-
კატეგორია
-
ქალაქი
-
უბანი
-
კატეგორია
-
ქალაქი
-
უბანი
181 ლარიდან ნომრები 2, 3, ან 4 სტუმარზე, სამჯერადი კვება, საბაგირო და ტრანსპორტირება
1843
ხარაგაულის რაიონი, კურორტი ნუნისი
სამუშაო საათები
ორშაბათი
: 10:00 AM
- 07:00 PM
სამშაბათი
: 10:00 AM
- 07:00 PM
ოთხშაბათი
: 10:00 AM
- 07:00 PM
ხუთშაბათი
: 10:00 AM
- 07:00 PM
პარასკევი
: 10:00 AM
- 07:00 PM
შაბათი
: 10:00 AM
- 07:00 PM
კვირა : 10:00 AM - 07:00 PM
ინფორმაცია შეთავაზების შესახებ
შეიძინეთ ჯავშნის კოდი 12 ლარად და მიიღეთ 22%-მდე დანაზოგი 'კურორტი ნუნისი / Nunisi Forest Hotel & Spa'-სგან
ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით დანაზოგით გათვალისწინებულ თანხას სასურველი ნომრის 1 დღე-ღამეში
შეთავაზებაში შედის: სასტუმროს და კოტეჯის ნომრები 2, 3, 4, 5 ან 7 სტუმარზე, სამჯერადი კვება, საბაგირო და ტრანსპორტირება
- სასტუმროს სტანდარტული ორადგილიანი ნომერი 2 სტუმარზე - 181 ლარი 230 ლარის ნაცვლად
- სასტუმროს ორადგილიანი ნომერი 2 სტუმარზე პანორამული ხედით -197 ლარი 250 ლარის ნაცვლად
- სასტუმროს ოთხადგილიანი ნომერი 3 სტუმარზე - 213 ლარი 270 ლარის ნაცვლად
- სასტუმროს ლუქსი (ორ ოთახიანი) 4 სტუმარზე - 276 ლარი 350 ლარის ნაცვლად
ფასში შედის:
- სამჯერადი კვება
- 20 %-იანი ფასდაკლება სამკურნალო წყლის პროცედურებზე
- ტრანსპორტირება მოლითის რკინიგზის სადგურიდან და უკან
- საბაგიროთი სარგებლობა
- 4 წლამდე ბავშვები განთავსდებიან უფასოდ დამატებითი კვების გარეშე
მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა!
1 ჯავშნის კოდით დანაზოგს იღებთ 1 დღე-ღამის განმავლობაში!
დანაზოგის მისაღებად საჭიროა ჯავშნის კოდის შეძენა და ადგილზე წარდგენა!
Nunisi Forest Hotel and Spa - სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში.ნუნისი ბალნეო-კლიმატური კურორტია. მას უნიკალურს ხდის ორი განუმეორებელი სამკურნალო ფაქტორის ჰავისა და წყლის შერწყმა.
ნუნისის სამკურნალო წყალი:
ოდითგანვე განთქმულია და გამოიყენება კანის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ის ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, აჯანსაღებს ორგანიზმს.ნუნისის წყალი კურნავს კანის დაავადებებს - ფსორიაზს, ეგზემას, დერმატიტს, ნეიროდერმიტს, პრორუგოს, ასევე ალერგიულ გამონაყარს, ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემათა დაავადებებს. მკურნალობას ადგილზე ნიშნავს და მუდმივად თვალს ადევნებს კურორტის ექიმი დერმატოლოგი და თერაპევტი. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის თბილი აბაზანები და შხაპებია.
ნუნისის ჰავა:
ნუნისის უნიკალურ მიკრო კლიმატს ქმნის შერეული ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტი მდებარეობს მთის ფერდობზე, ზღვის დონიდან 750-800 მეტრზე. იზოლირებულია ულამაზესი ტყის შუაგულში, აქ არ მოძრაობენ ავტომობილები, საავტომობილო გზას უკავშირდება მხოლოდ საბაგიროთი, რომელიც მდინარე ნუნისის წყლის ხევის თავზე გადადის.
სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და გასართობ-დასასვენებელ კომპლექსის შემადგენლობაშია:
3 სართულიანი კომფორტული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი სასტუმრო 7 ნომრით, მწვანე ტყეზე გამავალი პანორამული ფანჯრებით და ულამაზესი ხედებით.
5 სტანდარტული ფინური კოტეჯი, მცირე ზომის ხის კოტეჯები ეკოლოგიურად სუფთაა და საუკეთესოა ჯანმრთელობისთვის. ორსართულიანი კოტეჯების 16 ნომერი სრულად არის აღჭურვილი კომფორტული განთავსებისათვის.
სამკურნალო-თერაპიული და გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი
სამკურნალო წყლის დახურული აუზი ვერანდითა და შხაპებით
ღია და დახურული ბარი
საბავშო მოედანი, სტადიონი
დასასვენებელი ზონები
გამაჯანსაღებელი სპა მომსახურება:
ნუნისის უნიკალური წყალი ნებისმიერ სპა პროცედურას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. აქვს გამაჯანსაღებელი და აღმდგენი ეფექტი. აქვე გთავაზობთ სამკურნალო,სარელაქსაციო და გასახდომ მასაჟებს.
აქ ყველაფერია საუკეთესო დასვენებისა და გართობისთვის:
ანიმატორი ბავშვებისთვის, ბილიარდი, საღამოს ღონისძიებები, კოცონის ზონა, ექსკურსიები ულამაზეს ხეობაში, ჩანჩქერების, ბერების გამოქვაბულისა და ღვთისმშობლის სახელობის IX-X საუკუნის ეკლესიის მოსანახულებლად.
181 ლარიდან ნომრები 2, 3, ან 4 სტუმარზე, სამჯერადი კვება, საბაგირო და ტრანსპორტირება
ღირებულება
181.00 ₾
230.00 ₾
დანაზოგი
37 ₾
ქეშბექი
დანაზოგის %
21%
3.00 %
დასრულებულია
მოითხოვე ზარი
აქციის პირობები
- მომსახურების მიღება შესაძლებელია 30.09.2020 ჩათვლით.
- დანაზოგის მისაღებად საჭიროა წარადგინოთ ჯავშნის კოდი.
- ჯავშნის კოდის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე არ არის შეზღუდული.
- 1 ჯავშნის კოდით დანაზოგს იღებთ 1 დღე-ღამის განმავლობაში!