რა დაგიჯდებათ დასვენება საქართველოში?

რა დაგიჯდებათ დასვენება საქართველოში?

7704

ზაფხული - შვებულების და დასვენების სეზონია. საქართველო კი ქვეყანა, საოცარი ლანდშაფტით, რომელიც მოიცავს მთას, ზღვას, ტყეებს და საკურორტო ზონებს. ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავალფეროვანი  არჩევანია ისეთი ადგილებისა, სადაც შვებულების გატარებას იდეალურად შეძლებთ.  შესაბამისად, ფასთა კატეგორიაც განსხვავებულია.

მოდით ვნახოთ, რა დაგიჯდებათ დასვენება საქართველოს ცნობილ კურორტებზე იმ შემთხვევაში, თუ თანხის დაზოგვის პლატფორმით -  hotsale.ge ისარგებლებთ.

 

ბათუმი

ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ზონაა. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ სასტუმროში, ან იქირავოთ აპარტამენტები, საოჯახო სასტუმროს ოთახი, ან კერძო ბინა. მაგალითად, თუ hotsale.ge-ს აქციით ისარგებლებთ და შეიძენთ ჯავშნის კოდს, აპარტამენტი ორბი ბათუმი / Orbi sea towers-ში ერთ ღამეში  120 ლარის ნაცვლად 70 ლარს გადაიხდით.  ორბის სასტუმროების ქსელში შემავალი სასტუმრო აპარტამენტების ფასი კი აგვისტოს თვეში,   110 ლარია, ხოლო სექტემბერში - 90.

გაცილებით იაფია საოჯახო სასტუმრო. მაგალითად, საოჯახო სასტუმრო „ვახტანგურში“ ნომერი 3 სტუმარზე, ჰოთსეილის ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში, ერთი ღამით 41 ლარია, ნაცვლად 55-ისა.  ბიუჯეტური ვარიანტია ასევე სასტუმრო ლაით ჰაუსი / LIGHT HOUSE. ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში, 2 ადგილიანი სტანდარტული ნომერი - 70 ლარად 140 ლარის ნაცვლად იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება პრემიუმ კლასის სასტუმროებს, ბათუმი ვორლდ პალას / BATUMI WORLD PALACE-ში, ჰოთსეილის ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში, სტანდარტული ტიპის ნომერი საუზმით ერთ სტუმარზე - 225 ლარად იქნება ხელმისაწვდომი, 300 ლარის ნაცვლად, ხოლო სტანდარტული ტიპის ნომერი საუზმით ორ სტუმარზე - 270 ლარად 330 ლარის ნაცვლად.

ყაზბეგი

ვისაც უყვარს მთა, ყაზბეგი შესანიშნავი ვარიანტია დასასვენებლად. ის პოპულარული კურორტების სიაშია. აქაც შეგიძლიათ დაისვენოთ სასტუმროში, ან საოჯახო სასტუმროში და ფასთა კატეგორიაც განსხვავებულია. მაგალითად, სასტუმრო სახლი ჭავჭავაძე 23 / GUEST HOUSE CHAVCHAVADZE 23 პრომო კოდის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით 45 ლარს 60 ლარის ნაცვლად 1 დღე-ღამეში. მოუნთ ინნ ყაზბეგი / MOUNT INN KAZBEGI-ში კი 2 ადგილიანი ნომერი აივნით ან აივნის გარეშე - 140 ლარია, 200 ლარის ნაცვლად (ორშაბათი პარასკევი) 2 ადგილიანი ნომერი აივნით ან აივნის გარეშე - 150 ლარი, 200 ლარის ნაცვლად (შაბათი-კვირა).

ბორჯომი

ამ კურორტის 60-65% წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყითაა დაფარული. დასახლება მაღალი მთებითაა გარშემორტყმული. ბორჯომი საკურორტო და სამკურნალო ზონაა. ყველაზე მთავარი მინერალური წყლებია, რომელიც მდიდარია ორგანიზმისათვის საჭირო ელემენტებით. აპარტამენტების ფასი ბორჯომის პარკთან ახლოს, ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში: ნომერი 2 სტუმარზე - 60 ლარი 100 ლარის ნაცვლად; ნომერი 3 სტუმარზე - 75 ლარი 130 ლარის ნაცვლად. სასტუმრო გოლდენ ბორჯომი / GOLDEN BORJOMI-ში კი ნომრები 2 სტუმარზე საუზმით: 84 ლარად 120 ლარის ნაცვლად (ჯავშნის კოდი 7 ლარი). ბინის ფასი კი დანაზოგით ერთ ღამეში 55 ლარია.

 

სიღნაღი/თელავი/ყვარელი

ზაფხულში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დასვენება კახეთში. სიღნაღის სასტუმროს ფასები, ჰოთსეილზე დაახოებით 60 ლარიდან იწყება. მაგალითად, სასტუმრო

ფიროსმანი / FIROSMANI-ში ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში, სტანდარტული ტიპის ნომერი 2 სტუმარზე საუზმით 60 ლარია, 80 ლარის ნაცვლად (ჯავშნის კოდი კოდი 6 ლარი).

კახეთში 2 სტუმარზე გათვლილ ნომრებში აივნით, საუზმითა და აუზით, ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით 160 ლარს 225 ლარის ნაცვლად 1 დღე-ღამეში. სასტუმრო  შატო იყალთო / Chateau ikalto-ში კი 383 ლარი 720 ლარის ნაცვლად 3 დღე-ღამეში.

 

ბაკურიანი

ბაკურიანში დასვენება აქტუალურია როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. მას ძირითადად ბავშვიანი ოჯახები ირჩევენ. ბაკურიანში აპარტამენტების ფასი ჰოთსეილზე - 45 ლარიდან იწყება. კოტეჯის ფასი კი ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში 60 ლარია, ნაცვლად 100-ისა.  

როგორც ხედავთ, საქართველოში დასვენება მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია, რაშიც hotsale.ge დაგეხმარებათ. ამიტომ, სანამ სასტუმროს დაჯავშნით, ჯერ ჰოთსეილზე ნახეთ!

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

#!#