-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Akhaltsikhe
-
Abastumani
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tusheti
-
Tetrickaro
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Akhaltsikhe
-
Abastumani
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tusheti
-
Tetrickaro
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
ღვინო და კერძები: როგორ შევუხამოთ ისინი ერთმანეთს?
ღვინის და საკვების ერთმანეთთან სწორად შეხამება თანამედროვე პერიოდის მსოფლიო ტრენდია. სწორედ ამიტომ გვსურს რამოდენიმე სასარგებლო რჩევა გაგიზიაროთ.
ღვინის და საკვების ერთმანეთთან სწორად შეხამება თანამედროვე პერიოდის მსოფლიო ტრენდია. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ვერკვეოდეთ მის ნიუანსებში, თუმცა, სამწუხაროდ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება ისე საუკეთესოდ, როგორც ეს ჩვენ გვსურს.
კარგად შერჩეული ღვინო კერძს სრულიად განსაკუთრებულ გემოს სძენს. სამაგიეროდ, ცუდად შერჩეულმა კერძმა საუკეთესო ღვინოსაც კი შეიძლება წაართვას გემო.
მაგრამ მაინც რა უნდა ვიცოდეთ საიმისოდ, რათა კერძები და ღვინო ერთმანეთს სწორად შევუხამოთ?
დავიწყოთ იმით, რომ კერძების ღვინოსთან შეხამებაც ისევე ემყარება რამდენიმე ზოგად და ძირითად წესს, როგორც ეს ხდება ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. ასეთ წესთაგან ერთ-ერთია მაგალითად მსგავსის მსგავსთან შეხამების წესი. რას ნიშნავს ეს?
თუ მაგალითად, კერძი ქართულია, უმჯობესი იქნება, მას ქართული ღვინო დავაყოლოთ. სასურველია, კერძი იმავე ადგილიდან იყოს წარმოშობილი, სადაც ღვინისთვის საჭირო ყურძენი დაკრიფეს და ღვინო დააყენეს. ასეთ შემთხვევაში ღვინის და კერძის ჰარმონიზების შანსები გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სხვადასხვა ადგილას წარმოშობილი კერძების და ღვინის.
ხასიათების ურთიერთშეთავსებაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ასე თუ მაგალითად, ღვინო მსუბუქი დასალევია, ის შეერწყმება უფრო უკეთ მსუბუქ კერძებს. ხოლო ისეთ კერძებს, როგორიცაა მაგ. წითელი ხორცისგან დამზადებული კერძები, ძირითადად წითელი ფერის, მძიმე და ალკოჰოლით მდიდარი ღვინოები ეხამება ყველაზე ოპტიმალურად.
დესერტთან ისეთი ღვინოები მიდის კარგად, რომელთა სიტკბო საკუთრივ დესერტის სიტკბოს დიდად არ ჩამოუვარდება.
გაითვალისწინეთ, რომ სანელებლებს ასევე დიდი გავლენა აქვს ღვინის დაგემოვნების პროცესზე.
მარილი ღვინის სიმჟავეს ახშობს. ამიტომ მარილიან კერძებთან უმჯობესია, მშრალი ღვინოები გამოიყენოთ.
სამაგიეროდ შაქარს შეუძლია, ღვინო იმაზე მჟავედ წარმოაჩინოს, ვიდრე ის სინამდვილეშია. ამიტომ ტკბილ კერძებთან მშრალი ღვინო არ სჯობს. ტკბილ კერძებთან ტკბილი ღვინოები გამოიყენეთ.
გახსოვდეთ, რომ სჯობს, ძმრიან კერძებთან ღვინო საერთოდ არ მიირთვათ.
წესები ყველგან არსებობს, ისევე, როგორც გამონაკლისები ამ წესებიდან, თუმცა ერთი რამ ცხადია: მსოფლიოში არ არსებობს ღვინო, რომელიც ყველა კერძს თანაბრად მიესადაგება.
დავით ჩუთლაშვილი (allwine)
სხვა სტატიები
2020 წლის ბესტსელერად ქცეული წიგნი, რომელიც გოგონებისთვის მოტივაციის წყაროა
მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია ისეთი შინარსიის წიგნებით, სადაც ქალების სიძლიერესა და უსაზღვრო შესაძლებლობებს ხაზი მკაფიოდ აქვს გასმული. ვკითხულობთ წიგნებს ძლიერ, შემდგარ ქალებზე, რომლებმაც საკუთარი გზა და თავი იპოვეს. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტ...
განაგრძე კითხვა10150
რომანტიული ვახშამი ვალენტინობის დღისთვის
14 თებერვალი სიყვარულის დღედ მიიჩნევა და აღინიშნება მთელ მსოფლიოში, იგი გლობალური დღესასწაულია. გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა — კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა, ქრისტიანული წმი...
განაგრძე კითხვა7864
ისის ფარმა ექსკლუზიურად Hotsale-ზეა !
ისის ფარმა კანის მოვლის ფრანგული ბრენდია, რომელიც ბაზარზე უკვე 30 წელია არსებობს. ბრენდის თითოეული პროდუქტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში იტესტება. მრავალწლიანი კვლევის შედეგად ისის ფარმამ სპეციალურად ჩვენთვის შექმნა კანის ...
განაგრძე კითხვა6193
როგორ გავიმარტივოთ სახის მოვლის რუტინა
სახის კანის მოვლა არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თითქოს, ეს ყოველივე დიდ თანხებთან და რესურსთან არის დაკავშირებული. ამიტომ, შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი მსგავსი ტიპის პოსტებს, გვერდსაც უვლით ხოლმე. დროა ეს დამოკიდებულება და წარმოდგენები ...
განაგრძე კითხვა11046
სიახლე Hotsale.ge-ზე - დამატებით 20%-მდე ფასდაკლება ტექნიკასა და სასტუმროებზე „კრედო ბანკის“ განვადებით სარგებლობისას
ზაფხული განახლებისა და ახალი შენაძენის გაკეთებისთვის საუკეთესო სეზონია. თუ სწორედ ახლა აპირებთ რემონტის დაწყებას ან სახლში ტექნიკა მოგიძველდათ და ძველის ახლით შეცვლა გსურთ, Hotsale.ge და „კრედო ბანკი“ ამისათვის თქვენზე მორგებუ...
განაგრძე კითხვა11919