-
კატეგორია
-
ქალაქი
-
უბანი
-
კატეგორია
-
ქალაქი
-
უბანი
თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №37
სამუშაო საათები
ორშაბათი
: 10:00 AM
- 08:00 PM
სამშაბათი
: 10:00 AM
- 08:00 PM
ოთხშაბათი
: 10:00 AM
- 08:00 PM
ხუთშაბათი
: 10:00 AM
- 08:00 PM
პარასკევი : 10:00 AM - 08:00 PM
ინფორმაცია შეთავაზების შესახებ
გადაიხადეთ სრული ღირებულება ან შეიძინეთ პრომო კოდი 65 ლარად და მიიღეთ 30% დანაზოგი 'ციფრული ინსტიტუტი / Digital Institute'-სგან
პრომო კოდის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით 2800 ლარს 4020 ლარის ნაცვლად
შეთავაზებაში შედის: ბრენდინგის და სტრატეგიის 6 თვიანი კურსი
- კურსს წარუძღვება: გიორგი ჯანიკაშვილი - კომპანია დელივოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- 48 ლექცია | 96 საათი | 6 თვე
- 10 ივნისი სამშაბათი-ხუთშაბათი 19:00 - 21:00
- ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 30/40
- შეხვედრები შესაძლებელია: ოფლაინ აუდიტორიაში(Axis Towers-ის ბიზნეს ცენტრში), ონლაინ (Zoom-ით) ან ჰიბრიდულ რეჟიმში
- დიჯითალ ინსტიტუტის ყველა კურსდამთავრებულს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი
კურსის მიმოხილვა:
თანამედროვე სამყაროში, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი ბრენდი არსებობს,აუცილებელია იპოვო ინდივიდუალიზმი და იცოდე ყველა ის მცირე და თვალით უხილავი დეტალი,რომელიც საბოლოო ჯამში ბრენდს უნიკალურ ორგანიზმად აყალიბებს და მას ხელშესახებ პროდუქტად ქმნის. ვისაც ბრენდინგისა და სტრატეგიის სამყაროში ერთხელ მაინც შემოუხედავს,იცის, რომ კარგია ბრენდი, რომელიც ცდილობს შემოაღწიოს ჩვენს სამყაროში – ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ბრენდი ცდილობს გაგვიგოს. რა თქმა უნდა, სტრატეგირება არანაკლებ მნიშვნელოვანი და კონსტრუქციულია, რადგან ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში წინასწარ გაწერილი გეგმა გვეხმარება მოწესრიგებულად, ნაკლები ფორსმაჟორით გავუმკლავდეთ მოვლენებს. კარგი სტრატეგობა ნიშნავს აუდიტორიის თვალითა და ყურით დანახულ კონკრეტულ ქმედებას,როდესაც ხვდები,არა იმას რა მოუხდება ბრენდს,არამედ იმას თუ რა იქნებოდა ამ აუდიტორიისთვის რელევანტური და ორიგინალური.
მარკეტერის პოზიცია ბევრ საინტერესო როლის შეთავსებას მოიცავს,რომელშიც სხვადასხვა უნარჩვევების გამომუშავებას, პრობლემის გადაჭრასა და ზოგადად მონეტის ორივე მხრიდან დანახვას სწავლობ.
თეორიული ცოდნის გარდა,ბრენდინგისა და სტრატეგიის კურსი ხშირად ხაზს უსვამს პრაქტიკული უნარების განვითარებას. ეს შეიძლება მოიცავდეს მარკეტინგული კამპანიების შექმნას,ბრენდის იდენტობის განვითარებას,ბაზრის ტენდენციების ანალიზსა და სხვადასხვა მარკეტინგული არხების გამოყენებას,როგორებიცაა: სოციალური მედია, ელექტრონული ფოსტა და ტრადიციული რეკლამა. საბოლოოდ კი ამ კურსიდან წაიღებ ცოდნას,რომელიც საშუალებას მოგცემს სისტემურად, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოაყალიბო ბრენდი,რომელიც იტყვის თავის სათქმელს და ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს თავისი ინდივიდუალიზმითა და უნიკალურობით. ბრენდინგის კურსის პარალელურად გაივლი 24 მოდულიან კარიერის განვითარების პროგრამას, რაც დასაქმებისთვისა და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ხსენებული 24 მოდული შემუშავებულია MAANG ანუ Meta, Amazon, Apple, Netflix, Google დეველოპერებისა და ტექ რეკრუტერების მიერ. იმისათვის,რომ სწავლა კიდევ უფრო გაგიმარტივდეს,პირადი teaching assistance-იც გამოგეყოფა,რომელიც ნებისმიერ გაუგებარ თემას შენთან ერთად გაივლის და მის დაძლევაში დაგეხმარება.
