Category
-
Grigoleti
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Grigoleti
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

რა დარღვევები ფიქსირდება სილამაზის სალონებში მომსახურების მიღების დროს და როგორ უნდა აღმოფხვრათ ისინი
marao.ge სილამაზის სფეროში არსებული ხარვეზებისა და hotsale.ge ს დანერგილი პრობლემების აღმოფხვრის საშუალებების შესახებ
სერვისები სილამაზის სფეროში სულ უფრო იხვეწება და მრავალფეროვანი ხდება. შესაბამისად, იზრდება კონკურენციაც. თუმცა მომსახურების გაწევის დროს არც ისე იშვიათია ხარვეზებიც. ხარვეზები უმეტესად იმ შემთხვევაში ფიქსირდება ხოლმე, როცა მომსახურებას ფასდაკლებით იღებენ, რადგან ამ დროს სილამაზის ცენტრები და სალონები ნაკლებ შემოსავალს იღებენ და ცდილობენ, თავადაც მაქსიმალურად დაზოგონ პროდუქცია.
ამ პრობლემის მოგვარებას აქტიურად ცდილობს „ჰოთსეილი“, რომელიც საქართველოში მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და სხვადასხვა სერვისის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ცდილობს. ეს არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას ფასდაკლებით სთავაზობს
ამავდროულად, გარანტიაა იმისა, რომ მიღებული მომსახურება მაღალი ხარისხის იქნება. „ჰოთსეილი“ მისტიკური მყიდველებისა და მომხმარებლებთან უშუალო კავშირის შედეგად ცდილობს, ხარვეზები აღმოაჩინოს, აღმოფხვრას და ფასდაკლებით ზუსტად ისეთივე დონის მომსახურება შესთავაზოს მათ, როგორსაც ფასდაკლების გარეშე იღებენ ხოლმე.
სილამაზე „ჰოთსეილის“ ერთ-ერთი მთავარი მიმარულებაა. სწორედ ამიტომ ამ სფეროს მონიტორინგს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სილამაზის სალონებში მონიტორინგის გააქტიურებამდე უფრო ხშირად ფიქსირდებოდა ხოლმე დარღვევები. ბოლო პერიოდში მათი რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა. დარღვევები კი უმეტესად შემდეგი სახის ფიქსირდებოდა:
ეპილაციის დროს ხდებოდა იმპულსების დაკლება, ანუ პროცედურა ხარისხიანად არ კეთდებოდა. შეიძლება ნახევარი საათი საქმე 15 წუთში გაეკეთებინათ, რაც სრულყოფილი შედეგის მიღების საშუალებას არ იძლეოდა.
თმის სხვადასხვა სახის შეღებვის დროს ხდებოდა ხოლმე დამატებით თანხის მოთხოვნა, მიზეზად კი ასახელებდნენ იმას, რომ თმა სქელი იყო და მეტი პროდუქცია დაიხარჯა. კერატინით გასწორების დროსაც ხდებოდა ხოლმე მსგავსი დარღვევა. დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც სალონში იმ ბრენდის (კერატინი და საღებავი) პროდუქციით არ მოემსახურნენ კლიენტს, რომელიც შეთანხმებული იყო.
მაკიაჟის შემთხვევაშიც ისე ხდებოდა ხოლმე, რომ იმ პროდუქციით არ მუშაობდა ვიზაჟისტი, რომელიც წინასწარ ჰქონდა მითითებული. შედეგად მაკიაჟს არ ჰქონდა საკმარისი მდგრადობა.
წამწამების პროცედურების დროს ხდებოდა ხოლმე ღერების დაკლება.
აღნიშნული დარღვევების აღმოჩენის შემდეგ „ჰოთსეილმა“ რამდენიმე პარტნიორ სალონს ფულადი სანქცია დაუწესა და მათთან თანამშრომლობაც შეწყვიტა. დარღვევების არსებობის შემთხვევაში მათი გამოვლენის და შედეგად მომსახურების დონის კიდევ უფრო ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანია მომხმარებლების მაქსიმალური ჩართულობაც. „ჰოთსეილი“ მისტიკური მომხმარებლების საშუალებით ცდილობს დარღვევების აღმოფხვრას, მაგრამ აუცილებელია, რომ თავად კლიენტებმაც შეატყობინონ მათ, თუ რამე სახის ხარვეზს აღმოაჩენენ. მომსახურების მაღალი სტანდარტის დასანერგად ფართო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო. მათ დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭონ. პრობლების აღმოჩენის შემთხვევაში „ჰოთსეილი“ ისე აგვარებს მათ, რომ მომხმარებლის ანონიმურობა დაცულია და პირადად მას სილამაზის სალონსა თუ სხვა ობიექტთან ურთიერთობა არ უწევს.
დარღვევებთან აქტიური ბრძოლისა და ფასდაკლებით მაღალი დონის მომსახურების მიღების შესაძლებლობის შეთავაზების პარალელურად, „ჰოთსეილმა“ მომსახურების სფეროში კონსულტაციების გაწევაც დაიწყო. საბოლოოდ, კომპანიის ყველა აქტივობა ქვეყანაში მაღალი სტანდარტების სერვისის დანერგვას ემსახურება.
სხვა სტატიები

