-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Akhaltsikhe
-
Abastumani
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tusheti
-
Tetrickaro
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Akhaltsikhe
-
Abastumani
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tusheti
-
Tetrickaro
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
ღვინო და კერძები: როგორ შევუხამოთ ისინი ერთმანეთს?
ღვინის და საკვების ერთმანეთთან სწორად შეხამება თანამედროვე პერიოდის მსოფლიო ტრენდია. სწორედ ამიტომ გვსურს რამოდენიმე სასარგებლო რჩევა გაგიზიაროთ.
ღვინის და საკვების ერთმანეთთან სწორად შეხამება თანამედროვე პერიოდის მსოფლიო ტრენდია. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ვერკვეოდეთ მის ნიუანსებში, თუმცა, სამწუხაროდ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება ისე საუკეთესოდ, როგორც ეს ჩვენ გვსურს.
კარგად შერჩეული ღვინო კერძს სრულიად განსაკუთრებულ გემოს სძენს. სამაგიეროდ, ცუდად შერჩეულმა კერძმა საუკეთესო ღვინოსაც კი შეიძლება წაართვას გემო.
მაგრამ მაინც რა უნდა ვიცოდეთ საიმისოდ, რათა კერძები და ღვინო ერთმანეთს სწორად შევუხამოთ?
დავიწყოთ იმით, რომ კერძების ღვინოსთან შეხამებაც ისევე ემყარება რამდენიმე ზოგად და ძირითად წესს, როგორც ეს ხდება ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. ასეთ წესთაგან ერთ-ერთია მაგალითად მსგავსის მსგავსთან შეხამების წესი. რას ნიშნავს ეს?
თუ მაგალითად, კერძი ქართულია, უმჯობესი იქნება, მას ქართული ღვინო დავაყოლოთ. სასურველია, კერძი იმავე ადგილიდან იყოს წარმოშობილი, სადაც ღვინისთვის საჭირო ყურძენი დაკრიფეს და ღვინო დააყენეს. ასეთ შემთხვევაში ღვინის და კერძის ჰარმონიზების შანსები გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სხვადასხვა ადგილას წარმოშობილი კერძების და ღვინის.
ხასიათების ურთიერთშეთავსებაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ასე თუ მაგალითად, ღვინო მსუბუქი დასალევია, ის შეერწყმება უფრო უკეთ მსუბუქ კერძებს. ხოლო ისეთ კერძებს, როგორიცაა მაგ. წითელი ხორცისგან დამზადებული კერძები, ძირითადად წითელი ფერის, მძიმე და ალკოჰოლით მდიდარი ღვინოები ეხამება ყველაზე ოპტიმალურად.
დესერტთან ისეთი ღვინოები მიდის კარგად, რომელთა სიტკბო საკუთრივ დესერტის სიტკბოს დიდად არ ჩამოუვარდება.
გაითვალისწინეთ, რომ სანელებლებს ასევე დიდი გავლენა აქვს ღვინის დაგემოვნების პროცესზე.
მარილი ღვინის სიმჟავეს ახშობს. ამიტომ მარილიან კერძებთან უმჯობესია, მშრალი ღვინოები გამოიყენოთ.
სამაგიეროდ შაქარს შეუძლია, ღვინო იმაზე მჟავედ წარმოაჩინოს, ვიდრე ის სინამდვილეშია. ამიტომ ტკბილ კერძებთან მშრალი ღვინო არ სჯობს. ტკბილ კერძებთან ტკბილი ღვინოები გამოიყენეთ.
გახსოვდეთ, რომ სჯობს, ძმრიან კერძებთან ღვინო საერთოდ არ მიირთვათ.
წესები ყველგან არსებობს, ისევე, როგორც გამონაკლისები ამ წესებიდან, თუმცა ერთი რამ ცხადია: მსოფლიოში არ არსებობს ღვინო, რომელიც ყველა კერძს თანაბრად მიესადაგება.
დავით ჩუთლაშვილი (allwine)
სხვა სტატიები
Hotsale.ge ტრენინგ ცენტრ „Nexia TA აკადემიის“ ყველაზე მასშტაბური ფინანსური ანგარიშგების კონფერენციის მხარდამჭერი გახდა
2022 წლის 8 სექტემბერს, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის Nexia TA-ის ტრენინგ ცენტრი - „ნექსია თიეი აკადემია“ ყველაზე მასშტა­...
განაგრძე კითხვა6216
2020 წლის მაკიაჟის 5 საინტერესო ტენდენცია
დეტალურად გავიაროთ 2020 წლის მაკიაჟის ტენდენციების საუკეთესო ვარიანტები. ზამთრის მაკიაჟს აქვს თავის საიდუმლოებები და ხრიკები იმისთვის რომ უფრო დახვეწილები ვიყოთ. ამ ყველაფერს ითვალისწინებენ ვიზაჟისტები და მაკიაჟის სპეციალისტები....
განაგრძე კითხვა8057
საზოგადოების რჩეული წიგნები
წიგნების სამყარო საოცრად დიდი და მრავლისმომცველია, ზოგჯერ რთულია იმ ემოციების ბოლომდე გამოხატვა, რასაც ესა თუ ის ნაწარმოები გვანიჭებს. ფიოდორ დოსტოევსკი წერს - ''ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი ...
განაგრძე კითხვა8184
4 სპორტული აქტივობა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად
ჯანსაღი ცხოვრების წესი თავის თავში აერთიანებს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას, რაც ყველა ასაკის ადამიანისთვისაა აუცილებელი. სპორტულ აქტივობებში ჩართვა ერთ-ერთი გზაა ადამიანის საერთო კეთილდღეობის მისაღწევად და ცხოვრების აქტიური წესის შესანარჩუნებლად.&...
განაგრძე კითხვა867
Რა უნდა ვიცოდეთ ლაზერული ეპილაციის პროცედურის გაკეთებამდე?
ბოლო პერიოდში ესთეტიკის სფეროში ყველაზე დიდი მოთხოვნა ლაზერულ ეპილაციაზეა. ახალი, ინოვაციური მეთოდი გვპირდება არასასურველი თმისგან მუდმივ განთავისუფლებას,სწრაფი, უმტკივნეულო პროცედურებით. თუმცა, როგორც ნებისმიერი პროცედურს, ლაზერ...
განაგრძე კითხვა6920