გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

როგორ მივიღოთ სხეულის სასურველი ფორმა მარტივად ?

როგორ მივიღოთ სხეულის სასურველი ფორმა მარტივად ?

23372

სხეულის ფორმა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე. სწორედ ამიტომ, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უამრავი ადამიანი ფიქრობს, როგორ ჩადგნენ ფორმაში. ამასთან ერთად სურთ, რომ პროცესი იყოს სწრაფი და მარტივი.

სწორედ ამიტომ, Hotsale.ge გთავაზობთ პროცედურებს, რომლებიც დიდი დროის დაკარგვის გარეშე გვაძლევს მაქსიმალურ შედეგს. რაც მთავარია შენზე მორგებული ფასით. იმიტომ, რომ #დაზოგვაჭკვიანურია.

#!#

კავიტაცია წარმოადგენს სრულიად უმტკივნეულო, არაქირურგიულ და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ხერხს ზედმეტი ცხიმისა და ცელულიტის დასაშლელად. პროცედურის დროს ხდება ულტრაბგერითი ტალღების გატარება. ტალღები ცხიმოვან ქსოვილში იწვევს ბუშტუკების წარმოქმნას, რომლებიც იზრდებიან და სკდებიან. ბუშტუკების გახეთქვის შემდეგ ზიანდება ცხიმოვანი უჯრედების მემბრანა და ისინი თხევადდებიან შემდეგ კი გამოიდევნებიან ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით. ჩაიტარე პროცედურა მილენიუმ ესთეტიკი • MILLENIUM AESTHETIC-ში და მიიღე სასურველი შედეგი.

#!#

აკვა-აერობიკის ვარჯიშები მიმდინარეობს დახურულ აუზში. აქტივობის ეს მიმართულება განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან სხვა ვარჯიშებისგან განსხვავებით, წყალში მოძრაობისას ჩართულია თითოეული კუნთი.

ანტიცელულიტური მასაჟი ხელს უწყობს დაგროვებული, აკუმულირებული ცხიმის ადგილიდან დაძვრას და დროთა განმავლობაში სხეულიდან მარტივად გამოდევნას.

შარკოს შხაპი უნიკალური პროცედურაა, რომელიც მიმდინარეობს გოგირდის წყლის ძლიერი ზემოქმედებით. პროცედურა რეკომენდირებულია ცელულიტის მოსაშორებლად, ასევე ჭარბწონიანობის დასამარცხებლად.

სპა კაფსულა თანამედროვე აპარატია, რომელიც მიმართულია სხეულის გაახალგაზრდავებასა და გაჯანსაღებაზე. პროცედურას ახასიათებს ჯაჭვური რეაქციით მკურნალობა - სამკურნალო ფაქტორების ურთიერთქმედებით, ტონუსში მოდის მთლიანი სხეული.

ყველა პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბალნეოლოგიური კურორტი `თბილისი-სპა`-ში  41%-იანი დანაზოგით. შეთავაზებაში შედის: • ბალნეო თერაპევტის კუნსულტაცია, 12 ვიზიტი აკვა აერობიკა, 10 ანტიცელულიტური მასაჟი (ქვედა კიდურები ან ზედა კიდურები), 10 ტალახის შეფუთვა (ქვედა კიდურები ან ზედა კიდურები), 10 შარკოს შხაპი, 5 წყალქვეშა მასაჟი, 10 მშრალი საუნა, 10 ორთქლის საუნა, 10 გოგირდის აუზი, 10 სპა კაფსულა.

#!#

პრესოთერაპია არის სამკურნალო ტექნიკა, რომელიც მოიცავს გარკვეულ ქსოვილებში დადებით ზეწოლას, რაც იწვევს მასაჟის მსგავსი მოქმედების ეფექტს, რაც სასარგებლო არის ლიმფური დრენირების და ვენური მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

ბიო ლაზერი - ბიო ლაზერული პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს. ჩვენებები: ცელულიტი, ფიგურის კორექცია, ლიპომები.

RF- ლიფტინგის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) უოპერაციოდ ხანგრძლივ მოქმედი ეფექტით. კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით, რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზეც, ახდენს კოლაგენის სინთეზის გააქტიურებას და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვან შემცირებას, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოების დაჭიმვას, ფიბროზული ქსოვილის ალაგებას. შედეგად მატულობს კანის ტონუსი, იგი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური.

მიოსტიმულაცია - `ვარჯიში ზარმაცებისთვის` კუნთების იზომეტრული სტიმულაცია იმპულსური დენის გამოყენებით.

ყველა ამ გასახდომი პროცედურით შეგიძლიათ ისარგებლოთ 72%-იანი დანაზოგით ესთეტიკურ ცენტრში ბოდი ლაბ / BODY LAB.

#!#

ლიმფოდრენაჟის პროცედურა კეთდება სპეციალური თერმოკომბინიზით, რომლითაც ჰაერის წნევის ცვალებადობით და ინფრაწითელი თერმული მოქმედებით მიიღწევა ანტიცელულიტური ეფექტი, ხოლო ლიმფოდრენაჟი გადადევნის გათხევადებულ ცხიმს ლიმფურ სისტემაში. ლიმფოდრენაჟი რეკომენდირებულია, როგორც ესთეტიკის კუთხით, ასევე სამედიცინო მიმართულებით. პროცედურის ჩასატარებლად ეწვიე ბალნეოლოგიური კურორტი `თბილისი-სპა`-ს და მიიღე 67%-იანი დანაზოგი.

#!#

ვაკუუმ ლაზერი აპარატული კოსმეტოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი მეთოდია. ცელლულიტის და წონაში კლების მრავალი საშუალება არსებობს, თუმცა ვაკუუმ ლაზერი ყველაზე ეფექტურად შლის ცელულიტს, ცხიმს და ახდენს მის პროფილაქტიკას. მისი უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში – ეფექტურად მუშაობს თქვენი სხეულის თითოეულ მილიმეტრზე, რისი წყალობითაც არაჩვეულებრივი შედეგები აქვს ცელულიტთან, წონაში კლების კორექციის და შეშუპებასთან ბრძოლისას. ასევე, უბრუნებს კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს, ხოლო კუნთებს – ტონუსს. Dione / დიონე გთავაზობს სხეულის კორექციას ზონების მიხედვით თანამედროვე ვაკუუმ ლაზერით 30% დანაზოგით.

#!#

შეარჩიე შენთვის სასურველი გასახდომი პროცედურა/პროგრამა Hotsale.ge-ზე და მიიღე მაღალი დანაზოგი წამყვან ესთეტიკის ცენტრებში.