ვისთვისაა კურსი განკუთვნილი?
კურსი არის ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ბაზარზე წამყვანი ორგანიზაციების განხორციელებული წარმატებული თუ წარუმატებელი პროექტები და მათი ბრენდები
მარკეტერებისთვის, ვისაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ბრენდინგის მიმართულებით
მათთვის, ვისაც 0-დან სურს ისწავლოს ბრენდის შექმნა და განვითარება
ბიზნესის ან სტარტაპის მფლობელთათვის, რომლებიც ახლა იწყებენ ბრენდის შექმნას,სურთ დახვეწონ უკვე არსებული ბრენდები ან დაიწყონ რებრენდინგის პროცესი
სიახლეების მოყვარულთათვის,რომლებიც მუდმივად ეძებენ ახალს და ზრუნავენ თვითგანვითარებაზე
კურსდამთავრებული მიიღებს სიღრმისეულ ცოდნას:
რა არის ბრენდინგი,როგორ იქმნება ბრენდის სტრატეგია & ეკოსისტემა
ბრენდ მენეჯერის როლი ორგანიზაციაში,პასუხისმგებლობები და მისია
Brandawareness - როგორ იზომება და იქმნება ბრენდის საიმიჯო კამპანია
სტრატეგია - ბრენდის პოზიციონირება, მის ღირებულებებზე დაყრდნობით,მისიისა და მიზანებიდან გამომდინარე
product placement- რა გზებს მიმართავენ სხვადასხვა ბრენდები პროდუქტის პოზიციონირებისთვის online და offline არხებში
სტრატეგიული კომუნიკაცია- სარეკლამო კამპანიის მიზნების დასმა და დაგეგმვა
მომხმარებლის ქცევის ანალიზი და მასზე დაყრდნობით საკომუნიკაციო კამპანიის აგება
user persona - როგორ იქმნება იუზერ პერსონა და მასზე მორგებული საკომუნიკაციო სტრატეგია
მარკეტინგის მენეჯერის როლი პროცესებში & ორგანიზაციაში
ეფექტური კომუნიკაციის დამხმარე ტექნიკების გამოყენება
ახალი პროდუქტის სლონჩი - იდეიდან განხორციელებამდე
AI-ზე ორიენტირებული სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება
საკომუნიკაციო ამოცანები,ბიუჯეტის შექმნა/მართვა, kpi-ებზე დაყრდნობით
მარკეტინგის დეპარტამენტის სტრუქტურის გამართვა
სოციალური პასუხისმგებლობა ბრენდინგში
პერსონალური ბრენდინგი და ინფლუენსერ მარკეტინგი
ციფრული ბრენდინგი და სოციალური მედია
მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ დარეკვა და ჩაწერა!
1 პრომო კოდით დანაზოგს იღებთ ერთჯერადად!
ბრენდინგის და სტრატეგიის 6 თვიანი კურსი
ღირებულება
2800.00 ₾
4020.00 ₾
დანაზოგი
1220 ₾
დანაზოგის %
30 %
შეთავაზების არჩევა
ბრენდინგის და სტრატეგიის 6 თვიანი კურსი
რაოდენობა
დასრულებულია
მოითხოვე ზარი
აქციის პირობები
- სწავლა იწყება 10 ივნისი სამშაბათი-ხუთშაბათი 19:00 - 21:00
- მომსახურების მისაღებად საჭიროა წარადგინოთ თქვენი პრომო კოდი.
- პრომო კოდის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე არ არის შეზღუდული.
- 1 პრომო კოდით დანაზოგს იღებთ ერთჯერადად!