-
კატეგორია
-
თბილისი
-
ვერა
-
კატეგორია
-
თბილისი
-
ვერა
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთრის პერიოდში - ტოპ 5 კოსმეტოლოგიური პროცედურა 85%მდე დანაზოგით!
თანამედროვე ქალბატონების გრაფიკი ძირითად შემთხვევებში არის ძალიან დატვირთული - ოჯახის მოვლა, სამსახური და უამრავი სხვა საზრუნავი. მზის სხივების ზემოქმედება, სტრესი, უძილობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ჰორმნალური ფონის ცვლილება და სახის კანის მოვლის ყოველდღიური რუტინის არასწორი ჩატარება ტოვებს არასასურველ შედეგს სახის კანის მდგომარეობაზე. შედეგად ვიღებთ ნაოჭებს, ზედმეტად მშრალ ან ცხიმიან კანს, აკნეს და სახის კანის მოდუნებას.
ყოვლდღიური ქაოსის მიუხედავად, ნებისმიერ ქალბატონს სურს, რომ გამოიყურებოდეს იდეალურად და ირგვლივ მყოფი ადამიანები ვერ ამჩნევდნენ მის ასაკს.
Hotsale.ge-ზე განთავსებული შეთავაზებების გამოყენებით კი თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ სასურველ შედეგს მაქსიმალური დანაზოგით.
- კანის ზედაპირული ან ღრმა წმენდა
კანის წმენდა გულისხმობს კანის ზედაპირიდან გარქოვანებული, მკვდარი უჯრედების, კოსმეტიკური ნარჩენების, ჭარბი ცხიმის, კომედონების (თეთრი და შავი), ცხიმოვანი საცობების, გამონაყრის, მიკრობების, ტოქსინების და შლაკების მოშორებას, კანის რეგენერაციის, სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას. ნებისმიერ შემთხევაში, მოსალოდნელი შედეგია სადა, ჯანსაღი ფერის, ხავერდოვანი, გლუვი და ელასტიური კანი.
- პილინგი
შემჩნეულია, რომ კანის ზედაპირული დაზიანება ასტიმულირებს მის რეგენერაციას, რის შედეგადაც ხდება სიცოცხლისუნარმოკლებული უჯრედების აშრევება და ახლით მათი შეცვლა.
ზედაპირული პილინგის დროს ხდება ეპიდერმისის ზედაპირული შრეების ან მთლიანად ეპიდერმისის ექსფოლაცია. პილინგის საშუალებით ქრება სიბერის ნიშნები, ნაოჭები და პიგმენტური ლაქები, უმჯობესდება კანის ფერი, სწორდება რელიეფი.
- პლაზმოლიფტინგი
პლაზმოლიფტინგი - არის კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური, მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, რომელსაც ხანგრძლივმოქმედი ეფექტი აქვს. მისი მიზანია კანის გაახალგაზრდავების ბუნებრივი პროცესების აქტივაცია.
შედეგი და უპირატესობა:
- კანის რეგენერაციული თვისებების გაძლიერება
- კანის გაწმენდა პიგმენტური ლაქებისგან
- კანის ელასტიურობის მომატება და დარბილება
- კანის ფერისა და ტექსტურის გაუმჯობესება
- კანის დატენიანება და ჰიდრობალანსის რეგულირება
- კანის ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერება
- არ სჭირდება წინასწარი მომზადება
- არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა
- არ გააჩნია ალერგიული ან შეუთავსებლობის რეაქცია
- მას აქტიურად გამოიყენებენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები
- პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შედეგზე.
- მეზოთერაპია
მეზოთერაპია -ეს არის პროცედურა, რომლის დროს სპეციალური აპარატის მეშვეობით კან ქვეშ შეჰყავთ კოქტეილი, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავას და აქტიოქსიდანტს. კოსმეტოლოგიაში ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება კანის გაახალგაზრდავებისთვის და ბევრი ესთეტიკური პრობლემის მოსაგვარებლად, ისეთების როგორიც არის:
- კანის ნაადრევი დაბერება, ტონუსის დაკარგვა, მხირედი ნაოჭები;
- კანის სიმშრალე;
- კანის ცხიმიანობა და გადიდებული ფორები;
- აკნე და პოსტაკნე პიგმენტაცია;
- ნაწიბურები;
- თვალის ირგვლივ სიშავეები და შეშუპება;
- კუპეროზი (სისზლის მიკროცირკულაციის დარღვევა და კანზე გამოხატული კაპილარული ქსელი);
- თმის ცვენა;
მეზოთერაპიის რამდენიმე პროცედურის შედეგად სახის კანი გახდება ელასტიური, ხავერდოვანი და შეიცვლის ელფერს.
- ბიორევიტალიზაცია
ბიორევიტალიზაცია არის მეთოდი რომლის საშუალებითაც სახის კანის უჯრედებს, ინექციის საშუალებით მიეწოდება ჰიალურონის მჟავა. ჰიალურონის მჟავა უჯრედების რეცეპტორებთან ერთად ასტიმულირებს კანის რეგენერაციას. აღნიშნულ მჟავას ორგანიზმი თვითონ გამოიმუშავებს და ხელს უწყობს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს და უნარჩუნებს ახალგაზრდობას.
შედეგი არის:
- ასწორებს წვრილ ნაოჭებს
- ამკვრივებს და აახალგაზრდავებს კანს
- ასადავებს ღრმა ნაოჭებს
- აუმჯობესებს კანის ფერს
- ააქტიურებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას
დროის გაჩერება შეუძლებელია, თუმცა თქვენ შეგიძლია შეაჩეროთ დრო თქვენი კანისთვის Hotsale.ge-ზე განთავსებული კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარების შედეგად. გამოიყენეთ კოსმეტოლოგიაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები და მიიღეთ სასურველი შედეგი -85% მდე დანაზოგით.
ნიო მედი • NIO MED CENTER
დაზოგე 170 ₾
ნიემდა • NIEMDA
დაზოგე 31 ₾
დარჩენილია
მარელი ბიუთი სტუდიო • MARELI BEAUTY STUDIO
დაზოგე 85 ₾
დარჩენილია