გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

  • თბილისი
  • თბილისი
სად წავიდეთ კახეთში? 3 იდეა სასიამოვნო დასვენებისთვის

სად წავიდეთ კახეთში? 3 იდეა სასიამოვნო დასვენებისთვის

246

  კახეთში წასვლას განსაკუთრებული მიზეზი ყოველთვის არ სჭირდება. ზოგჯერ უბრალოდ გინდა, ქალაქის ხმაურს ცოტა ხნით მოწყდე, მანქანაში ჩაჯდე და რამდენიმე საათით სრულიად სხვა გარემოში აღმოჩნდე.

ვენახები, სიმწვანე, კარგი საჭმელი, მშვიდი საღამოები და ის განწყობა, რომელიც კახეთს განსაკუთრებულად უხდება  თუ ფიქრობთ, სად წავიდეთ კახეთში, რამდენიმე იდეა შევარჩიეთ.

წინანდალი -  როცა დასვენება სიმშვიდეს ნიშნავს

თუ გინდა, რომ შენი კახური მოგზაურობა მშვიდი და კომფორტული იყოს, წინანდალი კარგი არჩევანია. აქ შეგიძლია დღე სეირნობით დაიწყო, შემდეგ ადგილობრივი ღვინო დააგემოვნო და საღამოს კი უბრალოდ სასტუმროში დაბრუნდე და დაისვენო.





პარკ ჰოტელ წინანდალი • PARK HOTEL TSINANDALI
სწორედ ასეთი განტვირთვისთვის არის -  სასტუმროში ორი სტუმრისთვის განთავსება საუზმით, აუზითა და სხვა კომფორტული პირობებით არის შესაძლებელი.

ზოგჯერ კარგი დასვენებისთვის ბევრი გეგმა არც არის საჭირო - ლამაზი გარემო, აუზი და ერთი თავისუფალი დღე სრულიად საკმარისია.






თელავი - როცა ქალაქიდან გაქცევა გინდა

თუ კახეთში წასვლისას სასტუმროს ნაცვლად უფრო მშვიდ და ბუნებასთან ახლოს გარემოს ეძებ, მორეტონი • MORETONI LAKE RESORT  კურორტი თელავის მახლობლად, ნაფარეულის ტერიტორიაზე, კერძო ტბის პირას მდებარეობს და გარშემო ვენახები და მთების ხედებია.

განსაკუთრებით კარგი იდეაა მაშინ, როცა კახეთში რამდენიმე დღით გაქცევა გინდა - ცოტა ბუნება, ცოტა სიმშვიდე და საღამოს ტბის ხედით გატარებული დრო.




კახეთის კოტეჯი — როცა სასტუმროს ნაცვლად ცოტა მეტი სიმყუდროვე გინდა

ვილაჯიო მირზაანი რეზორტი • VILLAGGIO MIRZAANI RESORT ზოგჯერ კი საერთოდ არ გინდა სასტუმროს ტიპური გარემო. გინდა კოტეჯი, სადაც დილა მშვიდად იწყება, დღის განმავლობაში აუზთან ისვენებ, საღამოს კი მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს ატარებ.

კახეთში ასეთი ვარიანტიც შეგიძლია აირჩიო - ორი სტუმრისთვის საუზმით, დახურული აუზით, ჯაკუზით, ღია ტერასითა და ცოცხალი მუსიკით.

ეს უკვე ის ტიპის დასვენებაა, როცა „ერთი ღამით წავიდეთ“ მარტივად შეიძლება გადაიქცეს პატარა მოგზაურობად.



კახეთში წასვლისთვის იდეალური გეგმის შედგენა სულაც არ არის აუცილებელი. მთავარია, გადაწყვიტო, როგორი დასვენება გინდა - მშვიდი გარემო წინანდალში, ქალაქური განწყობა თელავში თუ მყუდრო კოტეჯი ბუნებაში.

სასტუმროებისა და დასვენების ვარიანტების შერჩევაში კი Hotsale-ზე  შეარჩიე სასურველი ადგილი, დაგეგმე კახური დასვენება და ისარგებლე დანაზოგით