რა როლი აქვს ფაზლს ბავშვის განვითარების პროცესში?
მშობლების უმეტესობამ იცის, რომ ბავშვის სათამაშოებისა და გასართობი საშუალებების მრავალფეროვან „რეპერტუარში“ ფაზლის ჩართვა მათი განვითარების პროცესზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა ბევრმა არ იცის, კონკრეტულად რა პროცესებზ...
განაგრძე კითხვა
11851

Hotsale.ge ტრენინგ ინდუსტრიაში წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიების სპონსორია - გაიგეთ, რა სიურპრიზები ელოდებათ მონაწილეებს
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge „ტრენერთა დღე 2023-ის“ სპონსორი და პარტნიორია. ღონისძი­...
განაგრძე კითხვა
11287

რატომ არის ყავა კარგი ჩვენი ორგანიზმისთვის?!
როდესაც ვახსენებთ ყავას თითქმის ყველას სასიამოვნო განცდა გვეუფლება, თუმცა ამასთანავე გვახსენდება ფრაზა „ყავა მავნებელია ჯანმრთელობისათვი“ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ასე სრულებით ასეც არ არის, პირიქით ყავას ბევრი დადებითი თვისება აქვს რაც დადები...
განაგრძე კითხვა
14123
 (2).jpg)
დუბაის ტური ექსკლუზიურ ფასად მხოლოდ Hotsale.ge-ის მომხმარებლებისთვის
Hotsale.ge და “გასა • GEORGIAN AVIA SERVICE AGENCY GASA” დამეგობრდნენ, ამ პარტნიორობის ფარგლებში კი Hotsale.ge-ის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა დაჯავშნონ დუბაის ტური ექსკლუზიურ ფასად. აქცია სრულდება 7 აპრილს 17:00 საათზე...
განაგრძე კითხვა
17363

როგორ შევიძინოთ ჩვენზე მორგებული სმარტფონი ყველაზე დაბალ ფასად?
სმარტფონის შეცვლა რამდენიმე წელში ერთხელ გვიწევს, რადგან ელემენტი პირვანდელ „სიცოცხლისუნარიანობას“ კარგავს, ბაზარზე გამოდის უკეთეს კამერიანი ტელეფონები გაუმჯობესებული მონაცემებით და ჩვენი ძვირადღირებული გაჯეტებიც ფასს კარგავს. სწორედ ამიტ...
განაგრძე კითხვა
11721
.png)
პროფესიონალური ბადმინტონი თბილისში - გაიცანით Mizano
თბილისში ბადმინტონის დახურული კორტები – Mizano გაიხსნა. ნებისმიერ ამინდში ყველა მსურველს შეუძლია ვიზიტის დაჯავშნა მეგობართან ან მეგობრებთან ერთად სათამაშოდ, თუ მეწყვილე არ გყავთ, Mizano-ში შეგიძლიათ პროფესიონალი მწვრთნელის დაქირავებ...
განაგრძე კითხვა
6821