამართლიანი პარტნიორები თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის. თქვენი კმაყოფილება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვები და მშობლები გვენდობიან ჩვენ! ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ზრუნავს ბავშვების აღზრდაზე, მოტივირებული და კომპეტენტური პერსონალით , ინოვაციური იდეებითა და შემოთავაზებებით, რომლებიც მორგებულია ბავშვებზე და მათ სურვილებზე.
21 საუკუნეში მსოფლიო გლობალური მოვლენები თანამედროვე ტექნოლოგიებით სწრაფად ვრცელდება, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ ზღვა ინფორმაცია უმოკლეს დროში. ამიტომ ადამიანის შესაძლებლობები საჭიროებს ადეკვატურ უნარებს.ამ უნარების ფორმულირება ხდება ბავშვობაში.
თუ აქამდე საკმარისი იყო ცოდნა,განათლება,ეხლა ადამიანს მოეთხოვება ადაპტირება გარე სამყაროსთან, სწრაფი აზროვნება,ლოგიკური მსჯელობა, მყარი არგუმეტირებული დასკვნები, აზრის ლაკონიური ჩამოყალიბება. ორიენტირება საქმეში,საზოგადოებაში. ჯანსაღი მონაწილეობა სახელმწიფო სტრუქტურებში ,ალღო ბიზნესში,მაღალი პროფესიონალიზმი. ამ უნარების განსავითარებლად ჩვენი ცენტრი ნერგავს დასავლურ ნოვაციურ მეთოდებს და გთავაზობთ სასწავლო პროგრამის ფართო სპექტრს. შექმნილია საბავშვო ბაღი „ალუბლები“ ,ხელოვნების სკოლა-„ალუბლები“, უცხო ენების ცენტრი „ალუბლები „ და მოსამზადებელი ჯგუფები - სკოლამდელი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის.
ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი `ალუბლები` გთავაზობთ სახვითი ხელოვნებისა და საგანმანათლებო შემეცნებით კურსს თქვენი პატარებისთვის საოცარ ფასად!
ღირებულება
50.00 ₾
100.00 ₾
დანაზოგი
45 ₾
ქეშბექი
დანაზოგის %
50%
5.00 %
დასრულებულია
მოითხოვე ზარი
აქციის პირობები
- რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შეძენისთანავე 2 დეკემბრის ჩათვლით.
- ფასდაკლების მისაღებად საჭიროა წარადგინოთ ფასაკლების ვაუჩერის კოდი და პირადობის მოწმობა.
- ვაუჩერის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე არ არის შეზღუდული.
- ვაუჩერის შეძენამდე დარეკეთ წინასწარ
- 1 ვაუჩერით იღებთ ფასდაკლებას მთელი სასწავლო წლის მანძილზე!