გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა

როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა

16659

ყველა ქალბატონის ოცნებაა ჰქონდეს გლუვი და რბილი კანი. მრავალი განსხვავებული მეთოდი და საშუალებაც არსებობს ამ “პრობლემის” გადასაჭრელად, თუმცა ყველაზე ეფექტურ და გავრცელებულ საშუალებად მაინც ეპილაცია ითვლება.

ლაზერული ეპილაცია წარმოადგენს უსაფრთხო და სწრაფ საშუალებას არასასურველი თმის მოსაშორებლად.გამოირჩევა მრავალფეროვნებით და იყოფა შემდეგნაირად: ალექსანდრიტი, დიოდი და ნეოდიუმი. თითოეულ მათგანს გამოყენების საკუთარი არეალი აქვს, თითქმის თანაბრად ეფექტიანია და ჭარბთმიანობასთან ბრძოლის ყველაზე თანამედროვე მეთოდად მიიჩნევა.ლაზერის სხივები ერთმანეთისგან ტალღის სიგრძით განსხვავდება. ყველაზე მოკლეა ალექსანდრიტის ლაზერის სხივი. მისი სიგრძე 755 მმ-ია. დიოდური ლაზერი შედარებით გრძელი, 810 მმ სიგრძის ტალღის გენერირებას ახდენს. ნეოდიმური ლაზერის ტალღა კი ყველაზე გრძელია – მისი სიგრძე 1064 მმ-ს აღწევს.

#!#

ალექსანდრიტის ლაზერი - ეს არის ლაზერი კანის გაგრილების სისტემით, რომელი არასასურველი თმის მოშორებას ახორციელებს სწრაფად და ეფექტურად, ზედმეტი არასასიამოვნო შეგრძნებების გარეშე. ალექსანდრიტის ლაზერის დამატებითი უპირატესობებიდან, აღსანიშნავია გაახლგაზრდავების ეფექტი, რომელიც წარმოიქმნება ლაზერული იმპულსის ზემოქმედების გამო. კანის სტრუქტურა უმჯობესდება, იგი გლუვი ხდება.

#!#

დიოდური ლაზერი -  არასასურველი თმის მოსაშორებლად და  ზრდის შენელებისთვის, გამოყენება მონოქრომატული სინათლე. ამ სხივის ენერგია შთაინთქმება თმის ღერის მიერ, ხოლო ფოლიკულში ჩაღწევისას, ფოლიკულის სტრუქტურა ირღვევა და რამოდენიმე ხნის შემდეგ თმა ცვივა. გასათვალისწინებელია, რომ ლაზერის ზემოქმედება ვრცელდება მხოლოდ აქტიურ, მზარდი თმის ღერის ფოლიკულებზე, რომელთა რაოდენობაც სხეულზე დაახლოებით 30%-მდეა.დიოდური ლაზერის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი სისქის, ფერის თმის მოშორება.

#!#

ნეოდიუმის ლაზერი -  დღესდღეობით ბოლო, ლაზერული ეპილაციის ყველაზე თანამედროვე სახეობააა, რომელიც გამოიყენება ეპილაციის დროს. მას გააჩნია ყველაზე დიდი ტალღის სიგრძე (1080 ნმ)  და სიმძლავრე, რაც ლაზერის სხივს საშუალებას აძლევს რაც შეიძლება ღრმად ჩავიდეს კანში და აქტიურად იმოქმედოს თმის ფოლიკულაზე და თმის ბოლქვის მკვებავ კაპილარზე. მას  გააჩნია არჩევითი ზემოქმედება თმის ღერზე მისი ტიპიდან გამომდინარე, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა.

#!#

 

არანაკლებ გავრცელებული საშუალებაა ბიო ეპილაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კანის დიდი ნაწილის სწრაფი და დაუზიანებლი დამუშავება. ამ პროცედურისთვის გამოიყენება ნატურალურ ფისს, რომელიც არ აღიზიანებს კანს და არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. პროცედურის შემდეგ კანი რჩება გლუვი და ნაზი. ფისი თმასთან ერთად ეპითელიუმს გარქოვანებულ ნაწილებსაც აცილებს, რაც შესანიშნავად ცვლის პილინგს. კლასიკური ბიოეპილაცია ხელით, დამატებითი საშუალებების გარეშე სრულდება.

#!#

შენთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, ეწვიე ჩვენს ონლაინ სივრცეს.

რატომ Hotsale.ge? იმიტომ, რომ #აქყველაზემეტსდაზოგავ.