5 გზა, რომელიც ბავშვებს პანდემიისგან გამოწვეულ მოწყენილობას დაავიწყებს

5 გზა, რომელიც ბავშვებს პანდემიისგან გამოწვეულ მოწყენილობას დაავიწყებს

11337

ქართულ ფილმში „თოჯინები იცინიან“ ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ბავშვი ადრე „გონებაჩლუნგი“ მხოლოდ იმიტომ იყო, რომ მას სათამაშო არ ჰქონდა. ეს მოსაზრება რამდენად ახლოსაა სიზუსტესთან არ ვიცით, მაგრამ ეს ფაქტი, რომ კარგად შერჩეული, ხარისხიანი და ბავშვებზე მორგებული სათამაშოები, მათი წარმოსახვის უნარს, აზროვნებას და კრეატივს ანვითარებას, ნამდვილად რეალურია.

 

სწორედ, ამიტომ, მინდა გაგიზიაროთ ის ხუთი გზა, რომლითაც პანდემიის პირობებში, ბავშვებს საშუალებას მისცემთ, რომ თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოიყენონ, თან ითამაშონ და თან სიახლეები შეიმეცნონ. ყოველივე ეს, კი პანდემიის პრიობებში სრულიად უსაფრთხოდ და სოციალური დისტანციის ნორმების დაცვით მოხდება. ამის გარდა, თქვენთვის კიდევ ერთი კარგი სიახლე მაქვს, Hotsale.ge თითოეულ პროდუქტზე გთავაზობთ 20%-დან 75%-მდე დანაზოგს, რაც ყიდვის პროცეს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

#1 სამაგიდო თამაშები

კომპანია „ატომ ქიდს“ გვთავაზობს ძალიან საინტერესო და მხიარული სამაგიდო თამაშების ფართო ასორტიმენტს, რომელიც ბავშვს დაეხმარება გონების გავარჯიშებაში, ახალი ინფორმაციის მარტივად დამახსოვრებასა თუ ათვისებაში. ეს პროცესი კი ბავშვისთვის მხიარულ და სასიამოვნო მოვლენად იქცევა.

მაგალითად: სათამაშო პლანეტები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ გამოძერწოთ პლანეტები, გააფერადოთ და მზის სისტემის პოსტერზე დაალაგოთ. ეს ბავშვებს უმარტივებს მზის სიტემისა და პლანეტების განლაგების დამახსოვრებას, თანაც სახლში საკუთარი მზის სისტემის 3D მოდელი გექნებათ.

გარდა ამ სამაგიდო თამაშისა, „ატომ ქიდს“ სხვა მსგავსი ტიპის სახალისო თამაშებსაც გვთავაზობს: დნმ ეტრაქცია, სათამაშო ვულკანი და ა.შ., რომელთა შეძენაც შესაძლებელია Hotsale.ge-ის მეშვეობით 20%-დან 22%-მდე დანაზოგით.

#!#

#2 გასართობი ყუთი

Disney frozen- ის გასართობი ყუთი, რომელსაც „რიდერსლენდ.ჯი“ სთავაზობს ბაშვებს. ყუთში მოთავსებულია 60-ზე მეტი სტიკერი, 10 გასაფერადებელი ფურცელი, ექვსფერიანი პასტელი, 2 სტიკერის ფურცელი. ყოველივე ეს, საშუალებას მისცემს თქვენს ბავშვებს, რომ თამაშისა და გართობის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და მხიარული გახდეს.  გასართობი ყუთის დახმარებით მათ განუვითარდებათ კრეატიული აზროვნება, ხატვისადმი სიყვარული და რაც მთავარია, ფერების დასწავლა და მათი დამახსოვრება ყველაზე სასიამოვნო პროცესად იქცევა.

გარდა ამისა, კომპანია „რიდერსლენ.ჯი“ გვთავაზობს წიგნებსაც, რომელზეც დატანილია ილუსტრაციები, რაც კითხვის პროცესს უფრო საინტერესოს და ამაღელვებელს ხდის. მაგალითად: თუ ბავშვი ისტორიით არის დაინტერესებული, ილუსტრირებული წიგნი,  "გიორგი სააკაძე - დიდი მოურავი", შესანიშნავი არჩევანია. იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ პროდუქტებზე მიიღოთ 40-50%-იანი დანაზოგი, ეწვიეთ Hotsale.ge-ის.

#!#

#3 მუსიკალური ხალიჩა

თუ გსურთ, რომ ბავშვს მუსიკა და ხელოვნების ეს დარგი შეაყვაროთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. კომპანია „კივოს სათამაშოები“ გთავაზობთ მუსიკალურ ხალიჩას, რომლის მეშვეობითაც ბავშვები ფეხის მოძრაობით შეძლებენ სასურველი მელოდიის დაკვრას. მისი უპირატესობა ისაა, რომ თუ ორი ან მეტი ბავშვია ოჯახში სათამაშოს განაწილება არ გაუჭირდებათ, რადგან ერთადაც შეეძლებათ ხალიჩაზე სიარული და ცეკვა.

გარდა ხალიჩისა, შეგიძლიათ შეიძინოთ კომპიუტერი პიანინოს ფუნქციით ან სულაც ტრასა ხალიჩა, რომელზეც განთავსებულია საგზაო ნიშნები და თან მოჰყვება ოთხი მანქანა.

#!#

#4 საპნის ბუშტები

ბავშვებს ძალიან უყვართ ფერადი და დიდი ბუშტების გაბერვა, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში. ამისთვის Hotsale.ge გთავაზობთ, „თოი სელი“-ს ელექტრო თოფზე 30%-იან დანაზოგს, რომლის მეშვეობითაც პატარების გულს ნამდვილად მოიგებთ, მითუმეტეს, თუ წყალთან და ბუშტებთან თამაში მათი სტიქიაა.

ელექტრო თოფის დახმარებით შეძლებთ, რომ სხვადასხვა ზომისა და სიგრძის ბუშტები გაბეროთ ბავშვებთან ერთად  და თამაშის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოთ. მერწმუნეთ, რომ ამ სათამაშოთი თქვენც იმედანდ გაერთობით, რომ შესაძლოა პატარებისთვის მისი განაწილებაც კი გაგიჭირდეთ.

#!#

#5 გასაფერადებელი მანდალა

თუ ხატვა და გაფერადება თქვენი ბავშვების საყვარელი საქმიანობაა, მაშინ გირჩევთ, რომ  კომპანია „პრინტარეა“-ს გასაფერადებელი მანდალას ნაკრები შეიძინოთ, რომელზეც  24%-იანი დანაზოგი მოქმედებს Hotsale.ge-ზე.

მანდალას გაფერადება ერთგვარი არტ თერაპიაა, რომელსაც არა მხოლოდ ბავშვებს, ხშირად უფროსებსაც ურჩევენ ხოლმე. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ იმაზე სასიამოვნო პროცესი არაფერია, როდესაც ფიგურებს აფერადებ და მისგან ულამაზეს მანდალას იღებ. თუ გსურთ, რომ ბავშვებმა თან დაისვენონ და თან დრო ნაყოფიერად გაატარონ, ამ პროდუქტს ნამდვილად გირჩევდით.

#!#